უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ იცავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ტიმჩუკის განმარტებით, 18:00 საათის შემდეგ "ბოევიკებმა" და რუსმა სამხედროებმა შეტევა მიიტანეს უკრაინელი სამხედროების პოზიციაზე, დონეცკის აეროპორტის ტრიტორიაზე. მისივე თქმით, შტურმის დროს მოწინააღმდეგემ ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.
"უკრაინელი ძალოვანები სრულად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ცეცხლს მხოლოდ მათ პოზიციებზე თავდასხმის შედეგად ხსნიან", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა.
გუშინ, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დონბასში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის პროტოკოლს, რომელიც 5 სექტემბრის, 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.