მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გემი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცავებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს
გემი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცავებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს

სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, და­ვით ბაქ­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და აჭა­რის მთავ­რო­ბის ექსთავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე თურ­ქე­თი­დან სა­ბერ­ძნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რობ­დნენ, კუნ­ძულ სა­მოს­ზე ოთხი სა­ა­თით შე­ა­ყოვ­ნეს.

რო­გორც და­ვით ბაქ­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ამის თა­ო­ბა­ზე სა­ელ­ჩო­ში ინ­ფორ­მა­ცია კუნ­ძულ სა­მო­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან შე­ვი­და.

"მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვა­წო­და სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სა­მო­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, დი­მიტ­რი კა­პა­კი­დის­მა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გუ­შინ, 18:00 სა­ათ­ზე, თურ­ქე­თის მხრი­დან, კუნ­ძულ სა­მოს­ზე შე­ვი­და ბრი­ტა­ნე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი იახ­ტა, რომ­ლის ბორტზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პას­პორ­ტის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რის მიერ შე­სუ­ლია მო­თხოვ­ნა პი­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, სა­ბერ­ძნეთს არ ჰქონ­და პი­რის და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მა­თი­ვე თქმით, გემი კუნ­ძულ­ზე ოთხი სა­ა­თით და­ა­ყოვ­ნეს, რის შემ­დე­გაც უკან გაბ­რუნ­და თა­ვი­სი ეპი­კა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბით. ეს არის სა­ბერ­ძნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, კერ­ძოდ კი სა­მო­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის­გან მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, პრო­ცე­დუ­რე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს და­უს­წრებ­ლად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გემი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცავებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს

გემი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცავებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გემი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ექსთავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.

როგორც დავით ბაქრაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის თაობაზე საელჩოში ინფორმაცია კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა, დიმიტრი კაპაკიდისმა. ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა