საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ
კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ

ვიცე პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის კუ­თხით კი­დევ უფრო მეტი უნდა გა­ა­კე­თონ. რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­ზე კომ­ნე­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მე­დი კა­ნო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რით უნდა იყოს დას­ჯი­ლი.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. მე მეს­მის რამ­დე­ნად მძი­მეა, როცა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს კარ­გავ და ეს და­ნა­კარ­გი კი­დევ უფრო მძიმ­დე­ბა, რო­დე­საც ის ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დით ხდე­ბა. ვფიქ­რობ, სა­მარ­თალ­დამ­ცვლებ­მა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის კუ­თხით კი­დევ უფრო მეტი უნდა გა­ა­კე­თონ და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რით უნდა იყოს დას­ჯი­ლი ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მე­დი", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ვიცე-პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით ის, რომ ქვე­ყა­ნა ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბი­დან, ში­შის რე­ჟი­მი­დან და ტე­რო­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რით უნდა იყოს დას­ჯი­ლი", - გან­მარ­ტა ვიცე პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ

კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ

ვიცე პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებზე კომნეტირებისას განუცხადა, ყველა ბოროტმოქმედი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი.

"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მე მესმის რამდენად მძიმეა, როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცვლებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის განმარტებით ის, რომ ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან და ტერორიდან გამოიყვანეს, არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენის უფლება ეძლევათ.

"არავითარ შემთხვევაში. ყველა დამნაშავე, ყველა კრიმინალი კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი", - განმარტა ვიცე პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ