საბჭოთა კავშირში, ფილმის წარმატება გაყიდული ბილეთების მიხედვით განისაზღვრებოდა. წარმოგიდგენთ საბჭოთა კინოგაქირავებაში ლიდერი ფილმების ათეულს.
1. "მეოცე საუკუნის მეკობრეები" - 1979 წელს ბორის დუროვის მიერ გადაღებული ფილმი. ის 87.6 მლნ-მა ადამიანმა ნახა.
2. "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - ვლადიმირ მენშოვის "ოსკაროსანი" ფილმი. (84.4 მლნ ადამიანი).
3. "ბრილიანტის ხელი" - 1968 წელს ლეონიდ გაიდაის მიერ გადაღებულ კომედია 76.7 მლნ-მა ადამიანმა ნახა.
4. "კავკასიელი ტყვე ქალი" - ლეონიდ გაიდაის მიერ 1966 წელს გადაღებული ფილმი. 1967 წელს კინოგაქირავებაში გამოსვლის შემდეგ ფილმმა პირველი ადგილი დაიკავა და მთელი წლის განმავლობაში ის 76.54 მლნ ადამიანმა ნახა.
5. "ქორწილი მალინოვკაში" - 1967 წლის კინოგაქირავებაში ფილმმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ფილმს 74.6 მლნ-მა ადამიანმა უყურა.
6. "ეკიპაჟი" - რეჟისორი ალექსანდრ მიტი, 71.1 მლნ მაყურებელი.
7. "ოპერაცია "Ы" და შურიკას სხვა თავგადასავლები" - 1965 წლის ფილმი, რეჟისორი ლეონიდ გაიდაი. 69.6 მლნ მაყურებელი.
8. "ფარი და მახვილი" - ოთხსერიიანი მხატვრული ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1968 წელს გადაიღო ვლადიმერ ბასოვმა. მაყურებელი - 68.3 მლნ ადამიანი.
9. "მოუხელთებლების ახალი თავგადასავალი" - ედმონდ კეოსაიანოს 1968 წელს გადაღებული ფილმი. 66.2 მლნ მაყურებელი.
10. "განთიადი აქ წყნარია" - ორსერიანი მხატვრული ფილმი, რომელიც რეჟისორმა სტანისლავ როსტოცკიმ 1972 წელს გადაიღო. ფილმმა 1973 წლის კინოგაქირავებაში 66 მლნ მაყურებელი მოაგროვა.
მომზადებულია www.fresher.ru -ს მიხედვით.