მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკომანი შემოქმედები
ნარკომანი შემოქმედები

• დრა­მა­ტურ­გი და ნო­ვე­ლის­ტი - ჟან კოქ­ტო ოპი­უმს ახალ­გაზ­რდა საყ­ვარ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ე­ძა­ლა. ნარ­კო­ტი­კით დარ­დის გა­ქარ­ვე­ბა სურ­და. ხში­რად ოპი­უ­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ წერ­და. ხოლო, როცა ნარ­კო­მა­ნი­ის­გან გან­კურ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, წიგ­ნი - "ოპი­უ­მი, ნარ­კო­მა­ნის დღი­უ­რი" შექ­მნა.

• სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის მწე­რა­ლი - სტი­ვენ კინ­გი ("ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­საფ­ლაო") კო­კა­ინ­ზე იყო "შემჯდა­რი".

• ამე­რი­კე­ლი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის მწე­რა­ლი - ფი­ლიპ დიკი თავ­და­პირ­ვე­ლად ალ­კოჰოლს ეტა­ნე­ბო­და. შემ­დეგ ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი მო­სინ­ჯა და მისი ზე­მოქ­მე­დე­ბით 11 რო­მა­ნი, რამ­დე­ნი­მე ესეი და მო­თხრო­ბა და­წე­რა.

• ინ­გლი­სე­ლი ოლ­დოს ჰაქსლი ("გე­ნი­ო­სი და ქალღმერ­თი") ჯიმ მო­რი­სო­ნის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი გახ­ლდათ. მუ­სი­კოს­მა ჯგუფს სა­ხე­ლი ჰაქსლის ერთ-ერთი ესე­ის - The Doors of Perception პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია. ჰაქსლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

• ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის - უი­ლი­ამ ბე­რო­უ­ზის საყ­ვა­რე­ლი ნარ­კო­ტი­კი ჰე­რო­ი­ნი იყო. ერთხელ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ სა­კუ­თა­რი ცოლი მოკ­ლა (მე­უღ­ლეც ნარ­კო­მა­ნი იყო), შემ­დეგ კი წერა და­ი­წყო. მისი თით­ქმის ყვე­ლა რო­მა­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, ტერ­მი­ნი ჰე­ვი­მე­ტა­ლი პირ­ვე­ლად ბე­რო­უ­ზის ერთ-ერთ რო­მან­ში - "ექ­სპრე­სი ნოვა" გაჩ­ნდა.

• ფრან­გი პო­ე­ტი - შარლ ბოდ­ლე­რი 1844-1849 წლებ­ში "ჰა­ში­შის კლუ­ბის" წევ­რი იყო.

• ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა - ჯეკ კე­რუ­აკ­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. მას "ბიტ­ნიკ­თა თა­ო­ბის" (ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა XX სა­უ­კუ­ნის 40-70 წლებ­ში) მეფე შე­არ­ქვეს. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მა­რი­ხუ­ა­ნით, ბუ­დიზ­მი­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბით. ნარ­კო­მა­ნი­ას ალ­კოჰო­ლიზ­მიც და­ე­მა­ტა და მწე­რა­ლი ცი­რო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

• შოტ­ლან­დი­ე­ლი მწე­რა­ლი - რო­ბერტ ლუის სტი­ვენ­სო­ნი ("განძთა კუნ­ძუ­ლი") კო­კა­ი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ წერ­და. "უც­ნა­უ­რი ის­ტო­რია" კი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნია, რო­მელ­შიც მწერ­ლის ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი.

• ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა - კენ კი­ზიმ ("ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა") სა­კუ­თარ თავ­ზე რამ­დე­ნი­მე ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ცა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მა­რი­ხუ­ა­ნის შე­ნახ­ვის­თვის 5 თვით და­ა­პა­ტიმ­რეს.

• მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჰან­ტერ ტომპსონს ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი დედა ზრდი­და. ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ე­ბი­სა და მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ი­წყო. შემ­დეგ ჟურ­ნალ­ში - Rolling Stone სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. პო­პუ­ლა­რუ­ლი გონ­ზო-ჟურ­ნა­ლის­ტი იყო (რე­პორ­ტი­ო­რი, რო­მე­ლიც სტა­ტი­ას სარ­კაზ­მი­თა და ზოგ­ჯერ უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კით პირ­ველ პირ­ში გად­მოს­ცემს). მისი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნია "შიში და სი­ძულ­ვი­ლი ლას-ვე­გას­ში". ნარ­კო­ტი­კე­ბის გარ­და ტომპსო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მოყ­ვა­რუ­ლიც გახ­ლდათ და 67 წლის ასაკ­ში, ია­რა­ღით თა­მა­შის დროს თავი მო­იკ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნარკომანი შემოქმედები

ნარკომანი შემოქმედები

• დრამატურგი და ნოველისტი - ჟან კოქტო ოპიუმს ახალგაზრდა საყვარლის გარდაცვალების შემდეგ მიეძალა. ნარკოტიკით დარდის გაქარვება სურდა. ხშირად ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ წერდა. ხოლო, როცა ნარკომანიისგან განკურნება გადაწყვიტა, წიგნი - "ოპიუმი, ნარკომანის დღიური" შექმნა.

• საშინელებათა ჟანრის მწერალი - სტივენ კინგი ("შინაური ცხოველების სასაფლაო") კოკაინზე იყო "შემჯდარი".

• ამერიკელი ფანტასტიკის ჟანრის მწერალი - ფილიპ დიკი თავდაპირველად ალკოჰოლს ეტანებოდა. შემდეგ ჰალუცინოგენური პრეპარატები მოსინჯა და მისი ზემოქმედებით 11 რომანი, რამდენიმე ესეი და მოთხრობა დაწერა.

• ინგლისელი ოლდოს ჰაქსლი ("გენიოსი და ქალღმერთი") ჯიმ მორისონის საყვარელი მწერალი გახლდათ. მუსიკოსმა ჯგუფს სახელი ჰაქსლის ერთ-ერთი ესეის - The Doors of Perception პატივსაცემად შეურჩია. ჰაქსლის ნაწარმოებებში ნარკოტიკის ზემოქმედებაა გადმოცემული.

• ამერიკელი მწერლის - უილიამ ბეროუზის საყვარელი ნარკოტიკი ჰეროინი იყო. ერთხელ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ საკუთარი ცოლი მოკლა (მეუღლეც ნარკომანი იყო), შემდეგ კი წერა დაიწყო. მისი თითქმის ყველა რომანი ავტობიოგრაფიულია. სხვათა შორის, ტერმინი ჰევიმეტალი პირველად ბეროუზის ერთ-ერთ რომანში - "ექსპრესი ნოვა" გაჩნდა.

• ფრანგი პოეტი - შარლ ბოდლერი 1844-1849 წლებში "ჰაშიშის კლუბის" წევრი იყო.

• ამერიკელმა მწერალმა - ჯეკ კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა. მას "ბიტნიკთა თაობის" (ლიტერატურული მოძრაობა XX საუკუნის 40-70 წლებში) მეფე შეარქვეს. გატაცებული იყო მარიხუანით, ბუდიზმითა და მოგზაურობით. ნარკომანიას ალკოჰოლიზმიც დაემატა და მწერალი ციროზით გარდაიცვალა.

• შოტლანდიელი მწერალი - რობერტ ლუის სტივენსონი ("განძთა კუნძული") კოკაინის ზემოქმედების ქვეშ წერდა. "უცნაური ისტორია" კი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებია გადმოცემული.

• ამერიკელმა მწერალმა - კენ კიზიმ ("ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა") საკუთარ თავზე რამდენიმე ნარკოტიკის ზემოქმედება გამოცადა. მოგვიანებით კი მარიხუანის შენახვისთვის 5 თვით დააპატიმრეს.

• მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰანტერ ტომპსონს ალკოჰოლდამოკიდებული დედა ზრდიდა. ჯარიდან დაბრუნებულმა სტატიებისა და მოთხრობების წერა დაიწყო. შემდეგ ჟურნალში - Rolling Stone სტატიებს აქვეყნებდა. პოპულარული გონზო-ჟურნალისტი იყო (რეპორტიორი, რომელიც სტატიას სარკაზმითა და ზოგჯერ უცენზურო ლექსიკით პირველ პირში გადმოსცემს). მისი ყველაზე პოპულარული რომანია "შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში". ნარკოტიკების გარდა ტომპსონი ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულიც გახლდათ და 67 წლის ასაკში, იარაღით თამაშის დროს თავი მოიკლა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს