სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს
"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პიარ-ტექ­ნო­ლო­გი ლალი მო­როშ­კი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს და­წყე­ბულ პო­ლი­ცი­ურ "რე­ი­დებს" ეხ­მა­უ­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი ამ წა­მო­წყე­ბას იწო­ნებს და აცხა­დებს, რომ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია.

"ახლა და­მი­რე­კა ჩემ­მა 15 წლის უმ­ცროს­მა ვაჟ­მა და მი­თხრა, ბი­ჭე­ბი ვი­დე­ქით და პატ­რულ­მა გვთხო­ვა და­ი­შა­ლე­თო. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი! ბირ­ჟა­ო­ბა-წარ­სუ­ლის გად­მო­ნაშ­თია. ამ­დე­ნი ქუ­ჩა­ში დგო­მით, მზე­სუმ­ზი­რის ფურ­თხე­ბით და გამ­ვლე­ლებ­ზე ქი­ლი­კით, შა­რიც იბა­დე­ბა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბა სპორ­ტით, ექ­სკურ­სი­ე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით და, რა თქმა აუნ­და, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის ფარ­გლებ­ში და­ხუ­რუ­ლი ტი­პის ცი­ხე­ე­ბის შიგ­ნი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით.

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დამ­თავ­რდეს ე.წ. "ცი­ხის რო­მან­ტი­კით ტკბო­ბა". ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ 4 კე­დე­ლი და მკაც­რი რე­ჟი­მი ვე­რა­სო­დეს გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ლაღ ცხოვ­რე­ბას, მე­გობ­რებ­თან და ოჯახ­თან სი­ახ­ლო­ვეს!!!

მი­ვე­სალ­მე­ბი რე­ი­დებს, რო­გორც ევ­რო­პა­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მას.

წელს, 2 თვე ვი­ყა­ვით საფ­რან­გეთ­ში. მი­ნი­მუმ 5-ჯერ გაგ­ვა­ჩე­რეს და სა­ბუ­თე­ბი შეგ­ვი­მოწ­მეს, იმი­ტომ რომ პა­რი­ზი კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­შია.

და მერე რა? - ეს მი­სა­ღე­ბი პო­ცე­დუ­რაა!

მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რი ტაქ­ტით წარ­მო­ებ­დეს! და კი­დევ, ლექ­სო ჭი­კა­ი­ძე არ უნდა გა­დად­გეს ნაც.მოძ­რა­ო­ბის სა­ა­მებ­ლად", - წერს მო­როშ­კი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, გახ­ში­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის გამო 5 სექ­ტემ­ბრი­დან თბი­ლის­ში პო­ლი­ცი­უ­რი "რე­ი­დე­ბი" და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს

"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს

ცნობილი ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა საქართველოში ბოლო დროს დაწყებულ პოლიციურ "რეიდებს" ეხმაურება. ჟურნალისტი ამ წამოწყებას იწონებს და აცხადებს, რომ ამაში ცუდი არაფერია.

"ახლა დამირეკა ჩემმა 15 წლის უმცროსმა ვაჟმა და მითხრა, ბიჭები ვიდექით და პატრულმა გვთხოვა დაიშალეთო. ძალიანაც კარგი! ბირჟაობა-წარსულის გადმონაშთია. ამდენი ქუჩაში დგომით, მზესუმზირის ფურთხებით და გამვლელებზე ქილიკით, შარიც იბადება.

აუცილებელია ახალგაზრდების დაკავება სპორტით, ექსკურსიებით, საგანმანათლებლო პროგრამებით და, რა თქმა აუნდა, პრევენციული ზომების გატარების ფარგლებში დახურული ტიპის ციხეების შიგნიდან დათვალიერებით.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ე.წ. "ციხის რომანტიკით ტკბობა". ყველამ უნდა იცოდეს, რომ 4 კედელი და მკაცრი რეჟიმი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას თავისუფლებას, ლაღ ცხოვრებას, მეგობრებთან და ოჯახთან სიახლოვეს!!!

მივესალმები რეიდებს, როგორც ევროპაში აპრობირებულ პრევენციულ ზომას.

წელს, 2 თვე ვიყავით საფრანგეთში. მინიმუმ 5-ჯერ გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს, იმიტომ რომ პარიზი კრიმინალური მდგომარეობით, მაღალი რისკის ჯგუფშია.

და მერე რა? - ეს მისაღები პოცედურაა!

მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში და მაქსიმალური ტაქტით წარმოებდეს! და კიდევ, ლექსო ჭიკაიძე არ უნდა გადადგეს ნაც.მოძრაობის საამებლად", - წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, გახშირებული მკვლელობების გამო 5 სექტემბრიდან თბილისში პოლიციური "რეიდები" დაიწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს