Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, რომ მარგველაშვილისთვის დაბადების დღეზე ნატო-ს წევრობა ესაჩუქრა" - მაია ფანჯიკიძე
"ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, რომ მარგველაშვილისთვის დაბადების დღეზე ნატო-ს წევრობა ესაჩუქრა" - მაია ფანჯიკიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დღეს იუ­ბი­ლა­რია. და­ბა­დე­ბის დღეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უელსში, ნატო-ს სა­მიტ­ზე ატა­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­თან გა­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ. კი­თხვა­ზე, თუ რა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რას­მუ­სე­ნის­გან, ფან­ჯი­კი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ისურ­ვებ­და სა­ჩუ­ქა­რი ყო­ფი­ლი­ყო ნატო-ს წევ­რო­ბა.

"ჩვენ ვთხო­ვეთ ბა­ტონ რას­მუ­სენს, რომ პრე­ზი­დენ­ტის­თვის ეჩუ­ქე­ბი­ნა ბევ­რად მეტი, ვიდ­რე არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, და ეჩუ­ქე­ბი­ნა ნატო-ს წევ­რო­ბა. ეს ხუმ­რო­ბით, ცხა­დია, თუმ­ცა ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მისი და­ბა­დე­ბის დღე და­ემ­თხვა ნატო-ს სა­მიტს", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხრდა­ჭე­რის­თვის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის, რომ ალი­ან­სი სა­თა­ნა­დოდ

აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს.

შეხ­ვედ­რი­სას, იმე­დი გა­მო­ით­ქვა, რომ მიმ­დი­ნა­რე სა­მი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის ბიძგს.

მხა­რე­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა იმ პა­კეტ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­მი­ტის შე­დე­გად მი­ი­ღებს. რო­გორც ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის­თვის ეს იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იმ­პულ­სი ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და პრო­ცე­სის უკე­თე­სად წარ­მარ­თვის­თვის.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­მი­ტის სა­ბო­ლოო შე­დე­გი გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და და­ცუ­ლო­ბას.

"ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, რომ მარგველაშვილისთვის დაბადების დღეზე ნატო-ს წევრობა ესაჩუქრა" - მაია ფანჯიკიძე

"ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, რომ მარგველაშვილისთვის დაბადების დღეზე ნატო-ს წევრობა ესაჩუქრა" - მაია ფანჯიკიძე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იუბილარია. დაბადების დღეს მარგველაშვილი უელსში, ნატო-ს სამიტზე ატარებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა.

შეხვედრის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. კითხვაზე, თუ რა საჩუქარი მიიღო მარგველაშვილმა რასმუსენისგან, ფანჯიკიძე პასუხობს, რომ ისურვებდა საჩუქარი ყოფილიყო ნატო-ს წევრობა.

"ჩვენ ვთხოვეთ ბატონ რასმუსენს, რომ პრეზიდენტისთვის ეჩუქებინა ბევრად მეტი, ვიდრე არის გათვალისწინებული, და ეჩუქებინა ნატო-ს წევრობა. ეს ხუმრობით, ცხადია, თუმცა ძალიან სიმბოლურია, რომ მისი დაბადების დღე დაემთხვა ნატო-ს სამიტს", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ

აფასებს საქართველოს პროგრესს.

შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა