საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქრიკას" სასჯელი იმიტომ გაუნახევრდა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო - ალეკო ელისაშვილი
"ოქრიკას" სასჯელი იმიტომ გაუნახევრდა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო - ალეკო ელისაშვილი

"გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია", - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი წერს.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ჭორი და მა­ი­მუ­ნო­ბა მეს­მის მე­ო­რე დღეა და ამი­ტომ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვწერ:

1. ყვე­ლამ და­ი­ვი­წყა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია და ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დე­ბენ მკვლე­ლად. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია.

2. მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს იან­ვარ­ში გა­უ­ნა­ხევ­რდა სას­ჯე­ლი, თუმ­ცა უარი ეთ­ქვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე!

3. სა­აღ­დგო­მოდ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს უარი ეთ­ქვა ხე­ლა­ხალ თხოვ­ნა­ზე შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­დე­ნად, ის შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია !!! (ამის გამო უამ­რა­ვი საყ­ვე­დუ­რი და წყევ­ლაც კი მი­ვი­ღე)

ვი­მე­ო­რებ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია ! ის შე­წყა­ლე­ბით არ გა­მო­სუ­ლა ცი­ხი­დან !

სას­ჯე­ლი მას გა­უ­ნა­ხევ­რდა იმის გამო, რომ ნამ­დვი­ლად იყო წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი. არ დავ­მა­ლავ და არ ვუ­არ­ვყოფ, რომ მე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე ვი­ყა­ვი და ვი­ყა­ვი იმის გამო, რომ ის ნამ­დვი­ლად აწა­მეს და ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად ! მაგ­რამ მსჯე­ლო­ბის და კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად კო­მი­სი­ას მხო­ლოდ სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა მას, მე­ო­რედ კი სრუ­ლი უარი უთხრა.

სა­ერ­თოდ კი სამი უმ­თავ­რე­სი მო­მენ­ტია:

1. ყვე­ლა არ­ღვევს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ას და სა­უბ­რობს მკვლელ­ზე, როცა სა­სა­მარ­თლოს არ და­უდ­გე­ნია, ვინ ჩა­ი­დი­ნა ვა­კე­ში მკვლე­ლო­ბა. ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს არა­და ის ბიჭი და მკვლელ­მა უნდა აგოს უმ­კაც­რე­სად პა­სუ­ხი!

2. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს სურს, გამ­სვა­როს რო­გორ­მე და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად - ვი­ნა­ი­დან "ალე­კოს წე­სი­ერ ბი­ჭო­ბა" ძა­ლი­ან ბევ­რს სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ! ვიცი ეს კარ­გად და ამი­ტომ არ მიკ­ვირს ეს უაზ­რო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი

3. ფაქ­ტია, რომ ბევ­რს სურს კი­დევ ერთი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და ბოლო ხანს ამი­ტო­მაც გახ­შირ­და თავ­დას­ხმე­ბი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ზე. ზოგს პა­ტიმ­რებ­ზე მუქ­თი ფუ­ლის შოვ­ნის წყა­რო გა­და­ე­კე­ტა, ზოგს კი­დევ უფრო შე­ვიწ­რო­ვე­ბა უნდა პრე­ზი­დენ­ტის და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ას­პექ­ტი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ეს არის. 

აი, ამის თქმა მსურ­და მე­გობ­რე­ბო", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შს სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­მაც ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. შს სა­მი­ნის­ტოს ამ დრომ­დე არც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის გვა­რი და­უ­სა­ხე­ლე­ბია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბა­ში გ. ო.-ს, იგი­ვე "ოქ­რი­კას" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ გ.ო. ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბამ­დე სას­ჯელს წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი, ლე­ვან თა­ლაკ­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის გამო იხ­დი­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მისი ად­ვო­კა­ტი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე იყო, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, ის მჯავ­რდე­ბულ­თა პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის (ე.წ. უდო) კო­მი­სი­ამ შე­ი­წყა­ლა.

"ოქრიკას" სასჯელი იმიტომ გაუნახევრდა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო - ალეკო ელისაშვილი

"ოქრიკას" სასჯელი იმიტომ გაუნახევრდა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო - ალეკო ელისაშვილი

"გიორგი ოქროპირიძე შეწყალების კომისიას არ გაუთავისუფლებია", - ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი წერს.

"ძალიან ბევრი ჭორი და მაიმუნობა მესმის მეორე დღეა და ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვწერ:

1. ყველამ დაივიწყა უდანაშაულობის პრეზუმცია და ერთ კონკრეტულ ადამიანს, სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით აცხადებენ მკვლელად. ეს ძალიან ცუდია.

2. მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს იანვარში გაუნახევრდა სასჯელი, თუმცა უარი ეთქვა გათავისუფლებაზე!

3. სააღდგომოდ გიორგი ოქროპირიძეს უარი ეთქვა ხელახალ თხოვნაზე შეწყალების შესახებ. ამდენად, ის შეწყალების კომისიას არ გაუთავისუფლებია !!! (ამის გამო უამრავი საყვედური და წყევლაც კი მივიღე)

ვიმეორებ გიორგი ოქროპირიძე შეწყალების კომისიას არ გაუთავისუფლებია ! ის შეწყალებით არ გამოსულა ციხიდან !

სასჯელი მას გაუნახევრდა იმის გამო, რომ ნამდვილად იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. არ დავმალავ და არ ვუარვყოფ, რომ მე მისი გათავისუფლების მომხრე ვიყავი და ვიყავი იმის გამო, რომ ის ნამდვილად აწამეს და ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა დაიწყო საუბარი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ! მაგრამ მსჯელობის და კენჭისყრის შედეგად კომისიას მხოლოდ სასჯელი გაუნახევრა მას, მეორედ კი სრული უარი უთხრა.

საერთოდ კი სამი უმთავრესი მომენტია:

1. ყველა არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და საუბრობს მკვლელზე, როცა სასამართლოს არ დაუდგენია, ვინ ჩაიდინა ვაკეში მკვლელობა. ღმერთმა გაანათლოს არადა ის ბიჭი და მკვლელმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი!

2. ვიცი, რომ ძალიან ბევრს სურს, გამსვაროს როგორმე და ნებისმიერ ფასად - ვინაიდან "ალეკოს წესიერ ბიჭობა" ძალიან ბევრს საშინლად აღიზიანებს ! ვიცი ეს კარგად და ამიტომ არ მიკვირს ეს უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდებები

3. ფაქტია, რომ ბევრს სურს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს გიორგი მარგველაშვილს და ბოლო ხანს ამიტომაც გახშირდა თავდასხმები შეწყალების კომისიაზე. ზოგს პატიმრებზე მუქთი ფულის შოვნის წყარო გადაეკეტა, ზოგს კიდევ უფრო შევიწროვება უნდა პრეზიდენტის და ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეწყალების კომისიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ეს არის. 

აი, ამის თქმა მსურდა მეგობრებო", - წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე შს სამინისტრომ დააკავა პირი, რომელმაც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აბაშიძის ქუჩაზე ავტომანქანით მიიყვანა, თუმცა თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შს სამინისტოს ამ დრომდე არც ეჭვმიტანილის გვარი დაუსახელებია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი და მოკლულის ახლობლები მკვლელობაში გ. ო.-ს, იგივე "ოქრიკას" ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ გ.ო. ლაშა მახარაძის მკვლელობამდე სასჯელს წარსულში ჩადენილი, ლევან თალაკვაძის მკვლელობის გამო იხდიდა. ცნობილია ისიც, რომ მისი ადვოკატი მანანა კობახიძე იყო, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის მჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების (ე.წ. უდო) კომისიამ შეიწყალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ