მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთი, ალტაიზე, ყაზახეთის რესპუბლიკის სიახლოვეს შეიარაღებული ძალების წვრთნებს იწყებს. "ცენზორ.ნეტ"-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამმართველოს წარმომადგენელმა დიმიტრი ანდრეევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ავიაცია, 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 4 ათასზე მეტი სამხედრო რუსეთის სარაკეტო ჯარების სტრატეგიული დანიშნულების ძალებიდან.
ანდრეევის თქმით, სამხედროები დაამუშავებენ დივერსანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოქმედებებს და მაღალი სიზუსტის იარაღიდან დარტყმებს განახორციელებენ. სწავლებისას გამოყენებული იქნება "მიგ-31" და "სუ-24 МР" ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.