წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში 5 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების, წყალტუბოსა და ტყიბულის სახანძრო სამსახურები, თუმცა, ცეცხლის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მეხანძრების განცხადებით, ცეცხლის კერა თანდათან იზრდება, თუმცა სოფლის მოსახლეობაზე მისი გავრცელების საფრთხე არ არის. მათივე თქმით, ადგილი მიუვალია და ტექნიკის აყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ცეცხლს ვერ აქრობენ.