პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს კურიოზული დადგენილება
"პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს კურიოზული დადგენილება

"რაკი არ წე­რია, რომ კბე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, ე.ი. პე­და­გოგს შე­უძ­ლია ბავ­შვს უკბი­ნოს" - ასე გა­აკ­რი­ტი­კა გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა, მწე­რალ­მა ვანო ჩხიკ­ვა­ძემ ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და სხდო­მა­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში პე­და­გო­გის ქცე­ვის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია, თუ რა არ უნდა გა­ა­კე­თოს აღ­მზრდელ­მა სა­ბავ­შვო ბაღ­ში. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბავ­შვო ბა­ღის ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შრო­მელს და პირ­ველ რიგ­ში პე­და­გო­გი­ურ პერ­სო­ნალს, არ აქვს უფ­ლე­ბა:

1. სი­ტყვი­ე­რად და­ამ­ცი­როს, შე­უ­რა­ცხყოს აღ­საზ­რდე­ლი ან მისი ოჯა­ხის წევ­რი

2. და­სა­ჯოს ან და­ამ­ცი­როს აღ­საზ­რდე­ლი

3. და­ე­მუქ­როს აღ­საზ­რდელს ფი­ზი­კუ­რი დას­ჯით

4. და­არ­ტყას, წა­არ­ტყას, შე­ან­ჯღ­რი­ოს, უხე­შად შე­ე­ხოს, გა­მო­ი­ყე­ნოს ჯოხი ან სხვა რა­ი­მე სა­გა­ნი;

5. იხ­მა­როს სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბი აღ­საზ­რდე­ლის მი­მართ ან აღ­საზ­რდე­ლის თან­დას­წრე­ბით.

6. და­უყ­ვი­როს, შე­ა­ში­ნოს ან ჩა­კე­ტოს ოთახ­ში;

7. და­ა­ძა­ლოს და­ძი­ა­ნე­ბა;

8. და­ა­ძა­ლოს ჭამა ან და­ლე­ვა

9. აუკ­რძა­ლოს აღ­საზ­რდელს ჭამა-სმა დას­ჯის მიზ­ნით"

ვანო ჩხიკ­ვა­ძის აზ­რით, ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში აღ­დგე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი თა­მა­შე­ბი, ისე­თი რო­გო­რიც ლახ­ტია. საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­მოთ­ქვეს აზრი, რომ აღ­დგეს გრძე­ლი ვირი და ა.შ.

"დღე­ვან­დელ თა­მა­შებს თუ შევ­ხე­დავთ, გრძე­ლი ვირი მარ­თლა ყვე­ლას ჯო­ბია" - თქვა პა­პუ­ნა კო­ბე­რი­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს კურიოზული დადგენილება

"პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს კურიოზული დადგენილება

"რაკი არ წერია, რომ კბენა არ შეიძლება, ე.ი. პედაგოგს შეუძლია ბავშვს უკბინოს" - ასე გააკრიტიკა გორის საკრებულოს წევრმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ ქალაქის საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ მომზადებული და სხდომაზე დამტკიცებული დადგენილება, საბავშვო ბაღებში პედაგოგის ქცევის წესებთან დაკავშირებით.

გარდამავალ დებულებაში ჩამოთვლილია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აღმზრდელმა საბავშვო ბაღში. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღის ნებისმიერ თანამშრომელს და პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს, არ აქვს უფლება:

1. სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი

2. დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი

3. დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით

4. დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;

5. იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით.

6. დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს ოთახში;

7. დააძალოს დაძიანება;

8. დააძალოს ჭამა ან დალევა

9. აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით"

ვანო ჩხიკვაძის აზრით, ასევე კარგი იქნება თუ საბავშვო ბაღებში აღდგება ტრადიციული თამაშები, ისეთი როგორიც ლახტია. საკრებულოს დეპუტატებმა გამოთქვეს აზრი, რომ აღდგეს გრძელი ვირი და ა.შ.

"დღევანდელ თამაშებს თუ შევხედავთ, გრძელი ვირი მართლა ყველას ჯობია" - თქვა პაპუნა კობერიძემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა