კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძა­ლე­ბის (ISAF) მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შეხ­ვედ­რას და­ეს­წრო და სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენს კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წვლილ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ ISAF–ის მი­სი­ის ფარ­გლებ­ში შე­ი­ტა­ნა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნატო-ს არა­წევრ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ავ­ღა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი­სა და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მხარ­დამ­ხარ ყო­ველ­დღი­უ­რად, სულ უფრო მეტ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და სი­მა­მა­ცეს ავ­ლე­ნენ.

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თე­მა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას შე­ე­ხო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, დე­და­მი­წის ერთ ნა­წილ­ში, ქარ­თვე­ლებს თა­ვად აქვთ უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის სა­ხით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს, ხოლო უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხად­ყოფს, რომ ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა მთლი­ა­ნად ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რე­ბი სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძა­ლე­ბის (ISAF) მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს წვლილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანამ ISAF–ის მისიის ფარგლებში შეიტანა. მარგველაშვილის განცხადებით, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ქართველი ჯარისკაცები, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს ავლენენ.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დედამიწის ერთ ნაწილში, ქართველებს თავად აქვთ უსაფრთხოების პრობლემები მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის სახით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"