პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძლე­ბი, ჩეჩ­ნეთ­სა და კავ­კა­სი­ა­ში ომის და­წყე­ბით იმუქ­რე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ბუ­ლი ტე­ლე­არ­ხი Al-Arabiya ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან ჩანს, ისი­ნი პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტინს ემუქ­რე­ბი­ან, რო­გორც სი­რი­ის მე­თა­უ­რის, ბა­შარ ალ ასა­დის მო­კავ­ში­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თი ასადს ია­რაღს აწ­ვდის.

ვი­დე­ო­ზე, რო­მე­ლიც YouTube-ზე გან­თავ­სდა, ჩანს ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც ზის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­ში, რო­მე­ლიც მებ­რძო­ლებ­მა, სი­რი­ის პრო­ვინ­ცია რა­კა­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ ჩა­იგ­დეს ხელთ.

კი­დევ ერთი მებ­რძო­ლი ზის ავ­ტო­მო­ბილ­ში და ამ­ბობს: "ეს მი­მარ­თვა არის შენ­და­მი, ვლა­დი­მერ პუ­ტინ, ეს შენი თვითმფრი­ნა­ვე­ბია, რო­მე­ლიც ბა­შარ ასადს გა­მო­უგ­ზავ­ნე, ალა­ჰის წყა­ლო­ბით ჩვენ მათ შენ გა­მო­გიგ­ზავ­ნით, გახ­სოვ­დეს ეს... ჩვენ ალა­ჰის ნე­ბით გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ჩეჩ­ნეთს და მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ას! "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" არის და იქ­ნე­ბა და ის ფარ­თოვ­დე­ბა, ალა­ჰის ნე­ბით... შენი ტახ­ტი უკვე შერ­ყე­უ­ლია, არის საფრ­თხის ქვეშ... ჩვენ უკვე გზა­ში ვართ", - ნათ­ქვა­მია პუ­ტი­ნის მი­მართ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ტექ­სტში.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დაჯ­გუ­ფე­ბის მებ­რძო­ლებ­მა თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბი ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ და და­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნებ­ში ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში და­ი­წყეს. 29 ივ­ნისს კი ერა­ყი­სა და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" შექ­მნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს.

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცია და­ი­წყო შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა. მას შემ­დეგ ამე­რი­კე­ლებ­მა ტე­რო­რის­ტე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე 124 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა მი­ი­ტა­ნეს. ამის სა­ნაც­ვლოდ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჯე­იმს ფოლი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს და ამე­რი­კუ­ლი მხა­რე გა­აფრ­თხი­ლეს, რომ შემ­დე­გი მსხვერ­პლი შე­საძ­ლოა, ჟურ­ნა­ლის­ტი სტი­ვენ სოტ­ლო­ფი გამ­ხდა­რი­ყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ობა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე და­ბომბვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბო­და.

ცოტა ხნის წინ კი ქსელ­ში გავ­რცელ­და სოტ­ლო­ფის დას­ჯის ვი­დეო. ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბა ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ სოტ­ლო­ფი ცო­ცხა­ლი აღარ არის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძლები, ჩეჩნეთსა და კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეარხი Al-Arabiya ავრცელებს.

როგორც ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვიდან ჩანს, ისინი პირადად ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან, როგორც სირიის მეთაურის, ბაშარ ალ ასადის მოკავშირეს. როგორც ცნობილია, რუსეთი ასადს იარაღს აწვდის.

ვიდეოზე, რომელიც YouTube-ზე განთავსდა, ჩანს ისლამისტი მებრძოლი, რომელიც ზის ავიაგამანადგურებელში, რომელიც მებრძოლებმა, სირიის პროვინცია რაკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე კონტროლის დამყარების შემდეგ ჩაიგდეს ხელთ.

კიდევ ერთი მებრძოლი ზის ავტომობილში და ამბობს: "ეს მიმართვა არის შენდამი, ვლადიმერ პუტინ, ეს შენი თვითმფრინავებია, რომელიც ბაშარ ასადს გამოუგზავნე, ალაჰის წყალობით ჩვენ მათ შენ გამოგიგზავნით, გახსოვდეს ეს... ჩვენ ალაჰის ნებით გავათავისუფლებთ ჩეჩნეთს და მთლიანად კავკასიას! "ისლამური სახელმწიფო" არის და იქნება და ის ფართოვდება, ალაჰის ნებით... შენი ტახტი უკვე შერყეულია, არის საფრთხის ქვეშ... ჩვენ უკვე გზაში ვართ", - ნათქვამია პუტინის მიმართ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვის ტექსტში.

"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების მებრძოლებმა თავისი გამოსვლები ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რაიონებში ივნისის დასაწყისში დაიწყეს. 29 ივნისს კი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე არსებული მათ მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების "ისლამური ხალიფატის" შექმნის შესახებ განაცხადეს.

აგვისტოს დასაწყისში აღნიშნული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო შეერთებულმა შტატებმა. მას შემდეგ ამერიკელებმა ტერორისტების პოზიციებზე 124 საჰაერო დარტყმა მიიტანეს. ამის სანაცვლოდ დაჯგუფების წევრებმა ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი სიკვდილით დასაჯეს და ამერიკული მხარე გააფრთხილეს, რომ შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა, ჟურნალისტი სტივენ სოტლოფი გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ობამამ განაცხადა, რომ დაჯგუფების პოზიციებზე დაბომბვები გაგრძელდებოდა.

ცოტა ხნის წინ კი ქსელში გავრცელდა სოტლოფის დასჯის ვიდეო. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა ჟურნალისტის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ სოტლოფი ცოცხალი აღარ არის.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა