საზაფხულო არდადეგებს ანფისა ჩეხოვა ოჯახთან ერთად ქმრის სამშობლოში, საქართველოში ატარებს. ტელეწამყვანი ყვება, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველ კაცებს ”არასტანდარტული” ქალებისადმი.
”საქართველოში ფუმფულა ქალებისადმი წარმოუდგენელი დამოკიდებულება აქვთ. კაცები ქუჩაში პირდაღებულები გიყურებენ. თითქმის ყველა ქართველ კაცს ”ხორციანი” ქალი ყავს ცოლად. მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ მიღებულია იმის თქმა, რომ გამხდარი გოგონები მოსწონთ. თუმცა თუ ქართველის სახლში შეიხედავთ, სასტუმრო ოთახში საოცარი ფორმების ქალს აღმოაჩენთ. საქართველოში ძალიან უყვართ ჭამა და საკუთარ თავს ამ სიამოვნებას არ აკლებენ. ამის გამო ბევრი ქართველი ფუმფულა ფორმებითაა დაჯილდოებული, კავკასიელი მამაკაცები კი არასტანდარტულ გოგონებს ირჩევენ”, - ყვება ანფისა ჩეხოვა.
მომზადებულია i-gency.ru-ს მიხედვით.