საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეცეპტის შავი ბაზარი თბილისში - აფთიაქებისა და ექიმების თანამშრომლობის უკანონო სქემა
რეცეპტის შავი ბაზარი თბილისში - აფთიაქებისა და ექიმების თანამშრომლობის უკანონო სქემა

მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ახა­ლი სა­რე­ცეპ­ტო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან 1 კვი­რის თავ­ზე რე­ცეპ­ტის შავი ბა­ზა­რი უკვე სა­ხე­ზეა, - იუ­წყე­ბა "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რი". მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შავ ბა­ზარს თა­ვად სა­აფ­თი­ა­ქო კომ­პა­ნი­ე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ. გა­ყიდ­ვე­ბი რომ არ შემ­ცირ­დეს, მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ერ რე­ცეპტს აძ­ლე­ვენ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ აფ­თი­აქ­ში მოქ­მე­დებს. "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რი" ამ პრაქ­ტი­კის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად ფა­რულ კად­რებ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კონ­კრე­ტულ აფ­თი­აქ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა დას­ძენს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ იგი­ვე სქე­მა სხვა აფ­თი­ა­ქებ­შიც იყოს ან მას ახლა ნერ­გავ­დნენ.

აფ­თი­ა­ქის შე­სას­ვლელ­თან მომ­ხმა­რე­ბელს ხვდე­ბა წარ­წე­რა "ექი­მი", რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის კარ­ნა­ხით ნე­ბის­მი­ერ რე­ცეპტს გა­მო­წერს.

ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ექი­მის კა­ბი­ნეტს ეწ­ვია. კი­თხვა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა ექიმს მის­თვის რე­ცეპ­ტის გა­მო­წე­რა, ექი­მი პა­სუ­ხობს, რომ შე­უძ­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ "ავერ­სის" მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის­თვის (ექი­მის­თვის), თუ რო­მელ აფ­თი­აქ­ში იყი­დის გა­ცე­მულ რე­ცეპტ­ზე მი­თი­თე­ბულ წამ­ლებს, ექი­მი პა­სუ­ხობს - "თქვენ­თვის არა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ამას ჩემ­თვის აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა"...

"ჩვენ ვართ "ავერ­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ვინც შე­ი­ძენს მე­დი­კა­მენტს "ავერსში", იმას გა­მო­ვუ­წერთ რე­ცეპტს, თუ არა­და სხვა არ ვემ­სა­ხუ­რე­ბით", - ამ­ბობს ექი­მი "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში.

ამა­ვე ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ ექი­მი არა­თუ გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­უ­ტა­რებ­ლად (რაც ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ცალ­სა­ხად კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა), არა­მედ პა­ცი­ენ­ტის იქ არ ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი წერს რე­ცეპტს. მას შემ­დეგ, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი მას სთხოვს გა­მო­უ­წე­როს წა­მა­ლი დე­დის­თვის, ექი­მი ამას მარ­ტი­ვად, კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით, მომ­ხმა­რებ­ლის კარ­ნა­ხით აკე­თებს, რაც სრუ­ლი­ად არა­მარ­თე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, არა­მედ ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რი" მა­ყუ­რე­ბელს ავერ­სის მე­ნე­ჯმენ­ტის პო­ზი­ცი­ა­საც აც­ნობს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს ექი­მე­ბი სხე­დან აფ­თი­ა­ქის­გან გა­მიჯ­ნულ ად­გი­ლას და მათ არ აქვთ კავ­ში­რი აფ­თი­აქთან, თუმ­ცა ექი­მის ნათ­ქვა­მი, რომ მხო­ლოდ "ავერ­სის" მომ­ხმა­რე­ბელს გა­მო­უ­წერს რე­ცეპტს, მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"აფ­თი­ა­ქი აფ­თი­ა­ქია და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სხვაა. ანუ, მათ უნდა გა­ა­კე­თონ ინ­სტა­ლა­ცია ოჯა­ხის ექი­მის კა­ბი­ნე­ტის. თუ ისი­ნი და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სრულ მო­თხოვ­ნებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ სად­მე კუ­თხე­ში რომ მი­უ­ჩი­ნონ მა­გი­და და კა­ლა­მი, ასე - ვერა", - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო "ბიზ­ნეს­კუ­რი­ერ­თან" თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ექი­მებ­სა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებს შო­რის ამ­გვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ხი­ფა­თოდ მი­იჩ­ნე­ვენ ექ­სპერ­ტე­ბიც. წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ თუ ექი­მი იქ­ნე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მარ­თუ­ლი, ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ნიშ­ნავს იმ წა­მალს, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც კონ­კრე­ტულ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს აწყობს.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ეს ექი­მე­ბი ვმარ­თოთ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, თუ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან აფ­თი­ა­ქე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ­ნი. ისი­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გას­ცე­მენ სწო­რედ იმ წა­მალს, რაც უნდა და­ი­ნიშ­ნოს მათი პარტნი­ო­რი სა­აფ­თი­ა­ქო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტი­ვით", - ამ­ბობს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ექ­სპერ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც რიგ წამ­ლებ­ზე რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვას გუ­ლის­ხმობს, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში თვით­მკურ­ნა­ლო­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სუ­რა­თი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ რე­ცეპ­ტის შავი ბა­ზა­რის სა­ხით მი­ი­ღო მო­სახ­ლე­ო­ბამ, ცხად­ყოფს, რომ არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა გარ­და იმი­სა, რომ ამი­ე­რი­დან მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით თვით­მკურ­ნა­ლო­ბას უკვე აფ­თი­ა­ქე­ბის კუთ­ვნი­ლი ექი­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რეცეპტის შავი ბაზარი თბილისში - აფთიაქებისა და ექიმების თანამშრომლობის უკანონო სქემა

რეცეპტის შავი ბაზარი თბილისში - აფთიაქებისა და ექიმების თანამშრომლობის უკანონო სქემა

მედიკამენტებზე ახალი სარეცეპტო რეგულაციებიდან 1 კვირის თავზე რეცეპტის შავი ბაზარი უკვე სახეზეა, - იუწყება "ბიზნესკურიერი". მათი ინფორმაციით, შავ ბაზარს თავად სააფთიაქო კომპანიები ამუშავებენ. გაყიდვები რომ არ შემცირდეს, მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევენ, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. "ბიზნესკურიერი" ამ პრაქტიკის დამადასტურებლად ფარულ კადრებსაც ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთ კონკრეტულ აფთიაქშია გადაღებული, თუმცა დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, რომ იგივე სქემა სხვა აფთიაქებშიც იყოს ან მას ახლა ნერგავდნენ.

აფთიაქის შესასვლელთან მომხმარებელს ხვდება წარწერა "ექიმი", რომელიც მომხმარებლის კარნახით ნებისმიერ რეცეპტს გამოწერს.

ფარულ ჩანაწერში ჟურნალისტი ექიმის კაბინეტს ეწვია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს მისთვის რეცეპტის გამოწერა, ექიმი პასუხობს, რომ შეუძლია, მაგრამ მხოლოდ "ავერსის" მომხმარებლისთვის. ჟურნალისტის რეპლიკაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის (ექიმისთვის), თუ რომელ აფთიაქში იყიდის გაცემულ რეცეპტზე მითითებულ წამლებს, ექიმი პასუხობს - "თქვენთვის არა, მაგრამ სამაგიეროდ ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა"...

"ჩვენ ვართ "ავერსის" თანამშრომლები და ვინც შეიძენს მედიკამენტს "ავერსში", იმას გამოვუწერთ რეცეპტს, თუ არადა სხვა არ ვემსახურებით", - ამბობს ექიმი "ბიზნესკურიერის" ფარულ ჩანაწერში.

ამავე ფარულ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ექიმი არათუ გამოკვლევის ჩაუტარებლად (რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ცალსახად კანონდარღვევაა), არამედ პაციენტის იქ არ ყოფნის მიუხედავადაც კი წერს რეცეპტს. მას შემდეგ, როდესაც ჟურნალისტი მას სთხოვს გამოუწეროს წამალი დედისთვის, ექიმი ამას მარტივად, კანონის გვერდის ავლით, მომხმარებლის კარნახით აკეთებს, რაც სრულიად არამართებულია არა მხოლოდ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, არამედ ზოგადად, სამედიცინო საქმიანობაში.

"ბიზნესკურიერი" მაყურებელს ავერსის მენეჯმენტის პოზიციასაც აცნობს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს ექიმები სხედან აფთიაქისგან გამიჯნულ ადგილას და მათ არ აქვთ კავშირი აფთიაქთან, თუმცა ექიმის ნათქვამი, რომ მხოლოდ "ავერსის" მომხმარებელს გამოუწერს რეცეპტს, მენეჯმენტის განცხადებას ეწინააღმდეგება.

"აფთიაქი აფთიაქია და სამედიცინო დაწესებულება სხვაა. ანუ, მათ უნდა გააკეთონ ინსტალაცია ოჯახის ექიმის კაბინეტის. თუ ისინი დააკმაყოფილებენ სრულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ სადმე კუთხეში რომ მიუჩინონ მაგიდა და კალამი, ასე - ვერა", - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "ბიზნესკურიერთან" თემის კომენტირებისას.

ექიმებსა და სააფთიაქო ქსელებს შორის ამგვარ თანამშრომლობას სახიფათოდ მიიჩნევენ ექსპერტებიც. წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ ექიმი იქნება ფარმაცევტული კომპანიის მიერ მართული, ის აუცილებლად დანიშნავს იმ წამალს, რომლის გაყიდვაც კონკრეტულ სააფთიაქო ქსელს აწყობს.

"როგორ შეიძლება ჩვენ ეს ექიმები ვმართოთ ახალი რეგულაციებით, თუ ისინი იქნებიან აფთიაქების მიერ დანიშნულნი. ისინი მომხმარებელზე გასცემენ სწორედ იმ წამალს, რაც უნდა დაინიშნოს მათი პარტნიორი სააფთიაქო კომპანიის დირექტივით", - ამბობს თემის კომენტირებისას ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციები, რომელიც რიგ წამლებზე რეცეპტის გარეშე გაყიდვის აკრძალვას გულისხმობს, მოსახლეობაში თვითმკურნალობის აღკვეთის მიზნით იქნა შემოღებული, თუმცა სურათი, რომელიც რეგულაციების შემდეგ რეცეპტის შავი ბაზარის სახით მიიღო მოსახლეობამ, ცხადყოფს, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ამიერიდან მომხმარებელი დაინტერესებული პრეპარატებით თვითმკურნალობას უკვე აფთიაქების კუთვნილი ექიმების საშუალებით მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია