საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)
ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)

კომ­პა­ნი­ამ "ირაკ­ლე­ონ­მა" თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის "მსოფ­ლიო მის თა­ვი­სუფ­ლე­ბა" კონ­კურ­სზე გა­აგ­ზავ­ნა. ეს კომ­პა­ნია, რო­გორც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე ექ­სკლუ­ზი­ურ ლი­ცენ­ზი­ებს ფლობს, მათ შო­რის, "მსოფ­ლიო მის თა­ვი­სუფ­ლე­ბას," რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კო­სო­ვო­ში ჩა­ტარ­და.

მი­სი­ვე თქმით, თა­მუ­ნა აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე გა­საგ­ზავ­ნად ორი­გი­ნა­ლო­ბი­თა და გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო შე­ირ­ჩა, რაც არც იქ დარ­ჩე­ნი­ლა უყუ­რა­დღე­ბოდ.

ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლი, დი­ზა­ი­ნე­რი, სა­მო­დე­ლო სახ­ლის "ირაკ­ლე­ო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- კონ­კურ­სი კო­სო­ვო­ში, კერ­ძოდ, პრიშ­ტი­ნა­ში ჩა­ტარ­და. თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძეს "მის პრე­სის" ტი­ტუ­ლი გა­და­ე­ცა.

- დიდი ხა­ნია, თა­მუ­ნა რაც თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის მო­დე­ლია?

- ცოტა ხნის წინ გა­წევ­რი­ან­და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ირაკ­ლე­ონ­ში," მაგ­რამ თა­ვი­სი შრო­მით, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბით, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით, აღ­ნა­გო­ბით ბევ­რს მი­აღ­წია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი­დან მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რო­გო­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან იქ წარ­დგე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­სის ყუ­რა­დღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­მუ­ნას პა­რა­მეტ­რე­ბია: 92X62X90. გა­მო­დი­ო­და ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­სზე "მის ბი­კი­ნიც". თუ მისი მო­ნა­ყო­ლი­დან ვიმ­სჯე­რებთ, უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი დაბ­რუნ­და, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო.

"ამ­ბე­ბი.გე" თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და:

- 23 წლის ვარ. ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი გახ­ლა­ვართ. ვსწავ­ლობ სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ფსი­ქო­ლო­გია-რე­ლი­გი­ათმცოდ­ნე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ახლა აკა­დე­მი­უ­რი წელი მაქვს აღე­ბუ­ლი იმის გამო, რომ ვმუ­შა­ობ.

- რა სა­ო­ცა­რია? სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გა­ტა­ცე­ბე­ბი გქო­ნია. მო­დე­ლი, მე­ნე­ჯე­რი, ფსი­ქო­ლო­გი და რე­ლი­გი­ის­მცოდ­ნე... ამ ყვე­ლაფ­რის რო­გორ აერ­თი­ა­ნებ და ათავ­სებ?

- აქამ­დე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­შიც ვმუ­შა­ობ­დი, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი გახ­ლდით. დროს ამ­დენ საქ­მე­ზე ვე­ღარ ვა­ნა­წი­ლებ­დი და იქ საქ­მი­ა­ნო­ბას თავი და­ვა­ნე­ბე.

- ფსი­ქო­ლო­გი­ამ რა­ტომ და­გა­ინ­ტე­რე­სა?

- ადრე სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე, წმინ­და ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე ვი­ყა­ვი. მა­შინ 16 წლის გახ­ლდით და მერე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და ასე აღ­მოვ­ჩნდი იქ.

- მე­და­ვით­ნე მო­დე­ლო­ბით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი?

- სა­ნამ ამ სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვი­დო­დი, სა­დაც ახლა ვარ, მა­ნამ­დე ქალ­ბა­ტონ ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი, "იმიჯ ცენ­ტრში," ოღონდ, კონ­ტრაქ­ტი არ მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. იქ ვსწავ­ლობ­დი. მერე "მის ბი­კი­ნი­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სულ მომ­წონ­და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვიც­ლი­დი, რომ ამ სფე­როს გავ­ყო­ლო­დი.

- მო­დე­ლო­ბა რომ გა­და­წყვი­ტე, ტაძ­რის მო­ძღვარ­მა რა გი­თხრა?…

- სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ეკ­ლე­სი­უ­რად ვე­ღარ ვცხოვ­რობ. 3-4 წე­ლია, მო­ძღვარ­თან აღარ მაქვს კონ­ტაქ­ტი. ამ­დე­ნი სამ­სა­ხუ­რის გამო ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ ტა­ძარ­ში მის­ვლას.

- უცხო გა­რეგ­ნო­ბა გაქვს. ვერ იფიქ­რებ, რომ ქარ­თვე­ლი ხარ?

- კი, ეს კონ­კურ­სზეც მი­თხრეს. არა­და, მამა ქარ­თვე­ლია. სხვა­თა შორს, მა­მა­ჩე­მი მუ­სი­კო­სი - კაკო ვა­შა­ლო­მი­ძეა. დედა ნა­ხევ­რად რუ­სია, მაგ­რამ აქ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ცოტა არა­ქარ­თუ­ლი იერი ალ­ბათ, დე­დის გე­ნე­ბი­დან მომ­დევს.

არ ვარ ამ­პარ­ტა­ვა­ნი, მაგ­რამ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სხვებს რომ არ აქვთ, მე მარ­თლაც მაქვს, რი­თაც კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის მო­ვე­წო­ნე. იქ 35 ქვეყ­ნის გო­გო­ნა იყო, 5 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან ერთ-ერთი მე მერ­გო.

- წე­სით ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი უნდა გყავ­დეს.

- ნორ­მა­ლუ­რად (იღი­მე­ბა).

- შეყარე­ბუ­ლი არ ხარ?

- არა, მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ.

- აბა, რაზე ფიქ­რობ, - რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ახლა ჩა­მო­ვე­დი კონ­კურ­სი­დან, ვმუ­შა­ობ, კი­დევ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი იწყე­ბა. მაქვს ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი: "ტოპ გო­გო­ში" და კი­დევ სხვა კონ­კურ­სში უნდა ჩა­ვერ­თო.

- ამა­სო­ბა­ში სიყ­ვა­რულ­მა გზა რომ გა­და­გიკ­ვე­თოს?

- არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჯერ არ ჩანს...

- რო­გო­რი მოგ­წონს?

- არ მაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი: მა­ღა­ლი თუ ცირ­ფერ­თვა­ლა, ქერა თუ შავგრე­მა­ნი...

- მო­დელ ბიჭ­ზე რას იტყვი?

- ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცით მიმ­ზიდვ­ლი უნდა იყოს, უნდა და­გა­ინ­ტე­რე­სოს. ასე არ მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­დეს და ცა­რი­ე­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)

ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)

კომპანიამ ''ირაკლეონმა" თამუნა ვაშალომიძე საერთაშორისო სილამაზის "მსოფლიო მის თავისუფლება" კონკურსზე გააგზავნა. ეს კომპანია, როგორც მისი ხელმძღვანელი ირაკლი კახნიაშვილი ამბობს, არაერთ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ექსკლუზიურ ლიცენზიებს ფლობს, მათ შორის, "მსოფლიო მის თავისუფლებას," რომელიც ამჟამად კოსოვოში ჩატარდა.

მისივე თქმით, თამუნა აღნიშნულ კონკურსზე გასაგზავნად ორიგინალობითა და გარეგნული მონაცემების გამო შეირჩა, რაც არც იქ დარჩენილა უყურადღებოდ.

ირაკლი კახნიაშვილი, დიზაინერი, სამოდელო სახლის "ირაკლეონის" დამფუძნებელი და საერთაშორისო სილამაზის კონკურსების ნაციონალური დირექტორი:

- კონკურსი კოსოვოში, კერძოდ, პრიშტინაში ჩატარდა. თამუნა ვაშალომიძეს "მის პრესის" ტიტული გადაეცა.

- დიდი ხანია, თამუნა რაც თქვენი კომპანიის მოდელია?

- ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა სამოდელო სააგენტო "ირაკლეონში," მაგრამ თავისი შრომით, პუნქტუალურობით, მომხიბვლელობით, აღნაგობით ბევრს მიაღწია. აღნიშნული საერთაშორისო კონკურსიდან მირეკავენ და მეუბნებიან, თუ როგორი კარგი კონკურსანტი იყო საქართველოდან იქ წარდგენილი. განსაკუთრებით პრესის ყურადღება დაიმსახურა. თამუნას პარამეტრებია: 92X62X90. გამოდიოდა ჩვენ მიერ ჩატარებულ კონკურსზე "მის ბიკინიც". თუ მისი მონაყოლიდან ვიმსჯერებთ, უზომოდ კმაყოფილი დაბრუნდა, აღფრთოვანებული იყო.

"ამბები.გე" თამუნა ვაშალომიძესაც დაუკავშირდა:

- 23 წლის ვარ. ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი გახლავართ. ვსწავლობ სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობაზე, მაგრამ ახლა აკადემიური წელი მაქვს აღებული იმის გამო, რომ ვმუშაობ.

- რა საოცარია? სხვადასხვანაირი გატაცებები გქონია. მოდელი, მენეჯერი, ფსიქოლოგი და რელიგიისმცოდნე... ამ ყველაფრის როგორ აერთიანებ და ათავსებ?

- აქამდე ერთ-ერთ სასტუმროშიც ვმუშაობდი, ადმინისტრატორი გახლდით. დროს ამდენ საქმეზე ვეღარ ვანაწილებდი და იქ საქმიანობას თავი დავანებე.

- ფსიქოლოგიამ რატომ დაგაინტერესა?

- ადრე საბურთალოს ქუჩაზე, წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის მედავითნე ვიყავი. მაშინ 16 წლის გახლდით და მერე სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და ასე აღმოვჩნდი იქ.

- მედავითნე მოდელობით რატომ დაინტერესდი?

- სანამ ამ სააგენტოში მივიდოდი, სადაც ახლა ვარ, მანამდე ქალბატონ ია კიწმარიშვილთან ვიყავი, "იმიჯ ცენტრში," ოღონდ, კონტრაქტი არ მქონდა გაფორმებული. იქ ვსწავლობდი. მერე "მის ბიკინიში" მივიღე მონაწილეობა. სულ მომწონდა ეს საქმიანობა, უბრალოდ, ვერ ვიცლიდი, რომ ამ სფეროს გავყოლოდი.

- მოდელობა რომ გადაწყვიტე, ტაძრის მოძღვარმა რა გითხრა?…

- სამწუხაროდ, ახლა ეკლესიურად ვეღარ ვცხოვრობ. 3-4 წელია, მოძღვართან აღარ მაქვს კონტაქტი. ამდენი სამსახურის გამო ვეღარ ვახერხებ ტაძარში მისვლას.

- უცხო გარეგნობა გაქვს. ვერ იფიქრებ, რომ ქართველი ხარ?

- კი, ეს კონკურსზეც მითხრეს. არადა, მამა ქართველია. სხვათა შორს, მამაჩემი მუსიკოსი - კაკო ვაშალომიძეა. დედა ნახევრად რუსია, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი. ცოტა არაქართული იერი ალბათ, დედის გენებიდან მომდევს.

არ ვარ ამპარტავანი, მაგრამ რაღაც განსხვავებული, სხვებს რომ არ აქვთ, მე მართლაც მაქვს, რითაც კონკურსზე ჟიურის მოვეწონე. იქ 35 ქვეყნის გოგონა იყო, 5 ნომინაციიდან ერთ-ერთი მე მერგო.

- წესით ბევრი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს.

- ნორმალურად (იღიმება).

- შეყარებული არ ხარ?

- არა, მაგაზე არ ვფიქრობ.

- აბა, რაზე ფიქრობ, - რა გეგმები გაქვს?

- ახლა ჩამოვედი კონკურსიდან, ვმუშაობ, კიდევ ახალი პროექტები იწყება. მაქვს ახალი შემოთავაზებები: "ტოპ გოგოში" და კიდევ სხვა კონკურსში უნდა ჩავერთო.

- ამასობაში სიყვარულმა გზა რომ გადაგიკვეთოს?

- არ ვიცი, რა იქნება. ასეთი ადამიანი ჯერ არ ჩანს...

- როგორი მოგწონს?

- არ მაქვს ჩამოყალიბებული: მაღალი თუ ცირფერთვალა, ქერა თუ შავგრემანი...

- მოდელ ბიჭზე რას იტყვი?

- ადამიანი რაღაცით მიმზიდვლი უნდა იყოს, უნდა დაგაინტერესოს. ასე არ მაქვს განსაზღვრული. შეიძლება კარგი გარეგნობა ჰქონდეს და ცარიელი ადამიანი იყოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს