პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" - იგავები, რომლებიც ივანიშვილთან დაკავშირებულ დადებით სტერეოტიპებს აქარწყლებს
"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" - იგავები, რომლებიც ივანიშვილთან დაკავშირებულ დადებით სტერეოტიპებს აქარწყლებს

"ზღაპ­რე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ზე", - ასე ჰქვია გვერდს Facebook-ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2012 წელს შე­იქ­მნა, ანუ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვარ ფი­გუ­რად იქცა. გვერ­დი იშ­ვი­ა­თად გა­ნახ­ლე­ბა­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არსს, ის იგა­ვე­ბის სტილ­ში აქარ­წყლებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­დე­ბით სტე­რე­ო­ტი­პებს. 

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ორ პო­ლი­ტი­კურ ზღა­პარს აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დი­დან. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­მი­ნო­გე­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეძღვნე­ბა, მე­ო­რე კი ივა­ნიშ­ვილ­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბას.

Facebook/ ზღაპ­რე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ზე:

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა

იყო და არა იყო რა, ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ზე უკე­თე­სი რა იქ­ნე­ბო­და, იყო ერთი კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობ­და, სხვე­ბი თუ წლო­ბით იზ­რდე­ბოდ­ნენ კრი­მი­ნა­ლი დღე­ო­ბით იზ­რდე­ბო­და და სულ მალე იმ­ხე­ლა გახ­და, იმ­ხე­ლა რომ ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო ის ეტე­ო­და.

ერთხე­ლაც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი სამ­ფლო­ბე­ლო და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ჩაჯ­და თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რის მიერ ნა­ყიდ ვერ­ტმფრენ­ში და ქვე­ყა­ნას გა­და­უფ­რი­ნა. ხალ­ხმა რომ და­ი­ნა­ხა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა მოფ­რი­ნავ­სო, ხე­ლე­ბის ქნე­ვა და­უ­წყეს, გვიშ­ვე­ლეთ ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, კრი­მი­ნა­ლი­სა­გან გა­სა­ქა­ნი აღარ გვაქვს, გვხო­ცავს, გვძარ­ცვავს და გვარ­თმევს ყვე­ლა­ფერ­სო. მაგ­რამ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა აბა ხალ­ხის ხმას რო­გორ გა­ი­გო­ნებ­და, როცა ხალ­ხი­სა­გან ასე შორს იყო, ამი­ტომ ეგო­ნა ხალ­ხს ჩემი და­ნახ­ვა უხა­რია და მე­სალ­მე­ბაო, ჰოდა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნაც რო­გორც ძალ­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი სა­პა­სუ­ხოდ ესალ­მე­ბო­და, უღი­მო­და და ხელს უქ­ნევ­და. ღა­მით როცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა სახ­ლში დაბ­რუნ­და, სტა­ფი­ლო და­წუ­რა და და­სა­ძი­ნებ­ლად დაწ­ვა, ერთი გა­ფიქ­რე­ბა კი გა­ი­ფიქ­რა, იქ­ნებ ის ხალ­ხი კი არ მე­სალ­მე­ბო­და რა­ღა­ცა აწუ­ხებ­და და შვე­ლას მთხოვ­დაო, ეს გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლი ხომ არ აწუ­ხებ­და ნე­ტაო. თუმ­ცა მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა თა­ვის თავს, მერე რა კაცო, ეს ჩემი ხალ­ხი ისე­თი კარ­გი ხალ­ხია გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბაო და მშვი­დად და­ი­ძი­ნა. და­ჯავ­შნუ­ლი ფან­ჯრის იქით კი მთვა­რე ანა­თებ­და და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ძილს და­რა­ჯობ­და.

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა

იყო და არა იყო რა, ბა­ტონ ბი­ძი­ნა­ზე უკე­თე­სი რა იქ­ნე­ბო­და? იყო ერთი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა დიდი ქველ­მოქ­მე­დი ვინ­მე იყო, სხვე­ბი თუ წლო­ბით ქველ­მოქ­მე­დებ­და, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა სა­უ­კუ­ნე­ო­ბით ქველ­მოქ­მე­დებ­და. დღე არ გა­ვი­დო­და რამე არ ექ­ველ­მოქ­მე­და. ერთხე­ლაც გა­იღ­ვი­ძა დი­ლით ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ და ვერ იქ­ველ­მოქ­მე­და, რა არ იღო­ნა, რა სა­შუ­ა­ლე­ბას არ მი­მარ­თა, წამ­ლე­ბიც და­ლია, საქ­ველ­მოქ­მე­დო ზე­თიც ყლა­პა მაგ­რამ ვერა და ვერ ქველ­მოქ­მე­დებ­და. და­უ­ძა­ხა ნა­ზირ-ვე­ზი­რებს და შეს­ჩივ­ლა:

- ჩემო ნა­ზირ-ვე­ზი­რე­ბო, აგერ უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია არ მიქ­ველ­მოქ­მე­დია ასე თუ გაგ­რძელ­და შე­იძ­ლე­ბა მოვ­კვდე კი­დეც...

- თქვენს ფულს ვის უან­დერ­ძებ­თო - გა­ა­წყვე­ტი­ნა ერ­თმა უერ­თგუ­ლეს­მა ნა­ზირ­მა.

მაგ­რამ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ არ შე­იმ­ჩნია და გა­ნაგ­რძო:

- თუმ­ცა საქ­მე აქამ­დე არ მივა და მე უახ­ლო­ეს დრო­ში ვიქ­ველ­მოქ­მე­დე­ბო, უბ­რა­ლოდ სუფ­თა ჰა­ერ­ზე უნდა გა­ვი­დე... ადრე როცა მე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა არ ვი­ყა­ვი სულ სუფ­თა ჰა­ერ­ზე მი­წევ­და ქველ­მოქ­მე­დე­ბაო.

რა­ღას იზამ­დნენ ნა­ზირ-ვე­ზი­რე­ბი? ჯერ გა­უკ­ვირ­დათ, ნუთუ ისე­თი დროც არ­სე­ბობ­და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა არ იყოო, მერე ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ხელ­ზე ემ­თხვივ­ნენ ბა­ტონ ბი­ძი­ნას, იცოდ­ნენ რომ უყ­ვარ­და და ბო­ლოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე გაყვნენ. განა რა იქ­ნე­ბო­და იმა­ზე ლა­მა­ზი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ვი თუ რო­გორ ქველ­მოქ­მე­დებ­და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა.

მი­დის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ქუ­ჩა­ში უკან ნა­ზირ-ვე­ზი­რე­ბი მიყ­ვე­ბი­ან ხელ­ში ქა­ღალ­დე­ბი აქვთ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, უცებ რომ მო­იქ­ველ­მოქ­მე­დოს ბი­ძი­ნამ სა­ბუ­თე­ბი რომ გა­ა­ფორ­მონ, მი­დის და მიყ­ვე­ბი­ან მი­დის და მიყ­ვე­ბი­ან, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა კი ვერა და ვერ ქველ­მოქ­მე­დებს. უეც­რად ვი­ღა­ცამ და­ი­ძა­ხა: ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ქველ­მოქ­მე­დი არ ყო­ფი­ლაო. შე­ე­შინ­და ბა­ტონ ბი­ძი­ნას და ში­შით მო­იქ­ველ­მოქ­მე­და, იმ­დე­ნი, იმ­დე­ნი რომ გა­ხა­რე­ბუ­ლი ნა­ზირ-ვე­ზი­რე­ბი ფურ­ცლებს ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. აი, ასე­თი იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა. როცა ეში­ნო­და, მა­ში­ნაც კი ქველ­მოქ­მე­დებ­და.

ჭირი იქა, ლხი­ნი აქა

ქატო იქა, ფქვი­ლი აქა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" - იგავები, რომლებიც ივანიშვილთან დაკავშირებულ დადებით სტერეოტიპებს აქარწყლებს

"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" - იგავები, რომლებიც ივანიშვილთან დაკავშირებულ დადებით სტერეოტიპებს აქარწყლებს

"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე", - ასე ჰქვია გვერდს Facebook-ზე, რომელიც სოციალურ ქსელში 2012 წელს შეიქმნა, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილი აქტიური პოლიტიკური მოვლენების მთავარ ფიგურად იქცა. გვერდი იშვიათად განახლებადია. რაც შეეხება შინაარსს, ის იგავების სტილში აქარწყლებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ დადებით სტერეოტიპებს. 

Ambebi.ge გთავაზობთ ორ პოლიტიკურ ზღაპარს აღნიშნული გვერდიდან. პირველი მოთხრობა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ივანიშვილის დამოკიდებულებას ეძღვნება, მეორე კი ივანიშვილსა და ქველმოქმედებას.

Facebook/ ზღაპრები ბატონ ბიძინაზე:

ბატონი ბიძინა და კრიმინალური მდგომარეობა

იყო და არა იყო რა, ბატონ ბიძინაზე უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კრიმინალური მდგომარეობა. კრიმინალური მდგომარეობა თავს შესანიშნავად გრძნობდა, სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ კრიმინალი დღეობით იზრდებოდა და სულ მალე იმხელა გახდა, იმხელა რომ ქვეყანაში მარტო ის ეტეოდა.

ერთხელაც ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა თავისი სამფლობელო დაეთვალიერებინა, ჩაჯდა თავისი ერთგული მსახურის მიერ ნაყიდ ვერტმფრენში და ქვეყანას გადაუფრინა. ხალხმა რომ დაინახა ბატონი ბიძინა მოფრინავსო, ხელების ქნევა დაუწყეს, გვიშველეთ ბატონო ბიძინა, კრიმინალისაგან გასაქანი აღარ გვაქვს, გვხოცავს, გვძარცვავს და გვართმევს ყველაფერსო. მაგრამ ბატონი ბიძინა აბა ხალხის ხმას როგორ გაიგონებდა, როცა ხალხისაგან ასე შორს იყო, ამიტომ ეგონა ხალხს ჩემი დანახვა უხარია და მესალმებაო, ჰოდა ბატონი ბიძინაც როგორც ძალზე ზრდილობიანი ადამიანი საპასუხოდ ესალმებოდა, უღიმოდა და ხელს უქნევდა. ღამით როცა ბატონი ბიძინა სახლში დაბრუნდა, სტაფილო დაწურა და დასაძინებლად დაწვა, ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა, იქნებ ის ხალხი კი არ მესალმებოდა რაღაცა აწუხებდა და შველას მთხოვდაო, ეს გაზრდილი კრიმინალი ხომ არ აწუხებდა ნეტაო. თუმცა მალევე უპასუხა თავის თავს, მერე რა კაცო, ეს ჩემი ხალხი ისეთი კარგი ხალხია გაგებით მოეკიდებაო და მშვიდად დაიძინა. დაჯავშნული ფანჯრის იქით კი მთვარე ანათებდა და ბატონი ბიძინას ძილს დარაჯობდა.

ბატონი ბიძინა და ქველმოქმედება

იყო და არა იყო რა, ბატონ ბიძინაზე უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ბატონი ბიძინა, ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედი ვინმე იყო, სხვები თუ წლობით ქველმოქმედებდა, ბატონი ბიძინა საუკუნეობით ქველმოქმედებდა. დღე არ გავიდოდა რამე არ ექველმოქმედა. ერთხელაც გაიღვიძა დილით ბატონმა ბიძინამ და ვერ იქველმოქმედა, რა არ იღონა, რა საშუალებას არ მიმართა, წამლებიც დალია, საქველმოქმედო ზეთიც ყლაპა მაგრამ ვერა და ვერ ქველმოქმედებდა. დაუძახა ნაზირ-ვეზირებს და შესჩივლა:

- ჩემო ნაზირ-ვეზირებო, აგერ უკვე რამდენი ხანია არ მიქველმოქმედია ასე თუ გაგრძელდა შეიძლება მოვკვდე კიდეც...

- თქვენს ფულს ვის უანდერძებთო - გააწყვეტინა ერთმა უერთგულესმა ნაზირმა.

მაგრამ ბატონმა ბიძინამ არ შეიმჩნია და განაგრძო:

- თუმცა საქმე აქამდე არ მივა და მე უახლოეს დროში ვიქველმოქმედებო, უბრალოდ სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე... ადრე როცა მე ბატონი ბიძინა არ ვიყავი სულ სუფთა ჰაერზე მიწევდა ქველმოქმედებაო.

რაღას იზამდნენ ნაზირ-ვეზირები? ჯერ გაუკვირდათ, ნუთუ ისეთი დროც არსებობდა ბატონი ბიძინა რომ ბატონი ბიძინა არ იყოო, მერე ჩვეულებისამებრ ხელზე ემთხვივნენ ბატონ ბიძინას, იცოდნენ რომ უყვარდა და ბოლოს სუფთა ჰაერზე გაყვნენ. განა რა იქნებოდა იმაზე ლამაზი და ამაღელვებელი სანახავი თუ როგორ ქველმოქმედებდა ბატონი ბიძინა.

მიდის ბატონი ბიძინა ქუჩაში უკან ნაზირ-ვეზირები მიყვებიან ხელში ქაღალდები აქვთ გამზადებული, უცებ რომ მოიქველმოქმედოს ბიძინამ საბუთები რომ გააფორმონ, მიდის და მიყვებიან მიდის და მიყვებიან, ბატონი ბიძინა კი ვერა და ვერ ქველმოქმედებს. უეცრად ვიღაცამ დაიძახა: ბატონი ბიძინა ქველმოქმედი არ ყოფილაო. შეეშინდა ბატონ ბიძინას და შიშით მოიქველმოქმედა, იმდენი, იმდენი რომ გახარებული ნაზირ-ვეზირები ფურცლებს ვერ აუდიოდნენ. აი, ასეთი იყო ბატონი ბიძინა. როცა ეშინოდა, მაშინაც კი ქველმოქმედებდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა

ქატო იქა, ფქვილი აქა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს