ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ბავშვთან სასტიკად მოპყრობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. პატარა ბიჭუნა თითქმის დაბადებიდან აკვანზე ჰყავდათ მიბმული. ბავშვის გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ მას კუნთების ძლიერი ჰიპოტროფია ჰქონდა, ჰემატომები თავზე და სახეზე.
"როდესაც ჩვენთან მოიყვანეს, პატარა საშინლად ჭუჭყიანი იყო, ორჯერ ნაკლებს იწონიდა, ვიდრე მის ასაკში უნდა ყოფილიყო. ნევროლოგიური აშლილობაც ჰქონდა, ძალიან გაღიზიანებული იყო, არ ამბობდა არც ერთ სიტყვას და არ რეაგირებდა ხმებზე. წელზე მეტი ასაკის პატარა ვერ ჯდებოდა. დადგინდა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი აკვანზე იყო მიკრული და უმოძრაოდ იმყოფებოდა", - აღნიშნა პედიატრმა, რომელმაც პატარა გასინჯა. ისიც დასძინა, რომ ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი ნაშიმშილარიც იყო.იხილეთ გაგრძელება