Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ
პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

პე­და­გო­გე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ებს იწყე­ბენ, - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა "ალია" აქ­ვეყ­ნებს.

29 აგ­ვის­ტოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ იმ კან­დი­დატ­თა და სკო­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ეს კან­დი­და­ტე­ბი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ებ­მა სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბად უნდა აირ­ჩი­ონ. რა­ო­დენ დიდი იყო 116-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის დი­მიტ­რი მე­ჭურ­ჭლიშ­ვი­ლის გა­ო­ცე­ბა, როცა ამ სი­ა­ში სა­კუ­თა­რი თავი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, არა­და სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს პი­როვ­ნე­ბა არც გა­ნათ­ლე­ბი­თა და არც კომ­პე­ტენ­ცი­ით თა­ვად სა­მი­ნის­ტროს კად­რებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, - წერს "ალია" და მკი­თხველს 116-ე სკო­ლის პე­და­გოგ­თან, "პე­და­გოგ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ფე­რა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს სთა­ვა­ზობს.

"მას შემ­დეგ, რაც ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ სა­ნი­კი­ძე მოგ­ვევ­ლი­ნა მი­ნის­ტრად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­ვი­და არ­ნა­ხულ კრი­ზის­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მთლი­ა­ნი სეგ­მენ­ტი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო და ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა მაღ­ლა იწევს სა­ნი­კი­ძის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გარ­თუ­ლია შაშ­კი­ნი­სე­ულ ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვა­ში. სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს ორი დაჯ­გუ­ფე­ბა: ერთი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებს, მაგ­რამ ვერ ერე­ვა სა­ნი­კი­ძეს და, მე­ო­რე, რო­მე­ლიც მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სა­მი­ნის­ტრო გა­და­ვი­და არ­ნა­ხულ დიქ­ტატ­ზე. სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა 70% და­საქ­მე­ბუ­ლია ამ უწყე­ბის გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ ცის­მა­რე დღეს შე­იძ­ლე­ბა, და­ეს­ხას სკო­ლას თავს და მი­დის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ვის უწე­რია ზედ­მე­ტი ორი­ა­ნი, რომ მერე ამის მი­ხედ­ვით სკო­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნონ.

... რა­ტომ არის დიქ­ტა­ტის მცდე­ლო­ბა? იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ხმა ვერ ამო­ი­ღონ და კვლავ დარ­ჩნენ იმ ხელ­ფა­სის ამა­რა, რომ­ლი­თაც თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია და სა­ცო­და­ვი პე­და­გო­გი იმ 300 ლა­რით აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ვდე­ბა. ყვე­რა­ფე­რი ამის გამო მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ სა­ნი­კი­ძე უნდა გა­დად­გეს. ახლა რა ხდე­ბა: მოკ­ლედ, მე ვმუ­შა­ობ 116-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი შე­ე­წი­რა ჩემს აქ­ტი­ვო­ბას, იმას რომ მე პე­და­გოგ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი მაქვს და იმას, რომ ვი­თხოვ­დი და ვი­თხოვ პე­და­გო­გე­ბის­თვის ხელ­ფა­სის გაზ­რდას იმ ოდე­ნო­ბამ­დე, რომ პე­და­გოგ­მა თავი ირ­ჩი­ნოს", - ამ­ბობს და­ვით ფე­რა­ძე "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას და ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში დი­რექ­ტორ დი­მიტ­რი მე­ჭურ­ჭლიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უშუ­ა­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და მი­ნის­ტრ თა­მარ სა­ნი­კი­ძეს მი­ა­წერს.

და­ვით ფე­რა­ძე ამ­ბობს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 116-ე სკო­ლა­ში დი­მიტ­რი მე­ჭურ­ჭლიშ­ვილს სხვა დი­რექ­ტო­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს, საპ­რო­ტეს­ტო ზო­მებს მი­მარ­თა­ვენ:

"აქ­ცი­ის წევ­რე­ბი არ ვა­პი­რებთ სკო­ლა­ში შეს­ვლას და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, თუკი სხვა დი­რექ­ტორს მოგ­ვიყ­ვა­ნენ და რაში გა­და­იზ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ სხვა დი­რექ­ტორს მოგ­ვიყ­ვა­ნენ, 15 სექ­ტემ­ბრი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 116-ე სკო­ლა­ში არ გა­ნახ­ლდე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ფე­რა­ძემ "ალი­ას".

პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ, - ამ სახელწოდებით სტატიას გამოცემა "ალია" აქვეყნებს.

29 აგვისტოს განათლების სამინისტრომ იმ კანდიდატთა და სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭოებმა სკოლების დირექტორებად უნდა აირჩიონ. რაოდენ დიდი იყო 116-ე სკოლის დირექტორის დიმიტრი მეჭურჭლიშვილის გაოცება, როცა ამ სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, არადა სკოლის პედაგოგების განცხადებით, ეს პიროვნება არც განათლებითა და არც კომპეტენციით თავად სამინისტროს კადრებს არ ჩამოუვარდება, - წერს "ალია" და მკითხველს 116-ე სკოლის პედაგოგთან, "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" თავმჯდომარე დავით ფერაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.

"მას შემდეგ, რაც ქალბატონი თამარ სანიკიძე მოგვევლინა მინისტრად, განათლების სისტემა შევიდა არნახულ კრიზისში. ჩემი ინფორმაციით, სკოლის მთლიანი სეგმენტი და მასწავლებლები არიან ძალიან უკმაყოფილო და ტემპერატურა ნელ-ნელა მაღლა იწევს სანიკიძის საწინააღმდეგოდ. ეს ქალბატონი გართულია შაშკინისეულ ინტრიგების ხლართვაში. სამინისტროში არსებობს ორი დაჯგუფება: ერთი, რომელიც მინისტრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ვერ ერევა სანიკიძეს და, მეორე, რომელიც მას ექვემდებარება. სამინისტრო გადავიდა არნახულ დიქტატზე. სამინისტროს თანამშრომელთა 70% დასაქმებულია ამ უწყების გენერალურ ინსპექციაში, რომელიც ყოველ ცისმარე დღეს შეიძლება, დაესხას სკოლას თავს და მიდის დოკუმენტების შემოწმება, ვის უწერია ზედმეტი ორიანი, რომ მერე ამის მიხედვით სკოლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

... რატომ არის დიქტატის მცდელობა? იმიტომ, რომ მასწავლებლებმა ხმა ვერ ამოიღონ და კვლავ დარჩნენ იმ ხელფასის ამარა, რომლითაც თავის გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და საცოდავი პედაგოგი იმ 300 ლარით აუცილებლად მოკვდება. ყვერაფერი ამის გამო მივედი დასკვნამდე, რომ სანიკიძე უნდა გადადგეს. ახლა რა ხდება: მოკლედ, მე ვმუშაობ 116-ე საჯარო სკოლაში და ამ სკოლის დირექტორი შეეწირა ჩემს აქტივობას, იმას რომ მე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მაქვს და იმას, რომ ვითხოვდი და ვითხოვ პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდას იმ ოდენობამდე, რომ პედაგოგმა თავი ირჩინოს", - ამბობს დავით ფერაძე "ალიასთან" საუბრისას და ამავე ინტერვიუში დირექტორ დიმიტრი მეჭურჭლიშვილის გათავისუფლებას უშუალოდ განათლების სამინისტროს და მინისტრ თამარ სანიკიძეს მიაწერს.

დავით ფერაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 116-ე სკოლაში დიმიტრი მეჭურჭლიშვილს სხვა დირექტორი ჩაანაცვლებს, საპროტესტო ზომებს მიმართავენ:

"აქციის წევრები არ ვაპირებთ სკოლაში შესვლას და გაკვეთილების ჩატარებას, თუკი სხვა დირექტორს მოგვიყვანენ და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. სავარაუდოდ, თუ სხვა დირექტორს მოგვიყვანენ, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი 116-ე სკოლაში არ განახლდება", - განუცხადა ფერაძემ "ალიას".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია