ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
გიორგი ხაბურძანია, "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი:
"ბავშვს რომ აწამებენ და ახალგაზრდებს კლავენ, მაგაზე რატომ არ გამოდის სამღვდელოება გარეთ. კაზანტიპი უფრო დიდი პრობლემაა საქართველოსთვის?"
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი: ეგ მთავრობას ეწყინება
გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:
1. არავითარი "9 წელი" არ არსებობს. არსებობს ძალადობის, სუსტის ჩაგვრის და პერვერსიული ძველბიჭობის 23 წელი, რომელიც განსხვავებულად გამოიხატა საქართველოს უახლეს ისტორიაში და კვლავაც გამოიხატება, სანამ ამას არ ვაღიარებთ და ამ ისტორიას ახლებურად არ შევაფასებთ
2. "არაკომპეტენტური მმართველი" არაფრით უკეთესი არაა მოძალადეზე და ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეზე. არაკომპეტენტური ექიმი, არაკომპეტენტური პარლამენტარი, არაკომპეტენტური მასწავლებელი, არაკომპეტენტური პოლიციელი დიახაც კლავს და სახიფათოა".
დავით საყვარელიძე, პარლამენტარი:
"არასოდეს გვჭირდებოდა მკვლელების, ყაჩაღების, ქურდების, ადამიანის გამტაცებლების და ჩვილების დამაუთავებლების ხმები არჩევნების მოსაგებად!!! პირიქით, მუდმივად გვიწევდა პოლიტიკური ფასის გადახდა მათი ალაგმვის საპირწონედ! 2012 წელს ბიძინას პარლამენტის უმრავლესობამ სული მიყიდა ამ კრიმინალს! შედეგს დღითიდღე ვიმკით! ეხლა გამოვა შსს-ს და გამოაცხადებს, გეჩვენებათ, დანაშაულმა საგრძნობლად იკლოო! საზოგადოებამ განსაჯოს, სწორია თუ არა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჩვილების დამაუთავებელი ნაძირლების და მკვლელების მიმართ? წესიერი, მშრომელი ხალხის სისცოცხლის დანის რამდენიმე დარტყმით მომსპობის მიმართ როგორებიღა ვიყოთ? მათი მშობლები და ნათესავები ხომ დღესაც ბიძინას მზეს ლოცულობენ?! ნებისმიერ დროს იარაღით ან ალესილი ენით წინ აღუდგებიან საქართველოში ნებისმიერ წესრიგს!".