პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი
არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნა­ტოს სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბით კმა­ყო­ფი­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ აქ მოვ­დი­ო­დით იმ სამი ძი­რი­თა­დი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლის თა­ო­ბა­ზე ხში­რად გვქონ­და სა­უ­ბა­რი ქარ­თულ აუ­დი­ტო­რი­ას­თან. ეს ეხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ცუ­ლო­ბას, იმ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც უფრო მდგრადს გახ­დის ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას. პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი, რაც მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო აქამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გზის, სა­მუ­შა­ოს აღი­ა­რე­ბა, ნამ­დვი­ლად იქნა მი­წე­უ­ლი. ჩვენ მარ­თლა ბევ­რი სტან­დარ­ტი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ ჩვე­ნი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი, ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო ის რე­ფორ­მე­ბი, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­ში და ჩვენ ჯარ­ში. მათი შრო­მის შე­დე­გად მოხ­და იმის აღი­ა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს შო­რის არის უაღ­რე­სად გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი, რად­გან ჩვენ გა­და­ვე­დით ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბის იმ ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც არის თვი­სობ­რი­ვად უფრო მა­ღა­ლი. ჩვენ ვართ ახლა, ფი­ნეთ­თან, შვე­დეთ­თან, იორ­და­ნი­ას­თან, ავ­სტრა­ლი­ას­თან ერ­თად, ცალ­კე ჯგუფ­ში იმ პარტნი­ო­რე­ბი­სა, რო­მელ­თა თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი უაღ­რე­სად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ნა­ტოს­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის იმ 11 000 ჯა­რის­კა­ცის მიღ­წე­ვა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის და გმი­რო­ბის ფა­სად სა­ქარ­თვე­ლო ასე გას­წია წინ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე მი­ზა­ნი იყო ნა­ტოს წევ­რო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კი­დევ ერთი მტკი­ცე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და სა­ქარ­თვე­ლოს დღეს აქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­თა გაღ­რმა­ვე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნატო-ს სტან­დარ­ტებს მი­აღ­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე მი­ზანს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ დღეს­ვე, სა­ნამ გავ­ხდე­ბით ნა­ტოს წევ­რე­ბი, მიგ­ვე­ღო მეტი და­ცუ­ლო­ბა და უსაფრ­თო­ე­ბა რე­გი­ონ­ში.

"ეს მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლი იქნა იმ პა­კე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც არის ნა­ტოს მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა ნა­ტო­ში", - დას­ძი­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა MAP-ის მი­ღე­ბის სა­კითხს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ უელ­სის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღო, რე­ა­ლუ­რად მი­ვაღ­წევთ იმ დო­ნეს, რო­მელ­საც ქვეყ­ნე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­წევ­დნენ.

"მაგ­რამ მე არ მინ­და მო­ვა­ტყუო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ვთქვა, რომ ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ MAP-ი არ დაგ­ვჭირ­დე­ბა _ შე­საძ­ლოა, ჩვენ არ დაგ­ვჭირ­დეს, თუმ­ცა დღე­ვან­დელ ეტაპ­ზე ვერ ვი­ტყვით, რომ MAP-ი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, შე­იძ­ლე­ბა MAP-ი დარ­ჩეს, რო­გორც მო­თხოვ­ნა. ასეც რომ დარ­ჩეს, ჩვენ გვექ­ნე­ბა მთე­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლი ამ მე­ქა­ნიზ­მით გავ­ლი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე საქართველოს მიღწევებით კმაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ აქ მოვდიოდით იმ სამი ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, რომლის თაობაზე ხშირად გვქონდა საუბარი ქართულ აუდიტორიასთან. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დაცულობას, იმ საშუალებებს, რომლებიც უფრო მდგრადს გახდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პირველი მიზანი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა მომხდარიყო აქამდე განხორციელებული გზის, სამუშაოს აღიარება, ნამდვილად იქნა მიწეული. ჩვენ მართლა ბევრი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების. პირველ რიგში, საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რეფორმები, ასევე ძალიან აქტიური იყო ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა თავდაცვის სისტემებში და ჩვენ ჯარში. მათი შრომის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არის უაღრესად გაფართოებული, ინტენსიური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა იქნა აღიარებული, რადგან ჩვენ გადავედით ნატო-ს მოკავშირეების იმ ჯგუფში, რომელიც არის თვისობრივად უფრო მაღალი. ჩვენ ვართ ახლა, ფინეთთან, შვედეთთან, იორდანიასთან, ავსტრალიასთან ერთად, ცალკე ჯგუფში იმ პარტნიორებისა, რომელთა თავდაცვის სისტემები უაღრესად დაახლოებულია ნატოსთან. ბუნებრივია, ეს არის იმ 11 000 ჯარისკაცის მიღწევა, რომელმაც თავისი სიცოცხლის და გმირობის ფასად საქართველო ასე გასწია წინ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მიზანი იყო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯის გადადგმა და საქართველოს დღეს აქვს თანამშრომლობის მექანიზმები, რომელთა გაღრმავებითაც საქართველო, ფაქტობრივად, ნატო-ს სტანდარტებს მიაღწევს. რაც შეეხება მესამე მიზანს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობდა იმაში, რომ დღესვე, სანამ გავხდებით ნატოს წევრები, მიგვეღო მეტი დაცულობა და უსაფრთოება რეგიონში.

"ეს მიზანიც მიღწეული იქნა იმ პაკეტის მეშვეობით, რომელიც არის ნატოს მეტი აქტიურობა საქართველოში და საქართველოს მეტი აქტიურობა ნატოში", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება MAP-ის მიღების საკითხს, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად მივაღწევთ იმ დონეს, რომელსაც ქვეყნები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საშუალებით აღწევდნენ.

"მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ MAP-ი არ დაგვჭირდება _ შესაძლოა, ჩვენ არ დაგვჭირდეს, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ MAP-ი არასდროს იქნება საჭირო. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება MAP-ი დარჩეს, როგორც მოთხოვნა. ასეც რომ დარჩეს, ჩვენ გვექნება მთელი შინაარსობრივი ნაწილი ამ მექანიზმით გავლილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა