პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან
ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

2014 წლის 3 სექ­ტემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სო­ფელ ხი­დის­ყურ­ში ძმე­ბი ალი­ო­შა და სოინ გული ოღ­ლე­ბი და­ა­კა­ვეს. ერთს წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის, ხოლო მე­ო­რეს - პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლებს სას­მე­ლი წყლის გამო სო­ფელ­ში უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ. ერთ-ერ­თმა ძმამ 112-ით პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, სა­მარ­თალ­დაც­მა­ვებ­მა ისიც და­ა­კა­ვეს.

"მე და ალი­ო­შა ძმე­ბი ვართ. გვერ­დიგ­ვერდ ვცხოვ­რობთ. გუ­შინ უთან­ხმო­ე­ბა სას­მე­ლი წყლის გამო მოგ­ვი­ვი­და, რად­გან ერთი აუზი გვაქვს. სო­ფელ­ში სას­მე­ლი წყა­ლი არ არის და თუ მო­დის, იმას ვავ­სებთ ხოლ­მე. უთან­ხმო­ე­ბის გამო 112-ზე დავ­რე­კე თბი­ლის­ში და პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე. რომ მო­ვიდ­ნენ, ხმა­მაღ­ლა ვუ­თხა­რი, სადა ხართ აქამ­დე-მეთ­ქი. ძა­ლა­უფ­ლე­ბა მა­გათ ხელ­შია, რა უნდა ვთქვა. ნერ­ვი­უ­ლი კაცი ვარ, თუ რამე ზედ­მე­ტი ვუ­თხა­რი, ბო­დიშს ვიხ­დი ან თუ შე­ვა­გი­ნე, ისიც არ მახ­სოვს", - ამ­ბობს სოინ გული ოღლი.

კას­პის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სოინ და ალი­ო­შა გუ­ლი­ოღ­ლე­ბი არ­ღვევ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მათ.

"გვე­უბ­ნე­ბო­და, სადა ხართ აქამ­დე, თქვე ასე­თე­ბო, თქვე ისე­თე­ბო. და­უს­ჯე­ლი რა­ტომ გყავთ ჩემი ძმა და ა.შ.", - აცხა­დებს ხი­დის­ყურ­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

2014 წლის 3 სექტემბერს აზერბაიჯანულ სოფელ ხიდისყურში ძმები ალიოშა და სოინ გული ოღლები დააკავეს. ერთს წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მეორეს - პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს ბრალი. დაკავებულებს სასმელი წყლის გამო სოფელში უთანხმოება მოუვიდათ. ერთ-ერთმა ძმამ 112-ით პოლიცია გამოიძახა, სამართალდაცმავებმა ისიც დააკავეს.

"მე და ალიოშა ძმები ვართ. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. გუშინ უთანხმოება სასმელი წყლის გამო მოგვივიდა, რადგან ერთი აუზი გვაქვს. სოფელში სასმელი წყალი არ არის და თუ მოდის, იმას ვავსებთ ხოლმე. უთანხმოების გამო 112-ზე დავრეკე თბილისში და პოლიცია გამოვიძახე. რომ მოვიდნენ, ხმამაღლა ვუთხარი, სადა ხართ აქამდე-მეთქი. ძალაუფლება მაგათ ხელშია, რა უნდა ვთქვა. ნერვიული კაცი ვარ, თუ რამე ზედმეტი ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი ან თუ შევაგინე, ისიც არ მახსოვს", - ამბობს სოინ გული ოღლი.

კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სოინ და ალიოშა გულიოღლები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ.

"გვეუბნებოდა, სადა ხართ აქამდე, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო. დაუსჯელი რატომ გყავთ ჩემი ძმა და ა.შ.", - აცხადებს ხიდისყურში გამოძახებული ერთ-ერთი პოლიციელი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა