საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის
გიორგი მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის

რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნის თე­მით და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს მოხ­და, იყო ქვეყ­ნის დას­ჯა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის­თვის. მი­სი­ვე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ასე­ვე არის დას­ჯა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის­თვის. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ეს არ არის მხო­ლოდ ოკუ­პა­ცია, არა­მედ ეს არის პა­სუ­ხი და დას­ჯა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სათ­ვის.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და პრი­ვი­ლე­გი­აა სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან, ამ ღირ­სე­უ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა. შე­სა­ვალ სი­ტყვა­შიც აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ჩვენ აქ შე­ვიკ­რი­ბეთ უაღ­რე­სად რთულ დროს, ეს არის რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე რე­გი­ო­ნის­თვის, ეს არის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ახა­ლი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის, ახა­ლი მიდ­გო­მის გა­მო­ძებ­ნას ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და გლო­ბა­ლუ­რად, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ ვი­თა­რე­ბა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ და­ვი­წყოთ უკ­რა­ი­ნის თე­მით", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და რომ­ლის მი­მარ­თაც ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი გან­ცდა გვა­კავ­ში­რებს, არა მხო­ლოდ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, არა­მედ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ო­დი­დან.

"იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვენ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ვართ. ჩვენ ვგრძნობ­დით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და ისეთ მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს მე­გობ­რო­ბა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან. უკვე ორი ათწლე­უ­ლია, ჩვენ ერ­თმა­ნეთს აქ­ტი­უ­რად ვუ­ჭერთ მხარს ჩვე­ნი გეგ­მე­ბის ხორ­ცშეს­ხმის­თვის. სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნებ­მა ჩვენ კი­დევ უფრო დაგ­ვა­კავ­ში­რა იმ ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბით, რომ­ლე­ბიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ახლა ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნე­თის პრობ­ლე­მებს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ეს არ არის მხო­ლოდ ოკუ­პა­ცია, არა­მედ ეს არის პა­სუ­ხი და დას­ჯა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ, ჩვე­ნი მის­წრა­ფე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ ახალ ევ­რო­პულ სივ­რცე­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­რი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის მის­წრა­ფე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის მის­წრა­ფე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, იგი­ვე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი, მაგ­რამ გლო­ბა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი მე­ზობ­ლის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პა­სუ­ხი ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­მართ ძა­ლი­ან უხე­ში იყო. თუმ­ცა ჩვე­ნი კავ­ში­რი ამ ვი­თა­რე­ბამ კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცა და ვა­ვი­თა­რებთ ახალ, სა­ერ­თო მიდ­გო­მებს - ჩვენ და უკ­რა­ი­ნა ერ­თად. ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს მოხ­და, იყო ქვეყ­ნის დას­ჯა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის­თვის. ის, რაც 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ასე­ვე არის დას­ჯა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ ორი­ვე მოვ­ლე­ნა არის გლო­ბა­ლუ­რი თე­ო­რი­ის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი, გლო­ბა­ლუ­რი მიდ­გო­მა ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის

გიორგი მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის

რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საუბარი უკრაინის თემით დაიწყო და საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა თავისუფალი არჩევანისათვის.

"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა საპატიო სტუმრებთან, ამ ღირსეული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ უაღრესად რთულ დროს, ეს არის რთული პერიოდი როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისთვის, ეს არის ვითარება, რომელიც მოითხოვს ახალი საპასუხო ზომების, ახალი მიდგომის გამოძებნას ჩვენი რეგიონის, საქართველოს, უკრაინისა და გლობალურად, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული რთული საკითხების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვართ დავიწყოთ უკრაინის თემით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს და რომლის მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული მეგობრული განცდა გვაკავშირებს, არა მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან.

"იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ისეთ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ინდივიდუალობის განვითარება. ეს მეგობრობა და თანამოაზრეობა კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უკვე ორი ათწლეულია, ჩვენ ერთმანეთს აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გეგმების ხორცშესხმისთვის. სამწუხარო მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა იმ ურთულესი პრობლემებით, რომლებიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას. ახლა ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს, რადგან საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი მისწრაფებები რეალობად ვაქციეთ ახალ ევროპულ სივრცეში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკარინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება, იგივე მოხდა საქართველოს შემთხვევაში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის პასუხი ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანის მიმართ ძალიან უხეში იყო. თუმცა ჩვენი კავშირი ამ ვითარებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ვავითარებთ ახალ, საერთო მიდგომებს - ჩვენ და უკრაინა ერთად. ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორივე მოვლენა არის გლობალური თეორიის კონკრეტული ფაქტი, გლობალური მიდგომა ახლად ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა