პარტნიორები:

    3 ხერხი, რომ ბავშვებს მავნე ჩვევები მოაშლევინოთ

    3 ხერხი, რომ ბავშვებს მავნე ჩვევები მოაშლევინოთ

    ჩვევა ბევრ რამეზე მეტყველებს და ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილის ჩვევებმა ბავშვის ხასიათის დადებითი თვისებები განავითარონ. თუმცა არავისთვის არის საიდუმლო, რომ დრო და დრო პატარები მავნე ჩვევებს "აიკიდებენ" ხოლმე და თუ დროულად არ ჩავერიეთ, ეს ჩვევები დიდობაშიც გაჰყვებათ. ყველაზე გავრცელებულია მათ შორის ფრჩხილების კვნეტა (თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ჩვევას, შეგიძლიათ ამის შესახებ სტატია იხილოთ), თითის წოვა, ცხვირში თითის შეყოფა, წკლაპუნით ჭამა, უფროსების ლაპარაკში ჩარევა, სასქესო ორგანოზე ხელის ხშირად მოკიდება და ა.შ.

    მავნე ჩვევებთან ბრძოლა აუცილებელია. თანაც, რაც ადრე, მით უკეთესი. მაგრამ პირველ რიგში მიზეზი უნდა იპოვოთ, თუ რატომ ჩნდება ისინი. როგორც წესი, მათ გაჩენას თავისი მიზეზი აქვს – სტრესი, მიბაძვა, უხერხულობა და ა.შ. განვიხილოთ მიზეზები და მათი მოცილების გზები.

    1. საკუთარი თავისთვის სხვა მხრიდან შეხედვა

    მავნე ჩვევების პროფილაქტიკის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში ნორმალურ გარემოს, ბავშვისადმი სათუთ დამოკიდებულებას, ყურადღებას. აუცილებელია, ყოველთვის იპოვოთ მისთვის დრო და ელაპარაკოთ, აუხსნათ ქცევის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში, ქუჩაში, სუფრასთან. თუ პირს აწკლაპუნებს ჭამის დროს, მიეცით საშუალება, საკუთარ თავს ამ მომენტში სარკეში შეხედოს. ალბათ არც თავად მოეწონება და ეცდება, გამოასწოროს. თუ სუნთქვის პრობლემა არ აქვს და ეს უბრალოდ ჩვევაა, მაშინ მას იოლად დაამარცხებს. მთავარია, ხედავდეს, რომ იმავეს თქვენც არ აკეთებთ, რომ თქვენ ამის გამო ღელავთ, ოღონდ ეს უნდა აუხსნათ და მშვიდად ელაპარაკოთ და არა ჩხუბით.

    იხილეთ სრულად

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს