სკარლეტ იოჰანსონი დედა გახდა

სკარლეტ იოჰანსონი დედა გახდა

სკარლეტ იოჰანსონი დედა გახდა. მსახიობის პუბლიცისტმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ სკარლეტს გოგონა შეეძინა და მან და მისმა საქმრომ, რომან დურიაკმა პატარას როუზი დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება იწვის ბავშვის ფოტოების ხილვის სურვილით, სავარაუდოდ, მათ კარგა ხანი მოუწევთ ლოდინი. სკარლეტის პუბლიცისტმა აგრეთვე განაცხადა, რომ წყვილი მხარს უჭერს აქციას ”ბავშვების გარდა”, რაც ცნობილი ადამიანების შვილების ცხოვრების გასაიდუმლოებას გულისხმობს. ახალი მშობლები ჯერჯერობით პრივატულობას ითხოვენ.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება