პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან
მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­თან გა­მარ­თა.

პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის შეხ­ვედ­რა ნა­ტოს სა­მი­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნამ­დე გა­ი­მარ­თა და მხა­რე­ებ­მა ამ სა­მი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. მათ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის ფონ­ზე სა­მიტს კი­დევ უფრო დიდი დატ­ვირ­თვა აქვს რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხრდა­ჭე­რის­თვის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის, რომ ალი­ან­სი სა­თა­ნა­დოდ აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს.

შეხ­ვედ­რი­სას, იმე­დი გა­მო­ით­ქვა, რომ მიმ­დი­ნა­რე სა­მი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის ბიძგს.

მხა­რე­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა იმ პა­კეტ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­მი­ტის შე­დე­გად მი­ი­ღებს. რო­გორც ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის­თვის ეს იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იმ­პულ­სი ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და პრო­ცე­სის უკე­თე­სად წარ­მარ­თვის­თვის.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­მი­ტის სა­ბო­ლოო შე­დე­გი გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და და­ცუ­ლო­ბას.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან

მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს.

შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა