პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე
"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე

ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის პლაჟ­ზე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის ცე­მის მოწ­მე­ე­ბი ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­კი­თხეს. მოწ­მე­ე­ბი თამ­თა ჩუ­მაშ­ვი­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მარ გურ­ჩი­ა­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

რო­გორც თამ­თა ჩუ­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მა­მა­კა­ცი ქალს სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, რის გა­მოც პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს. მი­სი­ვე თქმით, მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი გ. მ. "პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად და­სე­ირ­ნობ­და".

"მა­მა­კა­ცი პლი­აჟ­ზე ქალს ჯერ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, შემ­დეგ წა­მოხ­ტა, ეცა გო­გოს, თმებ­ში წვდა და წყალ­ში აყო­ფი­ნებ­და თავს. ჩვენ და­ვუ­რე­კეთ პატ­რულს, შვე­ლას ვი­თხოვ­დით, რომ არ შე­მოკ­ვდო­მო­და გოგო. შემ­დეგ ამო­ათ­რია წყლი­დან, ყელ­ში წვდა და დახ­რჩო­ბას აპი­რებ­და თუ რა იყო არ ვიცი, შემ­დეგ წიხ­ლებს ურტყამ­და. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი გაშ­ვე­ლე­ბას ვცდი­ლობ­დით. შემ­დეგ მო­ვი­და პატ­რუ­ლიც. ეს გოგო ამ­ბობს, რომ თურ­ქმე­ნე­თი­დან არის. მოწ­მის სა­ხით დაგ­ვკი­თხეს. არ ვიცი მო­ძა­ლა­დე ვინ არის, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­ვი­გე, იმი­ტომ რომ ბევ­რჯერ ახ­სე­ნეს. გ. მ. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად და­სე­ირ­ნობ­და. შემ­დეგ ეს ბიჭი ვნა­ხე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მან­ქა­ნა­ში, სა­დღაც მი­დი­ოდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა თამ­თა ჩუ­მაშ­ვილ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ თა­მარ გურ­ჩი­ა­ნის თქმით კი, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ის ფაქ­ტი, რომ პო­ლი­ცი­ას მო­ძა­ლა­დის მი­მართ უფრო ჰქონ­და თა­ნაგ­რძნო­ბა, ვიდ­რე მსხვერ­პლის მი­მართ.

"რო­გორც მსხვერ­პლმა გა­ნა­ცხა­და, ამ მა­მა­კა­ცის მამა არის პო­ლი­ცი­ე­ლი. რო­დე­საც ჩვენ მი­ვე­დით მე­ექ­ვსე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იც­ნობ­დნენ მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცის მა­მას. მსხვერ­პლმა ისიც რომ და­ა­მა­ტა თუ სად ცხოვ­რობ­და მო­ძა­ლა­დე, ამ დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა თქვეს, რომ იცოდ­ნენ ვისი შვი­ლიც იყო. უდა­ვოა, რომ ეს მა­მა­კა­ცი ნამ­დვი­ლად არის პო­ლი­ცი­ე­ლის შვი­ლი და ამის გამო რა­ღაც უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რო­დე­საც მსხვერ­პლი იკი­თხე­ბო­და და მოწ­მე­ე­ბი ვე­ლო­დე­ბო­დით ჩვენს რიგს, მო­ძა­ლა­დე სე­ირ­ნობ­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე. ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ცი­ას მის მი­მართ უფრო აქვს თა­ნაგ­რძნო­ბა, ვიდ­რე მსხვერ­პლის მი­მართ, იმი­ტომ, რომ რად­გან ქალი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და შე­საძ­ლოა, ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მა­ინ­ცდა­მა­ინც თან­ხმო­ბა­ში არ მო­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რალ­თან, ამი­ტომ, პო­ლი­ცია არას­წო­რი მიდ­გო­მით სარ­გებ­ლობს და მსხვერ­პლის მა­გივ­რად მო­ძა­ლა­დეს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გურ­ჩი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უცხო ყვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე აცხა­დებს, რომ მას მო­ძა­ლა­დე მა­მა­კაც­მა პას­პორ­ტი წა­არ­თვა, ია­რა­ღით ემუქ­რე­ბო­და და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

"უშუ­ა­ლოდ და­კი­თხვის დროს მსხვერ­პლმა რა თქვა არ ვიცი, მაგ­რამ პლაჟ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, დაც­ვის პო­ლი­ცი­ას და კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას უყ­ვე­ბო­და თა­ვის ამ­ბავს. ის ამ­ბობ­და, რომ თა­ვის პარტნი­ორ­თან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე ის მუდ­მი­ვად იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, რად­გან მა­მა­კა­ცი სცემ­და - ასე­ვე, ემუქ­რე­ბო­და ია­რა­ღით, გა­სარ­კვე­ვია რა ია­რაღ­ზეა სა­უ­ბა­რი. ასე­ვე ქალ­მა თქვა, რომ მას მა­მა­კაც­მა პას­პორ­ტი წა­არ­თვა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გურ­ჩი­ან­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბა­თუმ­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალი პო­ლი­ცი­ე­ლის შვილ­მა სცე­მა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, არც მომ­ხდარ­ში მო­ნა­წი­ლე პირი და არც მა­მა­მი­სი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ არი­ან. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 125-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ადა­მი­ა­ნის ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პა­სუ­ხის­გე­ბის სა­კი­თხი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე

"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე

ბათუმის ბულვარის პლაჟზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცემის მოწმეები ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხეს. მოწმეები თამთა ჩუმაშვილი და უფლებადამცველი თამარ გურჩიანი აცხადებენ, რომ მოძალადე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში უპირატესობით სარგებლობდა.

როგორც თამთა ჩუმაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი ქალს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც პატრული გამოიძახეს. მისივე თქმით, მოძალადე მამაკაცი გ. მ. "პოლიციის განყოფილებაში ძალიან თავისუფლად დასეირნობდა".

"მამაკაცი პლიაჟზე ქალს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ წამოხტა, ეცა გოგოს, თმებში წვდა და წყალში აყოფინებდა თავს. ჩვენ დავურეკეთ პატრულს, შველას ვითხოვდით, რომ არ შემოკვდომოდა გოგო. შემდეგ ამოათრია წყლიდან, ყელში წვდა და დახრჩობას აპირებდა თუ რა იყო არ ვიცი, შემდეგ წიხლებს ურტყამდა. მე და ჩემი მეგობრები გაშველებას ვცდილობდით. შემდეგ მოვიდა პატრულიც. ეს გოგო ამბობს, რომ თურქმენეთიდან არის. მოწმის სახით დაგვკითხეს. არ ვიცი მოძალადე ვინ არის, მისი სახელი და გვარი გავიგე, იმიტომ რომ ბევრჯერ ახსენეს. გ. მ. პოლიციის განყოფილებაში ძალიან თავისუფლად დასეირნობდა. შემდეგ ეს ბიჭი ვნახე პოლიციის უფროსის მანქანაში, სადღაც მიდიოდნენ", - აღნიშნა თამთა ჩუმაშვილმა.

უფლებადამცველ თამარ გურჩიანის თქმით კი, პოლიციის განყოფილებაში თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ პოლიციას მოძალადის მიმართ უფრო ჰქონდა თანაგრძნობა, ვიდრე მსხვერპლის მიმართ.

"როგორც მსხვერპლმა განაცხადა, ამ მამაკაცის მამა არის პოლიციელი. როდესაც ჩვენ მივედით მეექვსე განყოფილებაში, პირველი გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, რომ პოლიციელები იცნობდნენ მოძალადე მამაკაცის მამას. მსხვერპლმა ისიც რომ დაამატა თუ სად ცხოვრობდა მოძალადე, ამ დროს პოლიციელებმა თქვეს, რომ იცოდნენ ვისი შვილიც იყო. უდავოა, რომ ეს მამაკაცი ნამდვილად არის პოლიციელის შვილი და ამის გამო რაღაც უპირატესობით სარგებლობს. პოლიციის განყოფილებაში როდესაც მსხვერპლი იკითხებოდა და მოწმეები ველოდებოდით ჩვენს რიგს, მოძალადე სეირნობდა განყოფილებაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ფაქტია, რომ პოლიციას მის მიმართ უფრო აქვს თანაგრძნობა, ვიდრე მსხვერპლის მიმართ, იმიტომ, რომ რადგან ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და შესაძლოა, ისეთი საქმიანობითაა დაკავებული, რომელიც მაინცდამაინც თანხმობაში არ მოდის საზოგადოებრივ მორალთან, ამიტომ, პოლიცია არასწორი მიდგომით სარგებლობს და მსხვერპლის მაგივრად მოძალადეს ანიჭებს უპირატესობას", - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

მისივე განმარტებით, უცხო ყვეყნის მოქალაქე აცხადებს, რომ მას მოძალადე მამაკაცმა პასპორტი წაართვა, იარაღით ემუქრებოდა და ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.

"უშუალოდ დაკითხვის დროს მსხვერპლმა რა თქვა არ ვიცი, მაგრამ პლაჟზე საპატრულო პოლიციას, დაცვის პოლიციას და კრიმინალურ პოლიციას უყვებოდა თავის ამბავს. ის ამბობდა, რომ თავის პარტნიორთან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე ის მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი, რადგან მამაკაცი სცემდა - ასევე, ემუქრებოდა იარაღით, გასარკვევია რა იარაღზეა საუბარი. ასევე ქალმა თქვა, რომ მას მამაკაცმა პასპორტი წაართვა", - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი პოლიციელის შვილმა სცემა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, არც მომხდარში მონაწილე პირი და არც მამამისი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ არიან. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის ცემას გულისხმობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პასუხისგების საკითხი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია