საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)
"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)

ჩა­გი­საფ­რდნენ, რათა თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი წა­გიყ­ვა­ნონ და დაგ­კი­თხონ - რო­გორც წესი, ასე­თი თავ­შე­საქ­ცე­ვი სტან­დარ­ტუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან შორ­საა.

თუმ­ცა, ლიტ­ვა­ში ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ასე­თი გარ­თო­ბის­თვის ჩა­დის - ატ­რაქ­ცი­ო­ნი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­გაბ­რუ­ნებთ. გა­სარ­თობ კომ­პლექსში ყვე­ლა­ფე­რია იმის­თვის, რომ თავი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იგ­რძნოთ: ძაღ­ლე­ბი, ყო­ფი­ლი KGB-ს ოფიც­რე­ბი და საბ­ჭო­თა ბუნ­კე­რი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ტყე­ში წი­თე­ლი არ­მია "ჩა­გი­საფ­რდე­ბათ" და ბუნ­კერ­ში ჩა­გიყ­ვა­ნენ - აი, 3 სა­ა­თი­ა­ნი წა­მე­ბაც აქე­დან იწყე­ბა. ატ­რაქ­ცი­ო­ნი გვირ­გვინ­დე­ბა დას­ჯით - ტუ­რისტ ტყვე­ებს კედ­ლის­კენ სა­ხით დად­გო­მას უბ­რძა­ნე­ბენ და "დახ­ვრე­ტენ". ამას­თან, გა­წე­რი­ნე­ბენ ხელს დო­კუ­მენტზე, სა­დაც წე­რია, რომ "თუ მო­ნა­წი­ლემ ურ­ჩო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, მი­ი­ღებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ სას­ჯელს". ატ­რაქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 15 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის გა­დახ­და მო­გი­წევთ.

ყვე­ლა­ზე სტრე­სუ­ლი მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში ჩას­ვლაა, სა­დაც მწკრივ­ში ძაღ­ლე­ბი დგა­ნან და გი­ყე­ფენ. "ჯა­რის­კა­ცე­ბი" დაგ­კი­თხა­ვენ და გა­ი­ძუ­ლე­ბენ, საბ­ჭო­თა დრო­შის წინ დად­გეთ და მი­ე­სალ­მოთ. ტუ­რის­ტებს, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დე­ბათ, ნერ­ვე­ბის და­წყნა­რე­ბა არ­ყით შე­ეძ­ლე­ბათ.

"ჩემი მე­უღ­ლე პრო­ექ­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და ვერ ხვდე­ბა, რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს ვინ­მეს, რომ შვე­ბუ­ლე­ბის დროს აწა­მონ. თუმ­ცა, იმ­დე­ნად ბევ­რი მსურ­ვე­ლია, მსა­ხი­ო­ბებს დღის ბო­ლომ­დე მუ­შა­ო­ბა უწევთ. 3 სა­ა­თის შემ­დეგ, რო­დე­საც შოუ სრულ­დე­ბა, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე შე­ში­ნე­ბუ­ლი ამო­დის. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ ახლა იგ­რძნეს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ძალა. გვინ­და ყვე­ლა მიხ­ვდეს, მას შემ­დეგ რო­გო­რი პროგ­რე­სი გან­ვი­ცა­დეთ", - ამ­ბობს პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom

"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)

"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)

ჩაგისაფრდნენ, რათა თვალებახვეული წაგიყვანონ და დაგკითხონ - როგორც წესი, ასეთი თავშესაქცევი სტანდარტული ტურისტული მოგზაურობისგან შორსაა.

თუმცა, ლიტვაში ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი გართობისთვის ჩადის - ატრაქციონი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს საბჭოთა კავშირში დაგაბრუნებთ. გასართობ კომპლექსში ყველაფერია იმისთვის, რომ თავი საბჭოთა კავშირში იგრძნოთ: ძაღლები, ყოფილი KGB-ს ოფიცრები და საბჭოთა ბუნკერი.

თავდაპირველად ტყეში წითელი არმია "ჩაგისაფრდებათ" და ბუნკერში ჩაგიყვანენ - აი, 3 საათიანი წამებაც აქედან იწყება. ატრაქციონი გვირგვინდება დასჯით - ტურისტ ტყვეებს კედლისკენ სახით დადგომას უბრძანებენ და "დახვრეტენ". ამასთან, გაწერინებენ ხელს დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ "თუ მონაწილემ ურჩობა გამოიჩინა, მიიღებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სასჯელს". ატრაქციონში მონაწილეობისთვის 15 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ.

ყველაზე სტრესული მიწისქვეშა გვირაბში ჩასვლაა, სადაც მწკრივში ძაღლები დგანან და გიყეფენ. "ჯარისკაცები" დაგკითხავენ და გაიძულებენ, საბჭოთა დროშის წინ დადგეთ და მიესალმოთ. ტურისტებს, რომელთაც ძალიან შეეშინდებათ, ნერვების დაწყნარება არყით შეეძლებათ.

"ჩემი მეუღლე პროექტით უკმაყოფილოა და ვერ ხვდება, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს, რომ შვებულების დროს აწამონ. თუმცა, იმდენად ბევრი მსურველია, მსახიობებს დღის ბოლომდე მუშაობა უწევთ. 3 საათის შემდეგ, როდესაც შოუ სრულდება, ყველა მონაწილე შეშინებული ამოდის. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ახლა იგრძნეს ტოტალიტარული რეჟიმის ძალა. გვინდა ყველა მიხვდეს, მას შემდეგ როგორი პროგრესი განვიცადეთ", - ამბობს პროექტის ორგანიზატორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს