Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''
''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''

"პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­უ­წყებ­ლო­ბის დარ­გში გოგა ჩარ­თო­ლა­ნი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­სა­უბ­რეა თე­ატ­რა­ლუ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე. მას შექ­მნილ რე­ა­ლო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ...

- ბა­ტო­ნო გოგა, სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ან სტაჟ­ზე გკი­თხავთ, სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით. თე­ატრმ­ცოდ­ნე ხართ და მუ­შა­ობ­დით ჟურ­ნალ­ში "თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა". გა­იხ­სე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი...

- ამ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბა 1991 წელს და­ვი­წყე, რო­დე­საც მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და იგეგ­მე­ბო­და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს სამ­სა­ხუ­რი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ბა­ტონ გუ­რამ ბა­თი­აშ­ვილს შევ­თა­ვა­ზე, რომ მე წა­ვი­დო­დი სამ­სა­ხუ­რი­დან და არ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, ანუ შემ­ცი­რე­ბა­ში არ მო­ყო­ლი­ლი­ყო ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით ადრე და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ­ში. "თე­ატრსა და ცხოვ­რე­ბა­ში" პუბ­ლი­ცის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. იმ დროს ჟურ­ნა­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. მა­ნამ­დე მას "თე­ატ­რა­ლუ­რი მო­ამ­ბე" ერ­ქვა და ძვე­ლი სა­ხე­ლი სწო­რედ იმ დროს აღიდ­გი­ნა. "თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა" თა­ვის დრო­ზე იო­სებ იმე­დაშ­ვი­ლის და­არ­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თულ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში. მახ­სოვს, მივ­ლი­ნე­ბით ვი­ყა­ვი ბალ­ტი­ის­პი­რა ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ახა­ლი გა­მო­სულ­ნი იყ­ვნენ საბ­ჭო­თა სივ­რცი­დან და მქონ­და სამი ინ­ტერ­ვიუ სამი ქვეყ­ნის - ლატ­ვი­ის, ლიტ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც მა­შინ­დელ "თე­ატრსა და ცხოვ­რე­ბა­ში" და­ი­ბეჭ­და. ჩვენ­თვის ყვე­ლა კარი ღია იყო.

სამ­წუ­ხა­როდ, თან­და­თა­ნო­ბით, ბევ­რი ობი­ექ­ტუ­რი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო, ამ შემ­თხვე­ვა­ში გუ­რამ ბა­თი­აშ­ვილს არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­მედ მთელ თე­ატ­რის მიღ­ვა­წე­თა კავ­შირს, ვერ მო­ხერ­ხდა ამ ერ­თა­დერ­თი ჟურ­ნა­ლის იმ რან­გში აყ­ვა­ნა, რომ ის მორ­გე­ბო­და თა-ნა­მედ­რო­ვე ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მის სტან­დარ­ტებს.

- რო­გორც ვიცი, ეს ჟურ­ნა­ლი ორ თვე­ში ერთხელ გა­მო­დის, ზოგ­ჯერ ვერც ამ ინ­ტენ­სი­ვო­ბით და მას­ში ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტე­ბის რე­ცენ­ზი­ე­ბი იბეჭ­დე­ბა...

- ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ-სამ თვე­ში გა­მო­დის და ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტე­ბი წე­რენ, ან რამ­დე­ნი­მე ენ­თუ­ზი­ას­ტი ჩემი კო­ლე­გა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჰო­ნო­რარს ვერ იხ­დი­ან. თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბა პრო­ფე­სი­აა და არა ჰობი, ამი­ტომ შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას უნდა იღებ­დე. რე­ცენ­ზი­ის წერა შრო­მაა. ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე წერა პრო­ფე­სი­ის ერ­თგვა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ამ ჟურ­ნალ­ში პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ვი­ბეჭ­დე­ბო­დი და ჰო­ნო­რარს ვი­ღებ­დი. რა თქმა უნდა, სტუ­დენტს სა­წყის ეტაპ­ზე უხა­რია, სტი­მუ­ლია, რომ პუბ­ლი­კა­ცია აქვს; ეს მის­თვის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­მენ­ტი და ის­ტო­რი­აა, მაგ­რამ ის უნდა იღებ­დეს შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას შრო­მა­ში. თით­ქმის ყვე­ლა ავ­ტო­რი იკა­ვებს თავს წე­რის­გან, მეც არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და ბა­ტო­ნი გუ­რა­მის­გან, მაგ­რამ ამ ასაკ­ში და უკვე პრო­ფე­სი­ო­ნალს დრო მე­ნა­ნე­ბა. მრა­ვა­ლი წე­ლია თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­ში­რის წევ­რი არ ვარ, თა­ვის დრო­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად დავ­ტო­ვე ის, რად­გან არ მომ­წონ­და, რომ რე­ფორ­მე­ბი არ ტარ­დე­ბო­და. გული მტკი­ვა, რომ "თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა" დღეს არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე - მარ­ტი­ვი სი­ტყვით რომ ვთქვათ.

წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის, თუ ორი წლის წინ თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­შირ­ში იყო შეკ­რე­ბა ამ ჟურ­ნა­ლის პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც საკ­მა­ოდ მკვეთ­რად გა­მოვ­თქვი ჩემი მო­საზ­რე­ბა. ეს ბა­ტონ­მა გუ­რამ­მაც იცის და სხვებ­მაც, მე არას­დროს არა­ფე­რი მაქვს და­ფა­რუ­ლი, ამი­ტომ რა­საც ახლა ვამ­ბობ, არ არის უცხო და არა­სა­ჯა­რო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''

''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''

''პირველი არხის'' დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის დარგში გოგა ჩართოლანი ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრეა თეატრალური, ჟურნალისტიკისა და ტელევიზიის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მას შექმნილ რეალობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ...

- ბატონო გოგა, სანამ ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიან სტაჟზე გკითხავთ, საუბარი დავიწყოთ თქვენი პროფესიით. თეატრმცოდნე ხართ და მუშაობდით ჟურნალში ''თეატრი და ცხოვრება''. გაიხსენეთ ეს პერიოდი...

- ამ ჟურნალში მუშაობა 1991 წელს დავიწყე, როდესაც მოსკოვიდან თბილისში დავბრუნდი. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გაჩნდა ფინანსური კრიზისი და იგეგმებოდა რეორგანიზაცია. ერთ-ერთ თანამშრომელს სამსახური უნდა დაეტოვებინა და მთავარ რედაქტორს, ბატონ გურამ ბათიაშვილს შევთავაზე, რომ მე წავიდოდი სამსახურიდან და არ გაეთავისუფლებინა, ანუ შემცირებაში არ მოყოლილიყო ის თანამშრომელი, რომელიც გაცილებით ადრე და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალში. ''თეატრსა და ცხოვრებაში'' პუბლიცისტიკის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და ეს იყო ძალიან კარგი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს ჟურნალი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მანამდე მას ''თეატრალური მოამბე'' ერქვა და ძველი სახელი სწორედ იმ დროს აღიდგინა. ''თეატრი და ცხოვრება'' თავის დროზე იოსებ იმედაშვილის დაარსებული იყო ქართულ ბეჭდურ მედიაში. მახსოვს, მივლინებით ვიყავი ბალტიისპირა ქვეყნებში, რომლებიც ახალი გამოსულნი იყვნენ საბჭოთა სივრციდან და მქონდა სამი ინტერვიუ სამი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, რომლებიც მაშინდელ ''თეატრსა და ცხოვრებაში'' დაიბეჭდა. ჩვენთვის ყველა კარი ღია იყო.

სამწუხაროდ, თანდათანობით, ბევრი ობიექტური და შეიძლება ითქვას, სუბიექტური მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში გურამ ბათიაშვილს არ ვგულისხმობ, არამედ მთელ თეატრის მიღვაწეთა კავშირს, ვერ მოხერხდა ამ ერთადერთი ჟურნალის იმ რანგში აყვანა, რომ ის მორგებოდა თა-ნამედროვე ბეჭდური გამოცემის სტანდარტებს.

- როგორც ვიცი, ეს ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოდის, ზოგჯერ ვერც ამ ინტენსივობით და მასში ძირითადად სტუდენტების რეცენზიები იბეჭდება...

- ფინანსური კრიზისებიდან გამომდინარე, ორ-სამ თვეში გამოდის და ძირითადად სტუდენტები წერენ, ან რამდენიმე ენთუზიასტი ჩემი კოლეგა. პრობლემა ისაა, რომ ჰონორარს ვერ იხდიან. თეატრმცოდნეობა პროფესიაა და არა ჰობი, ამიტომ შესაბამის ანაზღაურებას უნდა იღებდე. რეცენზიის წერა შრომაა. ანაზღაურების გარეშე წერა პროფესიის ერთგვარი შეურაცხყოფაა. ამ ჟურნალში პირველი კურსიდან ვიბეჭდებოდი და ჰონორარს ვიღებდი. რა თქმა უნდა, სტუდენტს საწყის ეტაპზე უხარია, სტიმულია, რომ პუბლიკაცია აქვს; ეს მისთვის ბიოგრაფიული მომენტი და ისტორიაა, მაგრამ ის უნდა იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას შრომაში. თითქმის ყველა ავტორი იკავებს თავს წერისგან, მეც არაერთი შემოთავაზება მქონდა ბატონი გურამისგან, მაგრამ ამ ასაკში და უკვე პროფესიონალს დრო მენანება. მრავალი წელია თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი არ ვარ, თავის დროზე შეგნებულად დავტოვე ის, რადგან არ მომწონდა, რომ რეფორმები არ ტარდებოდა. გული მტკივა, რომ ''თეატრი და ცხოვრება'' დღეს არ არის თანამედროვე - მარტივი სიტყვით რომ ვთქვათ.

წელიწად-ნახევრის, თუ ორი წლის წინ თეატრის მოღვაწეთა კავშირში იყო შეკრება ამ ჟურნალის პერსპექტივასთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ მკვეთრად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. ეს ბატონმა გურამმაც იცის და სხვებმაც, მე არასდროს არაფერი მაქვს დაფარული, ამიტომ რასაც ახლა ვამბობ, არ არის უცხო და არასაჯარო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია