აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მკვლელის – გიორგი ოქროპირიძის ვინაობას ასახელებს.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნის მოტივად პროკურატურამ ბერძენიშვილის მიმალვა დაასახელა. აღნიშნულს ბრალდებულმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დაბნეულობის გამო მიიმალა.
დღევანდელ პროცესზე განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღიც. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე