პაპარაცების გადაჭარბებული ყურადღების გამო, ხანდახან ვარსკვლავების რეპუტაცია ილახება, ზოგჯერ კი არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ ზიანსაც კი აყენებენ მათ. რამდენიმე დღის წინ აბეზარი პაპარაცის მიზეზით ინგლისელი სუპერვარსკვლავი დევიდ ბექჰემი დაზარალდა. სპორტსმენს პაპარაცები ტატუ- სალონთან ელოდებოდნენ. ფოტოკამერებს რომ გაცლოდა, ფეხბურთელი სწრაფად დაჯდა მოტოციკლზე და მიმალვა სცადა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ასფალტზე გადაბრუნდა.
სერიოზული ტრავმები საბედნიეროდ ბექჰემს არ მიუღია. თუმცა მარჯვენა ხელი დაეჭიმა და მთელ სხეულზე ნაკაწრები დარჩა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ახალი ფოტოები, რომლებიც ავარიის შემდეგ გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბექჰემი ოჯახთან ერთად Ice bucket challenge-ში იღებდა მონაწილეობას. ოჯახიდან აქციაში მონაწილეობა მხოლოდ ყველაზე პატარა ქალიშვილმა არ მიიღო.