საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს" - პავლე კუბლაშვილის მიმართვა პოლიციელებს
"საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს" - პავლე კუბლაშვილის მიმართვა პოლიციელებს

პარ­ლა­მენ­ტა­რი პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ე­ლებს მი­მარ­თავს. მი­მარ­თვას ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ამ წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი არის ყვე­ლა ის პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლის­თვი­საც "ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" არის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იდ­გეს ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში წეს­რი­გის სა­და­რა­ჯო­ზე, და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, იბ­რძო­ლოს კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

ყვე­ლას კარ­გად გვახსვს 90-ანი წლე­ბი, მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი რკი­ნის კა­რე­ბი და გი­სო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ვერც კი იცავ­და თვი­თონ მი­ლი­ცი­ე­ლებს ძა­ლა­დო­ბის­გან. გვახ­სოვს მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის ეს­კორ­ტით რო­გორ მი­ა­ცი­ლებ­დნენ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს. გვახ­სოვს კრი­მი­ნა­ლის და ნარ­კო­მა­ნი­ის ბა­ტო­ნო­ბა ქუ­ჩა­ში და მის წი­ნა­შე უძ­ლუ­რი საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ის გად­მო­ნაშ­თი. წვრილ­მა­ნი კრი­მი­ნა­ლით აწი­ო­კე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი. თა­ო­ბე­ბი რომ­ლე­ბიც ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სად­მი ერ­თგვა­რი რო­მან­ტიზ­მით იზ­რდე­ბოდ­ნენ და რო­მელ­თათ­ვი­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მი­სა­ბა­ძი პერ­სო­ნე­ბი იყ­ვნენ, ხოლო პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა ყვე­ლას ეთა­კი­ლე­ბო­და.

მაგ­რამ გვახ­სოვს ისიც რომ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ნება გაჩ­ნდა, საბ­ჭო­თა მი­ლი­ცია ჩა­ა­ნაც­ვლა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის პო­ლი­ცი­ამ; "გაი" - პატ­რულ­მა; რკი­ნის კა­რე­ბე­ბი გამჭვირ­ვა­ლე შუ­შის შე­ნო­ბებ­მა შეც­ვა­ლა. გვახ­სოვს რო­გორ შემ­ცირ­და კრი­მი­ნა­ლი, რო­გორ დას­რულ­და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ბა­ტო­ნო­ბა და რო­გორ აღ­მოჩ­დნენ ისი­ნი გი­სო­სებს მიღ­მა. გვახ­სოვს გან­ცდა, რომ აღა­რა­ვის ეში­ნო­და ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნის ან თუნ­დაც სახ­ლის კა­რის ღია და­ტო­ვე­ბა. ყველ­გან გვეს­მო­და ფრა­ზა "ბავ­შვის გა­რეთ გაშ­ვე­ბა აღარ გვე­ში­ნია", ეს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მშობ­ლე­ბის ფრა­ზა იყო; იმა­თი, ვი­საც არა­ვინ იცავს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის გარ­და. პო­ლი­ცი­ე­ლი აღარ იყო მტე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ე­ლის სტა­ტუ­სი სა­ა­მა­ყო გახ­და და ნდო­ბაც პო­ლი­ცი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და.

ხაზ­გას­მით, მოკ­რძა­ლე­ბით და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მინ­და გი­თხრათ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ვერ მო­ი­ტან­და შე­დე­გებს კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რომ არა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის, რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ოფიც­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, რომ არა თავ­გან­წირ­ვა, რომ­ლის მა­გა­ლი­თიც არა­ერ­თი იყო, რომ არა ის მსხვერ­პლი, რაც ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ი­ღეს კრი­მი­ნა­ლის და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

სამ­წუ­ხა­როა, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს პო­ლი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას და თა­ვი­სი რი­ტო­რი­კი­თა თუ ქმე­დე­ბით ხში­რად ცდი­ლობს გა­ა­უ­ფა­სუ­როს ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც გა­კეთ­და წინა წლებ­ში კრი­მი­ნა­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად. მეს­მის რას ნიშ­ნავს პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ეს ირო­ნია, და­ცინ­ვა არ ეკუთ­ვნის არ­ცერთ თქვენ­განს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისევ თქვენ­ში ხე­დავს წეს­რი­გის იმედს. დღეს, რო­დე­საც ვხე­დავთ რომ უკვე გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­ე­ბი რო­გორ ცდი­ლო­ბენ მო­ზარ­დე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის უნარ ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბია, რო­დე­საც გახ­შირ­და სის­ხლი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტე­ბი და ან­გა­რიშს­წო­რე­ბე­ბი ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში, გახ­შირ­და ქურ­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ნაც­ვლად კვლავ იქცა "ქურ­დუ­ლი კა­რი­ე­რის’’ და­სა­ფა­სე­ბელ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­სავ­ლელ ეტა­პად, დღეს, ისე რო­გორც არა­სო­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა თქვე­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი სამ­სა­ხუ­რი; ისე რო­გორც არა­სო­დეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ე­ლის, რომ თქვენ, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად.

თქვე­ნი ბრძო­ლა დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თქვე­ნი და­მარ­ცხე­ბა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა­ში, ნიშ­ნავს რომ მშობ­ლებს კვლავ გა­უჩ­ნდე­ბათ შიში თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის, სა­ქარ­თვე­ლო ვე­ღარ იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ვერც ტუ­რის­ტე­ბის­თვის და ვერც ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ნიშ­ნავს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­სას­რუ­ლის და­სა­წყისს.

ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვენ ეა­მა­ყე­ბით, თქვე­ნი სჯე­რა და თქვე­ნი იმე­დი აქვს!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს" - პავლე კუბლაშვილის მიმართვა პოლიციელებს

"საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს" - პავლე კუბლაშვილის მიმართვა პოლიციელებს

პარლამენტარი პავლე კუბლაშვილი საქართველოს პოლიციელებს მიმართავს. მიმართვას ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წერილის ადრესატი არის ყველა ის პოლიციელი, რომლისთვისაც "ვემსახურები საქართველოს" არის გაცნობიერებული არჩევანი იდგეს ჩვენ ქვეყანაში წესრიგის სადარაჯოზე, დაიცვას საზოგადოება, დაიცვას საზოგადოების თითოეული წევრი, იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ.

ყველას კარგად გვახსვს 90-ანი წლები, მილიციის შენობებზე ჩამოკიდებული რკინის კარები და გისოსები, რომლებიც ხშირად ვერც კი იცავდა თვითონ მილიციელებს ძალადობისგან. გვახსოვს მილიციელების ესკორტით როგორ მიაცილებდნენ კანონიერ ქურდებს. გვახსოვს კრიმინალის და ნარკომანიის ბატონობა ქუჩაში და მის წინაშე უძლური საბჭოთა მილიციის გადმონაშთი. წვრილმანი კრიმინალით აწიოკებული ქალაქები და სოფლები. თაობები რომლებიც ქურდული მენტალიტეტისადმი ერთგვარი რომანტიზმით იზრდებოდნენ და რომელთათვისაც კრიმინალური ავტორიტეტები ყველაზე მისაბაძი პერსონები იყვნენ, ხოლო პოლიციელობა ყველას ეთაკილებოდა.

მაგრამ გვახსოვს ისიც რომ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ნება გაჩნდა, საბჭოთა მილიცია ჩაანაცვლა თანამედროვე ევროპული სტანდარტების პოლიციამ; "გაი" - პატრულმა; რკინის კარებები გამჭვირვალე შუშის შენობებმა შეცვალა. გვახსოვს როგორ შემცირდა კრიმინალი, როგორ დასრულდა ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ბატონობა და როგორ აღმოჩდნენ ისინი გისოსებს მიღმა. გვახსოვს განცდა, რომ აღარავის ეშინოდა ქუჩაში მანქანის ან თუნდაც სახლის კარის ღია დატოვება. ყველგან გვესმოდა ფრაზა "ბავშვის გარეთ გაშვება აღარ გვეშინია", ეს რიგითი მოქალაქეების, მშობლების ფრაზა იყო; იმათი, ვისაც არავინ იცავს ქართული პოლიციის გარდა. პოლიციელი აღარ იყო მტერი საზოგადოებისთვის, პოლიციელის სტატუსი საამაყო გახდა და ნდობაც პოლიციის ინსტიტუტის მიმართ უპრეცედენტოდ გაიზარდა.

ხაზგასმით, მოკრძალებით და დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ, პოლიტიკური ნება ვერ მოიტანდა შედეგებს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ არა თითოეული თქვენგანის, რიგითი პოლიციელების, ოფიცრების ყოველდღიური დაუღალავი შრომა, რომ არა თავგანწირვა, რომლის მაგალითიც არაერთი იყო, რომ არა ის მსხვერპლი, რაც ქართველმა პოლიციელებმა გაიღეს კრიმინალის და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში.

სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პოლიციის მნიშვნელობას და თავისი რიტორიკითა თუ ქმედებით ხშირად ცდილობს გააუფასუროს ყველაფერი ის, რაც გაკეთდა წინა წლებში კრიმინალის შესამცირებლად. მესმის რას ნიშნავს პოლიციელისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაზე ხშირად ხდება საზოგადოებაში დაცინვის ობიექტი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ირონია, დაცინვა არ ეკუთვნის არცერთ თქვენგანს. საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს. დღეს, როდესაც ვხედავთ რომ უკვე გამოჩნდა ვიდეოები როგორ ცდილობენ მოზარდებისთვის ქურდული გარჩევების უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას, როდესაც დედაქალაქის ცენტრში შეიარაღებული გარჩევებია, როდესაც გახშირდა სისხლიანი ინციდენტები და ანგარიშსწორებები ბარებსა და რესტორნებში, გახშირდა ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები, როდესაც ახალგაზრდებისთვის ციხეში ჩაჯდომა თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად კვლავ იქცა "ქურდული კარიერის’’ დასაფასებელ და აუცილებლად გასავლელ ეტაპად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება თქვენი თავდაუზოგავი სამსახური; ისე როგორც არასოდეს, საზოგადოება მოელის, რომ თქვენ, საქართველოს პოლიციელები ყველაფერს გააკეთებთ მოქალაქეების დასაცავად.

თქვენი ბრძოლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი დამარცხება კრიმინალთან ბრძოლაში, ნიშნავს რომ მშობლებს კვლავ გაუჩნდებათ შიში თავიანთი შვილების მომავლის, საქართველო ვეღარ იქნება გამორჩეული უსაფრთხოების კუთხით, ვერც ტურისტებისთვის და ვერც ინვესტორებისთვის. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქართულ საზოგადოებას თქვენ ეამაყებით, თქვენი სჯერა და თქვენი იმედი აქვს!".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია