საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია
თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სკო­ლებ­ში კვე­ბის ბლო­კე­ბის შე­მოწ­მე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ იღე­ბენ, ე.წ. ბუ­ფე­ტებ­ში მა­ინც რთუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ რამ­დე­ნი­მე სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტი სა­ერ­თოდ და­ხუ­რა.

სა­ა­გენ­ტო­ში "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა მათი პრი­ო­რი­ტე­ტია. წლის და­სა­წყის­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სკო­ლა შე­მოწ­მდა, უმე­ტეს ობი­ექ­ტზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ეტი­კე­ტი­რე­ბი­სა და პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ნორ­მის დარ­ღვე­ვა. გარ­და ამი­სა, სა­სა­დი­ლო­ებ­ში არ არის ცხე­ლი და ცივი წყა­ლი, რაც არ­თუ­ლებს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას.

არ­და­დე­გებ­ზე სკო­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა შე­ჩერ­და და სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შემ­დეგ, კერ­ძო სკო­ლე­ბის კვე­ბი­თი ობი­ექ­ტე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყე­ბა.

არაკ­რი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბის გამო, თით­ქმის ყვე­ლა შე­მოწ­მე­ბულ კვე­ბის ბლოკს მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, " ბუ­ფე­ტე­ბი" სა­რე­მონ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­მელ­თა გა­მო­სას­წო­რებ­ლად ოპე­რა­ტო­რებს 2-3 თვე აქვთ.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ თით­ქმის ყვე­ლა შე­მოწ­მე­ბულ სკო­ლა­ში სა­ნი­ტა­რულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნე­ბი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ სკო­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბით, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, კვე­ბის ბლო­კებ­ში მა­ინც პრობ­ლე­მე­ბია. ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სკო­ლებს გო­ნივ­რუ­ლი ვადა ეძ­ლე­ვათ, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით დგინ­დე­ბა.

"სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა -კონ­ტრო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი მო­მა­ვალ თა­ო­ბას ეხე­ბა. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­ა­მოწ­მა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე სკო­ლა. სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა მათი კონ­ტრო­ლი. სკო­ლებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა - ირ­ღვე­ვა ეტი­კე­ტი­რე­ბის წე­სე­ბი, პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ნორ­მა. ცხე­ლი წყლის არარ­სე­ბო­ბის გამო, ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე სკო­ლის "ბუ­ფე­ტი" სა­ერ­თოდ და­ი­კე­ტა და მათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მი­ე­ცათ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად",- ამ­ბობს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სკო­ლე­ბის სა­სა­დი­ლო­ებ­ში სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მა და­ცუ­ლი არ არის და ისი­ნი ბავ­შვებს ურ­ჩე­ვენ, სკო­ლა­ში კვე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია

თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სწავლის დაწყებისთანავე სკოლებში კვების ბლოკების შემოწმება გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელები შემოწმების შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებენ, ე.წ. ბუფეტებში მაინც რთული სანიტარული მდგომარეობაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სკოლის კვების ობიექტი საერთოდ დახურა.

სააგენტოში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება მათი პრიორიტეტია. წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული სკოლა შემოწმდა, უმეტეს ობიექტზე აღმოჩენილია ეტიკეტირებისა და პროდუქტის შენახვის ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, სასადილოებში არ არის ცხელი და ცივი წყალი, რაც ართულებს ჰიგიენური ნორმების დაცვას.

არდადეგებზე სკოლების შემოწმება შეჩერდა და სწავლის დაწყებისთანავე ეს პროცესი გაგრძელდება. საჯარო სკოლების შემდეგ, კერძო სკოლების კვებითი ობიექტების კონტროლი დაიწყება.

არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო, თითქმის ყველა შემოწმებულ კვების ბლოკს მიეცა რეკომენდაცია. უმეტეს შემთხვევაში, " ბუფეტები" სარემონტო მდგომარეობაშია, რომელთა გამოსასწორებლად ოპერატორებს 2-3 თვე აქვთ.

მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ადასტურებს, რომ თითქმის ყველა შემოწმებულ სკოლაში სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სკოლების შემოწმება ხდება წინასწარი გაფრთხილებით, თუმცა ამის მიუხედავად, კვების ბლოკებში მაინც პრობლემებია. ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლებს გონივრული ვადა ეძლევათ, რომელიც ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით დგინდება.

"სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება -კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საკითხი მომავალ თაობას ეხება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სკოლა. სწავლის განახლებასთან ერთად, აუცილებლად გაგრძელდება მათი კონტროლი. სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ირღვევა ეტიკეტირების წესები, პროდუქტის შენახვა-რეალიზაციის ნორმა. ცხელი წყლის არარსებობის გამო, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელია. რამდენიმე სკოლის "ბუფეტი" საერთოდ დაიკეტა და მათ გარკვეული პერიოდი მიეცათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად",- ამბობს მადონა კოიძე.

მოსწავლეების მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ სკოლების სასადილოებში სანიტარული ნორმა დაცული არ არის და ისინი ბავშვებს ურჩევენ, სკოლაში კვებისგან თავი შეიკავონ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია