მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"
რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ აქ­ტი­უ­რი ინ­ფორმ­ცი­უ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი­ვე მხა­რე სა­კუ­თა­რი და­ნა­კარ­გე­ბის და­მალ­ვას და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­ნა­კარ­გე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბას აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს. ამავდრო­უ­ლად ხში­რად ვრცელ­დე­ბა მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია მხა­რე­ე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­კა­ვე­ბა-და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. არა­ნაკ­ლებ დიდ პრო­პა­გან­დას მოს­კო­ვიც ეწე­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთ რუ­სულ სამ­ხედ­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში კი­ევს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბებს მხარს უჭერს, სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას მი­ვა­გე­ნით. მა­სა­ლა­ში მო­თხრო­ბი­ლია ლუ­განსკის ოლ­ქში მოქ­მედ მე­ამ­ბო­ხე­თა, მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ. ტექ­სტის თა­ნახ­მად, 16-18 წლის მო­ზარ­დე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ­მა სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თმა (72 ადა­მი­ა­ნი) უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 2,000 ჯა­რის­კა­ცი შე­ა­ჩე­რა.

ავ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი ლუ­განსკის ოლ­ქში, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ლი­სი­ჩანსკში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ასე­თი გზით მო­ზარ­დებ­მა სა­კუ­თა­რი მი­წის დაც­ვა უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან გა­და­წყვი­ტეს. ბა­ტა­ლი­ონ­მა ერთი იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი 72 მო­ზარ­დი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. აქე­დან 24 გო­გოა.

შემ­დეგ იწყე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტექ­სტი, რომ­ლის წა­კი­თხვა­ზეც, ადა­მი­ანს მხო­ლოდ გა­ე­ცი­ნე­ბა.

"ბა­ტა­ლი­ონ­მა სი­მა­მა­ცე და თავ­და­დე­ბა არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა. რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია ლი­სი­ჩანსკს მო­ად­გა, ბა­ტა­ლი­ონ­მა "პრიზ­რაკ" (მე­ამხბო­ხე­თა შე­ნა­ერ­თი) უკან და­ი­ხია. ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 2,000 ჯა­რის­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ, ქა­ლა­ქი 72 მო­ზარ­დის იმედ­ზე დარ­ჩა. ჯარს ეგო­ნა, რომ ქა­ლაქს ორ სა­ათ­ში აი­ღებ­და. თუმ­ცა მო­ზარ­დე­ბის აქ­ტი­ურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას შეხ­ვდა. უკან და­ხე­ულ­მა არ­მი­ამ ქა­ლა­ქის და­ბობმ­ვა "სმერ­ჩე­ბით" და "ურა­გა­ნე­ბით" და­ი­წყო.

ავ­ტო­მა­ტე­ბით, პის­ტო­ლე­ტე­ბით, 3 ტყვი­ამფრქვე­ვით და 2 სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა 16-18 წლის ბი­ჭებ­მა და გო­გო­ნებ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მოკ­ლეს და მათი ტექ­ნი­კაც გა­ა­ნად­გუ­რეს. მათ შო­რის 2 ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 1 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი და 2 "გრა­დი". ავ­ტო­მა­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი ტან­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბო­ლომ­დე იდ­გნენ. შე­ტა­კე­ბებ­ში ბა­ტა­ლი­ონ­მა 18 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა", - წერს სა­ი­ტი.

სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლის და­ნახ­ვა ამ ყო­ვე­ლი­ვე­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შეძ­ლეს მხო­ლოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­მა მო­ზარ­დებ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის 3 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბა.

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა "გრა­დე­ბის" გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტე­ბიც. ეს რე­აქ­ტი­უ­ლი არ­ტი­ი­ლე­რი­ის და­ნად­გა­რე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს საკ­მა­ოდ დიდი მან­ძი­ლი­დან ანად­გუ­რე­ბენ და უშუ­ა­ლო შე­ტა­კე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ამ სტა­ტი­ით ავ­ტორ­მა, უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ზარ­დე­ბი გერ­მა­ნუ­ლი "გიტ­ლე­რი­უ­გენ­ტის" როლ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად მშობ­ლი­ურ მი­წას "უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან" იცავ­დნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"

რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან ერთად, არანაკლებ აქტიური ინფორმციული ომი მიმდინარეობს. ორივე მხარე საკუთარი დანაკარგების დამალვას და მოწინააღმდეგის დანაკარგების გაზვიადებას აქტიურად ცდილობს. ამავდროულად ხშირად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მხარეების მიერ სხვადასხვა დასახლებული პუნქტების დაკავება-დატოვების შესახებ. არანაკლებ დიდ პროპაგანდას მოსკოვიც ეწევა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ სამხედრო საინფორმაციო პორტალზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში კიევს ადანაშაულებს და ამბოხებულების მოქმედებებს მხარს უჭერს, საინტერესო სტატიას მივაგენით. მასალაში მოთხრობილია ლუგანსკის ოლქში მოქმედ მეამბოხეთა, მოხალისეთა ბატალიონის შესახებ. ტექსტის თანახმად, 16-18 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა სამხედრო შენაერთმა (72 ადამიანი) უკრაინის ეროვნული გვარდიის 2,000 ჯარისკაცი შეაჩერა.

ავტორის მტკიცებით, მოხალისეთა ბატალიონი ლუგანსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ლისიჩანსკში ჩამოყალიბდა. ასეთი გზით მოზარდებმა საკუთარი მიწის დაცვა უკრაინელი დამპყრობლებისგან გადაწყვიტეს. ბატალიონმა ერთი იდეით შეპყრობილი 72 მოზარდი გააერთიანა. აქედან 24 გოგოა.

შემდეგ იწყება პროპაგანდისტული ტექსტი, რომლის წაკითხვაზეც, ადამიანს მხოლოდ გაეცინება.

"ბატალიონმა სიმამაცე და თავდადება არაერთხელ გამოავლინა. როდესაც უკრაინული არმია ლისიჩანსკს მოადგა, ბატალიონმა "პრიზრაკ" (მეამხბოხეთა შენაერთი) უკან დაიხია. ეროვნული გვარდიის 2,000 ჯარისკაცის წინააღმდეგ, ქალაქი 72 მოზარდის იმედზე დარჩა. ჯარს ეგონა, რომ ქალაქს ორ საათში აიღებდა. თუმცა მოზარდების აქტიურ წინააღმდეგობას შეხვდა. უკან დახეულმა არმიამ ქალაქის დაბობმვა "სმერჩებით" და "ურაგანებით" დაიწყო.

ავტომატებით, პისტოლეტებით, 3 ტყვიამფრქვევით და 2 სნაიპერული შაშხანით შეიარაღებულმა 16-18 წლის ბიჭებმა და გოგონებმა რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო მოკლეს და მათი ტექნიკაც გაანადგურეს. მათ შორის 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 "გრადი". ავტომატებით შეიარაღებული მოზარდები უკრაინული ტანკების წინააღმდეგ ბოლომდე იდგნენ. შეტაკებებში ბატალიონმა 18 ადამიანი დაკარგა", - წერს საიტი.

სიმართლის მარცვალის დანახვა ამ ყოველივეში საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორ შეძლეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა მოზარდებმა უკრაინული არმიის 3 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურება.

არანაკლებ საინტერესოა "გრადების" განადგურების ფაქტებიც. ეს რეაქტიული არტიილერიის დანადგარები მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი მანძილიდან ანადგურებენ და უშუალო შეტაკებაში არ მონაწილეობენ.

ამ სტატიით ავტორმა, უკრაინელი მოზარდები გერმანული "გიტლერიუგენტის" როლში გამოიყვანა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მშობლიურ მიწას "უკრაინელი დამპყრობლებისგან" იცავდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა