მომღერალ ანრი ჯოხაძეს ბოლო დროს კოლეგები და მეგობრები წონაში საგრძნობლად მომატების გამო საყვედურობდნენ. როგორც ჩანს, მომღერალი კრიტიკამ დაღალა და გადაწყვიტა, დიეტა დაეცვა. ანრიმ რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, კომენტარებში კი დიეტის წარმატებული შედეგით იწონებს თავს და ამისთვის მადლობას უხდის ლაშა უჩავას.
"აშკარად შეიმჩნევა წონის კლება
აღარ ვგავარ თავმოჭრილ ღორს !!!
გამოკვლევების გარეშე დიეტამ დიდი შანსია გავნოთ, ასე რომ, მიაკითხეთ სპეციალისტს", - წერს ანრი.
ფოტოს უამრავი კომნეტარი აქვს. მეგობრები მომღერალს მონდომების გამო აქებენ და ურჩევენ, ფორმა შეინარჩუნოს.