პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს
"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს არ აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე. მისი გან­მარ­ტე­ბით, ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის, რომ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სოს.

ბოტ­კო­ვე­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რაიო, რაიო? მე ეკ­ლე­სია ვარო და არა პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აო?! რაიო, რაიო? ჩემი საქ­მე პო­ლი­ტი­კა არ არი­სო?! რაიო, რაიო? ფული რა არი­სო?!

სირ­ცხვი­ლი არა გაქვთ, არა გაქვთ. სინ­დის-ნა­მუ­სი არა გაქვთ, არა გაქვთ. მკა­ფიო პო­ზი­ცია არა­ფერ­ზე არა გაქვთ და არც გქო­ნი­ათ. ამ ხალ­ხს რა­ღას ერ­ჩით? არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ხალ­ხო, ერთი გვი­პა­სუ­ხოს მამა მი­ქა­ელ­მა, რო­დის ქო­ნია სა­პატ­რი­არ­ქოს ნა­თე­ლი და მკა­ფიო პო­ზი­ცია რო­მე­ლი­მე მწვა­ვე მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­შრი­რე­ბით? რო­დის ვე­უბ­ნე­ბო­დი მე ამ ნა­ძი­რა­ლებს, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ეკ­ლე­სია არ ხართ-თქო. ეკ­ლე­სია ქრის­ტეს ცო­ცხა­ლი სხე­უ­ლია, სა­პატ­რი­არ­ქო კი ბოტ­კო­ვე­ლი­სა და მის­თა­ნა­თა ფუ­ლის საჭ­რე­ლი მან­ქა­ნაა. გა­და­ი­ხე­დონ წარ­სულ­ში და თა­ვად სა­ხალ­ხოდ აღი­ა­რონ ყვე­ლა­ფე­რი. თქვე­ნი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს ხალ­ხო, ესე­ნი ლუსტრი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან უკვე? სუფ­თა შა­ი­თან ბა­ზა­რია, რა.

ყვარ­ყვა­რე, შენ გე­ნაც­ვა­ლე­ე­ე­ე­ე­ეე - ესაა ამა­თი სლო­გა­ნი", - წერს ვა­შა­კი­ძე.

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბით არის ცნო­ბი­ლი, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

"ხში­რად ბრალს მდე­ბენ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნა მსურს. არამც და არამც. ხში­რად ბრალს მდე­ბენ იმა­შიც, რომ პატ­რი­არ­ქი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ვე­წე­ვი. არამც და არამც, ქრის­ტე­ში საყ­ვა­რელ­ნო. თა­ვად პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­არ­სდა "კრი­ტი­კი­სა და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ცენ­ტრი". აი ეს არის ჩემი პა­სუ­ხი, ქრის­ტე­ში საყ­ვა­რელ­ნო.

1) მე არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე არა­ვის­ზე არა­ფერს არ ვწერ.

2) მე ვწერ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მყოფ ფუნ­ქცი­ო­ნერ­თა არა­ეკ­ლე­სი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის შე­სა­ხებ.

3) მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი უს­ჯუ­ლო­ე­ბი­სა, ეკ­ლე­სია წმი­დაა, უმან­კოა და ყვე­ლა­სათ­ვის მშო­ბე­ლია, რა­მე­თუ იგი დე­დაა და ამავდრო­უ­ლად ქრის­ტეს ცო­ცხა­ლი სხე­უ­ლია.

4) მე ევ­ქა­რის­ტი­ულ კავ­შირ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი მის უწ­მი­დე­სო­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნოდ­თან.

მე კი არ გან­ვი­კი­თხავ (თუმ­ცა­ღა გან­ვი­კი­თხავ სა­კუ­თარ თავს), მე კი არ გან­ვი­კი­თხავ, ვამ­ხი­ლებ არა ეკ­ლე­სი­ას, არა­მედ სა­პატ­რი­არ­ქოს ფუნ­ქცი­ო­ნერ­თა არა­ეკ­ლე­სი­ურ ქმე­დე­ბებს.

5) ეკ­ლე­სი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­პატ­რი­არ­ქო ერთ-ერთი ინ­სტი­ტუ­ცი­აა, რო­მე­ლიც მინ­და შერ­წყმუ­ლი იქ­ნას დე­და­ეკ­ლე­სი­ას­თან.

სულ ის­მის "სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია, სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია". ამ დროს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია ან გა­აჩ­ნია ან არ გა­აჩ­ნია. ამის მი­უ­ხე­და­ვად ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის გა­რე­შეც ნა­თე­ლია მათ­თვის, ვი­საც უნდა ამის და­ნახ­ვა.

ახლა შეს­ძე­ლით, ქრის­ტე­ში საყ­ვა­რელ­ნო, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის მოხ­დე­ნა, თუ რამ­დე­ნად ას­ცდა სა­პატ­რი­არ­ქო ქრის­ტეს, ანუ დე­და­ეკ­ლე­სი­ას, ქრის­ტეს ცო­ცხალ სხე­ულს?

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ. მო­იხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში ჩემი უღირ­სე­ბა", - წერს ვა­შა­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე აგრესიაზე. მისი განმარტებით, ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს.

ბოტკოველის ამ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ეხმაურება.

"რაიო, რაიო? მე ეკლესია ვარო და არა პოლიტიკური ორგანიზაციაო?! რაიო, რაიო? ჩემი საქმე პოლიტიკა არ არისო?! რაიო, რაიო? ფული რა არისო?!

სირცხვილი არა გაქვთ, არა გაქვთ. სინდის-ნამუსი არა გაქვთ, არა გაქვთ. მკაფიო პოზიცია არაფერზე არა გაქვთ და არც გქონიათ. ამ ხალხს რაღას ერჩით? არ გაინტერესებთ ხალხო, ერთი გვიპასუხოს მამა მიქაელმა, როდის ქონია საპატრიარქოს ნათელი და მკაფიო პოზიცია რომელიმე მწვავე მოვლენასთან დაკავშრირებით? როდის ვეუბნებოდი მე ამ ნაძირალებს, რომ საპატრიარქო ეკლესია არ ხართ-თქო. ეკლესია ქრისტეს ცოცხალი სხეულია, საპატრიარქო კი ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა. გადაიხედონ წარსულში და თავად სახალხოდ აღიარონ ყველაფერი. თქვენი აზრი მაინტერესებს ხალხო, ესენი ლუსტრირებულები არ არიან უკვე? სუფთა შაითან ბაზარია, რა.

ყვარყვარე, შენ გენაცვალეეეეეეე - ესაა ამათი სლოგანი", - წერს ვაშაკიძე.

მღვდელმონაზონი კრიტიკული პოსტებით არის ცნობილი, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან თავადაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

"ხშირად ბრალს მდებენ, რომ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა მსურს. არამც და არამც. ხშირად ბრალს მდებენ იმაშიც, რომ პატრიარქისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციას ვეწევი. არამც და არამც, ქრისტეში საყვარელნო. თავად პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა "კრიტიკისა და ანალიტიკური აზროვნების ცენტრი". აი ეს არის ჩემი პასუხი, ქრისტეში საყვარელნო.

1) მე არგუმენტების გარეშე არავისზე არაფერს არ ვწერ.

2) მე ვწერ საპატრიარქოში მყოფ ფუნქციონერთა არაეკლესიური ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ.

3) მიუხედავად ჩვენი უსჯულოებისა, ეკლესია წმიდაა, უმანკოა და ყველასათვის მშობელია, რამეთუ იგი დედაა და ამავდროულად ქრისტეს ცოცხალი სხეულია.

4) მე ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფები მის უწმიდესობასთან და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდთან.

მე კი არ განვიკითხავ (თუმცაღა განვიკითხავ საკუთარ თავს), მე კი არ განვიკითხავ, ვამხილებ არა ეკლესიას, არამედ საპატრიარქოს ფუნქციონერთა არაეკლესიურ ქმედებებს.

5) ეკლესიისგან განსხვავებით საპატრიარქო ერთ-ერთი ინსტიტუციაა, რომელიც მინდა შერწყმული იქნას დედაეკლესიასთან.

სულ ისმის "საპატრიარქოს პოზიცია, საპატრიარქოს პოზიცია". ამ დროს საპატრიარქოს პოზიცია ან გააჩნია ან არ გააჩნია. ამის მიუხედავად ეკლესიის პოზიცია პოზიციის გამოხატვის გარეშეც ნათელია მათთვის, ვისაც უნდა ამის დანახვა.

ახლა შესძელით, ქრისტეში საყვარელნო, დიფერენცირების მოხდენა, თუ რამდენად ასცდა საპატრიარქო ქრისტეს, ანუ დედაეკლესიას, ქრისტეს ცოცხალ სხეულს?

ღმერთმა დაგლოცოთ. მოიხსენიეთ ლოცვებში ჩემი უღირსება", - წერს ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს