ყოველი მე-5 ქალი გაუპატიურებულია - ახალი სტატისტიკის შედეგები

ყოველი მე-5 ქალი გაუპატიურებულია - ახალი სტატისტიკის შედეგები

აშშ-ის დაავადებათა და პროფილაქტიკური ცენტრის ანალიტიკოსებმა გაუპატიურების შემთხვევები შესწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამერიკელი ქალების 19% გაუპატიურეის მსხვერპლია.

ანალიტიკოსებმა სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებიც განიხილეს, რის შედეგადაც მსხვერპლთა რიცხვი 44%-მდე გაიზარდა. მსხვერპლად მეცნიერებმა მიიჩნიეს ქალთა ის კატეგორიაც, რომელსაც სქესობრივ კონტაქტზე თანხმობა არ უთქვამს. მიზეზი ის იყო, რომ ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით იყვნენ გაბრუებულნი და პოზიციის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდათ.

ცენტრის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით, 11 მლნ ქალი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მოხსენებაში მოხვდა მონაცემები მამაკაცების შესახებაც - გაუპატიურებულთა შორის 2% მამაკაცია, 23%-ის მიმართ კი სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები გამოიყენეს.

ორივე სქესის წარმომადგენლები ძალადობას ძირითადად 25 წლამდე განიცდიან.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს