პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება
პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება

არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ზღაპ­რის გმი­რი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც დღეს ყვე­ლა ბავ­შვმა იცის, თა­ვის დრო­ზე რე­ა­ლუ­რი ბავ­შვე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა. კრის­ტო­ფერ რო­ბი­ნი, ელი­სი და პი­ტერ პენი მა­რა­დი­ულ ბავ­შვე­ბად დარ­ჩნენ, არა­და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა ჰქონ­და, რო­მელ­საც ზღაპ­რულს ნამ­დვი­ლად ვერ უწო­დებ. ვინ იყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი, რო­გორ იცხოვ­რეს და რა ბედი ეწი­ათ მათ.

კრის­ტო­ფერ რო­ბი­ნი (ალან მილ­ნის "ვინი პუჰი")

ვინი პუ­ჰის მე­გო­ბა­რი, კრის­ტო­ფერ რო­ბი­ნი ზღაპ­რის ავ­ტო­რის შვი­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბი­ჭუ­ნა წერ­და: "არ­სე­ბობს ორი რამ, რა­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა დაჩ­რდი­ლა. პირ­ვე­ლი მა­მა­ჩე­მის დი­დე­ბა და მე­ო­რე - "კრის­ტო­ფერ რო­ბი­ნი".

მილ­ნე­ბის ოჯახ­ში გო­გო­ნას ელოდ­ნენ. არა­და ბიჭი და­ი­ბა­და, რო­მელ­საც გო­გო­ნა­სა­ვით ზრდიდ­ნენ. გო­გოს კა­ბებს აც­მევ­დნენ, გო­გო­სა­ვით მი­მარ­თავ­დნენ... მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ აა­წყო - დედა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მამა კი - თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით.

ბავ­შვი ძა­ლი­ან კე­თი­ლი, ნერ­ვი­უ­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი იყო. ძი­რი­თად დროს ძი­ძას­თან ატა­რებ­და. მის საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შოდ და­თუ­ნია თედი იქცა, რო­მე­ლიც მა­მამ პირ­ველ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა.

და­თუ­ნია მისი თა­ნა­მო­სა­უბ­რე და ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი გახ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - მა­მა­მი­სის წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, ვინი პუჰი.

მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ მა­შინ და­ახ­ლოვ­დნენ, როცა დე­დამ მი­ა­ტო­ვა და საყ­ვა­რელ­თან გა­და­ბარ­გდა. ამ დროს კრის­ტო­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სე­ნებს, რო­გორც ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ პე­რი­ოდს მის ცხოვ­რე­ბა­ში.

იბ­რძო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში, სა­დაც და­იჭ­რა კი­დეც. ამის წყა­ლო­ბით მთე­ლი სი­ცო­ცხლე თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი ტან­ჯავ­და. დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა­სო­დეს ჰქო­ნია. უფრო სწო­რად, თა­ვად დე­დას არ ჰქო­ნია მა­თან და­კავ­ში­რე­ბის მცდე­ლო­ბა. დო­რო­თი მილნმა სიკ­ვდი­ლის წი­ნაც არ მო­ი­სურ­ვა შვილ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა.

ომის შემ­დეგ კრის­ტო­ფე­რი სა­კუ­თარ მა­მი­დაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. მამა ამ ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - მო­მა­ვა­ლი შთა­მო­მავ­ლო­ბის ბედი აღელ­ვებ­და და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, არ ცდე­ბო­და. კრის­ტო­ფერ რო­ბი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი თან­და­ყო­ლი­ლი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ი­ბა­და. თუმ­ცა ალან მილ­ნი არ ამ­ბავს ვერ მო­ეს­წრო - ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე 3 წლით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება

პიტერ პენი გეი იყო, კრისტოფერ რობინს კი ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა - როგორი იყო პროტოტიპების რეალური ცხოვრება

არაერთი ცნობილი ზღაპრის გმირი, რომელთა სახელებიც დღეს ყველა ბავშვმა იცის, თავის დროზე რეალური ბავშვების პროტოტიპების საფუძველზე შეიქმნა. კრისტოფერ რობინი, ელისი და პიტერ პენი მარადიულ ბავშვებად დარჩნენ, არადა თითოეულს თავისი ცხოვრების გზა ჰქონდა, რომელსაც ზღაპრულს ნამდვილად ვერ უწოდებ. ვინ იყვნენ ეს ბავშვები, როგორ იცხოვრეს და რა ბედი ეწიათ მათ.

კრისტოფერ რობინი (ალან მილნის "ვინი პუჰი")

ვინი პუჰის მეგობარი, კრისტოფერ რობინი ზღაპრის ავტორის შვილი იყო. მოგვიანებით ბიჭუნა წერდა: "არსებობს ორი რამ, რამაც ჩემი ცხოვრება დაჩრდილა. პირველი მამაჩემის დიდება და მეორე - "კრისტოფერ რობინი".

მილნების ოჯახში გოგონას ელოდნენ. არადა ბიჭი დაიბადა, რომელსაც გოგონასავით ზრდიდნენ. გოგოს კაბებს აცმევდნენ, გოგოსავით მიმართავდნენ... მშობლებთან ურთიერთობა ვერ ააწყო - დედა მხოლოდ საკუთარი თავით იყო დაკავებული, მამა კი - თავისი შემოქმედებით.

ბავშვი ძალიან კეთილი, ნერვიული და მორიდებული იყო. ძირითად დროს ძიძასთან ატარებდა. მის საყვარელ სათამაშოდ დათუნია თედი იქცა, რომელიც მამამ პირველ დაბადების დღეზე აჩუქა.

დათუნია მისი თანამოსაუბრე და ერთადერთი მეგობარი გახდა, მოგვიანებით კი - მამამისის წიგნის მთავარი გმირი, ვინი პუჰი.

მამასთან განსაკუთრებული ურთიერთგაგება არ ჰქონია, მხოლოდ მაშინ დაახლოვდნენ, როცა დედამ მიატოვა და საყვარელთან გადაბარგდა. ამ დროს კრისტოფერი მოგვიანებით გაიხსენებს, როგორც ყველაზე ბედნიერ პერიოდს მის ცხოვრებაში.

იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. ამის წყალობით მთელი სიცოცხლე თავის ტკივილები ტანჯავდა. დედასთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. უფრო სწორად, თავად დედას არ ჰქონია მათან დაკავშირების მცდელობა. დოროთი მილნმა სიკვდილის წინაც არ მოისურვა შვილთან დამშვიდობება.

ომის შემდეგ კრისტოფერი საკუთარ მამიდაშვილზე დაქორწინდა. მამა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო - მომავალი შთამომავლობის ბედი აღელვებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არ ცდებოდა. კრისტოფერ რობინის ქალიშვილი თანდაყოლილი ცერებრალური დამბლით დაიბადა. თუმცა ალან მილნი არ ამბავს ვერ მოესწრო - ბავშვის დაბადებამდე 3 წლით ადრე გარდაიცვალა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს