სამხედრო
სამართალი
მსოფლიო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავის მიმართვა ხელისუფლებას
მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავის მიმართვა ხელისუფლებას

უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია | ვინ არის პირი, რო­მე­ლიც შსს-მ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვა (+ვი­დეო)

ვა­კე­ში მოკ­ლუ­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძის ნა­თე­სა­ვი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და მკვლე­ლო­ბის ახალ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­რობს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნის თხოვ­ნით, მის ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ, - წერს qiziyi.ge.

"არ მომ­წონს, რო­დე­საც ჩემს მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღე და ღამე თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია და კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ტის­ტი­კას "მიფ­რი­ა­ლებს"… რად მინ­და სტა­ტის­ტი­კა, აგერ ფაქ­ტი:

გუ­შინ კი­დევ ერთი ოჯა­ხი ამო­წყვი­ტა მკვლელ­მა, რო­მე­ლიც სა­აღ­დგო­მოდ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის (და არა ყბა­და­ღე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის) სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან, სა­დაც, თურ­მე, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. ახლა დავ­ბრუნ­დი უბე­დუ­რი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­შიც ერთი სიფ­რი­ფა­ნა ქა­ლი­ღა დარ­ჩა. შარ­შან ერთი ვაჟი, ერ­თა­დერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი და რძა­ლი ავა­რი­ის შე­დე­გად და­ე­ღუ­პა, ახლა კი მე­ო­რე და უკა­ნას­კნე­ლი შვი­ლი მო­უკ­ლა არა­კაც­მა, რო­მე­ლიც, ბე­დის ირო­ნი­ით, დი­დად იყო და­ვა­ლე­ბუ­ლი ამ ოჯა­ხის წი­ნა­შე…

პა­ნაშ­ვიდ­ზე მყო­ფი ხალ­ხი ერ­თხმად ამ­ბობ­და, რომ მკვლე­ლის - გ. ო.-ს დედა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტია და რომ კო­ა­ლი­ცია მას ხელს და­ა­ფა­რებს და გა­ა­პა­რებს… ისიც ით­ქვა, რომ მკვლე­ლი შსს-სმა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მან­ქა­ნით იყო მი­სუ­ლი, თან რუ­სუ­ლი ნომ­რით და არ­ხე­ი­ნად გა­ნაგ­რძო გზა… ჰო, ისიც ით­ქვა, რომ მკვლე­ლი მო­საკ­ლა­ვი ბი­ჭე­ბის გრძე­ლი სიით გა­მო­სუ­ლა ცი­ხი­დან და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ტრა­ბა­ხობ­და…. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მეც, ვე­ცა­დეთ დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მკვლელს ხელს არ და­ა­ფა­რებს და იგი, ამ­ჯე­რად მა­ინც, სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა… იმე­დია, სას­წრა­ფოდ მო­ახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას ამ სა­ზა­რელ ფაქ­ტზე და მკვლელს დრო­ზე და­ი­ჭერთ… თუ არა, მა­შინ ახ­ლა­ვე გაფრ­თხი­ლებთ, რომ კი­დევ მი­ნი­მუმ ერთი მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბა და ამ­ჯე­რად თა­ვად ნა­ძი­რა­ლა გ. ო.-ს მოკ­ლა­ვენ, რის გა­მოც კი­დევ ერთ (ან მეტ) ახალ­გაზ­რდას მო­უ­წევს ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა…

ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, და­ი­ცა­ვით მე­გობ­რის სიკ­ვდი­ლით და მთე­ლი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბით "გამ­წა­რე­ბუ­ლი" ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი… ნუ და­უშ­ვებთ შუ­რის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭე­ბის მხრი­დან… ხალ­ხს თქვე­ნი იმე­დი აქვს!!! გთხოვთ!!!

პა­ტი­ვის­ცე­მით თ.ფ", - წერს ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი.

წყა­რო: qiziyi.ge

qiziyi.ge

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა | ყვე­ლა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი თეგ­ზე #ლაშა მა­ხა­რა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავის მიმართვა ხელისუფლებას

მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავის მიმართვა ხელისუფლებას

უახლესი ინფორმაცია | ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დააკავა (+ვიდეო)

ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მკვლელობის ახალ დეტალებზე საურობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ამ ადამიანის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ, - წერს qiziyi.ge.

"არ მომწონს, როდესაც ჩემს მიერ არჩეული ხელისუფლება დღე და ღამე თავის მართლების რეჟიმშია და კრიმინალური მდგომარეობის სტატისტიკას "მიფრიალებს"… რად მინდა სტატისტიკა, აგერ ფაქტი:

გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა, რომელიც სააღდგომოდ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების (და არა ყბადაღებული ამნისტიის) საფუძველზე გამოუშვეს ციხიდან, სადაც, თურმე, უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ახლა დავბრუნდი უბედური ოჯახიდან, რომელშიც ერთი სიფრიფანა ქალიღა დარჩა. შარშან ერთი ვაჟი, ერთადერთი შვილიშვილი და რძალი ავარიის შედეგად დაეღუპა, ახლა კი მეორე და უკანასკნელი შვილი მოუკლა არაკაცმა, რომელიც, ბედის ირონიით, დიდად იყო დავალებული ამ ოჯახის წინაშე…

პანაშვიდზე მყოფი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ მკვლელის - გ. ო.-ს დედა "ქართული ოცნების" აქტივისტია და რომ კოალიცია მას ხელს დააფარებს და გააპარებს… ისიც ითქვა, რომ მკვლელი შსს-სმაღალჩინოსნის მანქანით იყო მისული, თან რუსული ნომრით და არხეინად განაგრძო გზა… ჰო, ისიც ითქვა, რომ მკვლელი მოსაკლავი ბიჭების გრძელი სიით გამოსულა ციხიდან და ამაზე ხმამაღლა ტრაბახობდა…. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ „ქართული ოცნება" მკვლელს ხელს არ დააფარებს და იგი, ამჯერად მაინც, საკადრისად დაისჯება… იმედია, სასწრაფოდ მოახდენთ რეაგირებას ამ საზარელ ფაქტზე და მკვლელს დროზე დაიჭერთ… თუ არა, მაშინ ახლავე გაფრთხილებთ, რომ კიდევ მინიმუმ ერთი მკვლელობა მოხდება და ამჯერად თავად ნაძირალა გ. ო.-ს მოკლავენ, რის გამოც კიდევ ერთ (ან მეტ) ახალგაზრდას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა…

ბატონო ირაკლი, დაიცავით მეგობრის სიკვდილით და მთელი ოჯახის განადგურებით "გამწარებული" ჩვენი ბიჭები… ნუ დაუშვებთ შურისძიების განხორციელებას უდანაშაულო ბიჭების მხრიდან… ხალხს თქვენი იმედი აქვს!!! გთხოვთ!!!

პატივისცემით თ.ფ", - წერს ოჯახის ნათესავი.

წყარო: qiziyi.ge

qiziyi.ge

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ