მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები
ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები

ბეს­ლა­ნის ტრა­გე­დი­ი­დან 12 წელი გა­ვი­და. 2004 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ქა­ლაქ ბეს­ლან­ში №1 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მძევ­ლად ბო­ე­ვიკ­თა ჯგუფ­მა აიყ­ვა­ნა. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რო­რის­ტებს სკო­ლის შე­ნო­ბა­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი ჰყავ­დათ 1100 ბავ­შვი, მათი მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ტე­რო­რის­ტებ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შა­მილ ბა­სა­ე­ვის წე­რი­ლი გა­დას­ცეს, სა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩეჩ­ნე­თი­დან რუ­სე­თის ჯა­რის გაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და.

 

ტე­რო­რის­ტებს მძევ­ლე­ბი, მათ შო­რის, ასო­ბით მცი­რე­წლო­ვა­ნი, არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, გა­უ­საძ­ლის სი­ცხე­ში სკო­ლის სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჰყავ­დათ დამ­წყვდე­უ­ლი. მათ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ არა­თუ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, წყლის და­ლე­ვაც კი.

რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა სამი დღის შემ­დეგ სკო­ლა შტურ­მით აი­ღეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ი­ღუ­პა 334 მძე­ვა­ლი, მოკ­ლულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. 700-მდე ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქნა 31 ტე­რო­რის­ტი, მათ შო­რის, 2 ქალი.

...სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ტე­რაქ­ტი გა­და­ი­ტა­ნეს, ახლა უკვე ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან. მათი მო­გო­ნე­ბე­ბი, ში­შე­ბი, ფიქ­რე­ბი მო­მა­ვალ­ზე... - ეს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, რო­მელ­შიც ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი უმ­ძი­მეს დღე­ებს იხ­სე­ნე­ბენ, 2014 წელ­საა ჩა­წე­რი­ლი.

ზა­რი­ნა ცი­რი­ხო­ვა, 24 წლის:

მე და ჩემი და, რო­გორც ყვე­ლა მოს­წავ­ლე, პირ­ველ სექ­ტემ­ბერს სკო­ლა­ში წა­ვე­დით. ახლა ვხვდე­ბი, რომ მა­შინ ჰა­ერ­შიც კი უბე­დუ­რე­ბის სუნი ტრი­ა­ლებ­და. დედა აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო, ინ­ტუ­ი­ცია კარ­ნა­ხობ­და ცუდს. სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დით, ყუ­რა­დღე­ბა იმან მი­ი­პყრო, რომ ჭუ­ჭყი­ა­ნი გა­რე­მო დაგ­ვხვდა, არა­და, სხვა დროს სულ სი­სუფ­თა­ვე გვხვდე­ბო­და. მა­ლე­ვე გა­ვი­გო­ნეთ სრო­ლის ხმა. კაი ხანი მე­გო­ნა, რომ ფილ­მს იღებ­დნენ. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე ფო­ი­ერ­ვერ­კებს ის­ვრი­ან მეთ­ქი. რო­დე­საც ტე­რო­რის­ტე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ვერც მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და. ვხე­დავ­დი ამ ხალ­ხს და ვერ ვი­ჯე­რებ­დი.

თა­ვი­დან ათამ­დე კაცი იყო, მაგ­რამ სულ უფრო მა­ტუ­ლობ­და მათი რი­ცხვი. ყვე­ლას წვე­რი ჰქონ­და, სათ­ვა­ლე­ე­ბი ეკე­თა და ავ­ტო­მა­ტე­ბი ეჭი­რათ. თა­ვი­დან სკო­ლი­დან გა­მოქ­ცე­ვა მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ გა­მახ­სენ­და, რომ ჩემი და სკო­ლა­ში იყო და მივ­ბრუნ­დი. ფი­ზკულ­ტუ­რის კა­ბი­ნეტ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. ბომ­ბე­ბი სა­დღე­სას­წა­უ­ლო მო­სარ­თა­ვე­ბი­ვით ჩა­მო­კი­დეს. ჩვენ­თან ერ­თად თა­ნაკ­ლა­სე­ლის მშო­ბე­ლიც მოხ­ვდა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­წყნა­რებ­და. მას­თან ტე­რო­რის­ტი მი­ვი­და, მუხ­ლებ­ზე და­ა­ყე­ნა და თუ არ და­წყნარ­დე­ბით ვეს­ვრიო, გა­მოგ­ვი­ცხა­და. ერ­თმა­ნე­თის დამ­შვი­დე­ბა და­ვი­წყეთ. მაგ­რამ ტე­რო­რის­ტმა მა­ინც გა­ის­რო­ლა. ცხე­და­რი კა­ბი­ნე­ტის შუ­ა­გულ­ში და­აწ­ვი­ნეს, რომ კარ­გად დაგ­ვე­ნა­ხა, რო­გორ სდი­ო­და სის­ხლი. შემ­დეგ მის­სა­ვე შვი­ლებს მო­აწ­მენ­დი­ნეს სის­ხლი­ა­ნი ია­ტა­კი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. ორი ძმა და მამა და­ი­ღუპ­ნენ.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს კა­ცე­ბი დახ­ვრი­ტეს. აა­ყე­ნეს და გა­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა­ნი მივ­ხვდით, რომ ბო­ლო­ჯერ ვხე­დავ­დით მათ. ჩემი კლა­სე­ლის და მე­ო­რე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და. სულ და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვი­ცო­დით, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და ავ­ფეთ­ქე­ბუ­ლი­ყა­ვით. რო­დე­საც შტურ­მი და­ი­წყო, ტე­რო­რის­ტე­ბი მზად არ იყ­ვნენ ამის­თვის. ეგო­ნათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ მო­თხოვ­ნებს შე­ას­რუ­ლებ­და და კო­რი­დორს გა­უხ­სნი­და. რო­დე­საც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, არ მახ­სოვს, იქი­დან რო­გორ გა­მო­ვე­დი. ჩემ წინ დედა-შვი­ლი იწვა, შვი­ლი მკვდა­რი იყო. ბავ­შვის დედა ჩემ­სკენ გა­მო­ხოხ­და და წა­ვე­დი­თო, მი­თხრა. ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი იყო. ვუ­ყუ­რებ­დი, დე­დამ შვი­ლი რო­გორ და­ტო­ვა. მეც დავ­ტო­ვე ჩემი და. როცა გავ­რბო­დი, მო­მა­ძა­ხა, არ მი­მა­ტო­ვოო. როცა გა­მოვ­ძვე­რი, მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხვდი, რა მი­თხრა და უკან შევ­ბრუნ­დი. რა­ღა­ცას და­ვარ­ტყი თავი და გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. სას­წა­უ­ლია, რომ მე და ჩემი და გა­დავ­რჩით. მარ­თა­ლია, ტრავ­მე­ბი გა­მოგ­ვყვა, ჩემი და ტყვი­ით და­იჭ­რა, მე თავ­ში ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩამ­რჩა, სმე­ნა თით­ქმის ორი­ვემ დავ­კარ­გეთ.

ტე­რაქ­ტმა თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა. თით­ქოს ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ტე­რაქ­ტამ­დე და ტე­რაქ­ტის მერე კა­ტე­გო­რი­ად არის და­ყო­ფი­ლი. ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ისაა, რომ კი­დევ არ ვი­ცით სი­მარ­თლე. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეც­დო­მე­ბის გამო ბავ­შვებს მოგ­ვიხ­და პა­სუ­ხის­გე­ბა. არც მახ­სოვს, რა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ ტე­რო­რის­ტებს, მგო­ნი ჩეჩ­ნე­თი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ ყვე­ლამ გვი­ღა­ლა­ტა. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბავ­შვე­ბი? ჩვენ ხომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ გვქონ­და.

ამი­ნა კაჩ­მა­ზო­ვა, 17 წლის:

სკო­ლა­ში ორ მე­გო­ბარ­თან, ალი­ნას­თან და ლა­ლას­თან ერ­თად წა­ვე­დი. ორი­ვე­ნი და­ი­ღუპ­ნენ. ჩემ­ზე შვი­დი წლით დი­დე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი თა­ვი­ანთ კლას­ში წა­ვიდ­ნენ, მე ჩემ­სა­ში. შემ­დეგ კი იცით, აფეთ­ქე­ბე­ბი. და­ბა­ლი სი­მაღ­ლის ვი­ყა­ვი, სკო­ლის გა­სას­ვლელ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­დე­ქი. შე­მეძ­ლო და­სა­წყის­ში გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და არ მეს­მო­და.

მე­ო­რე დღეს წყალს არი­გებ­დნენ, ოღონდ მხო­ლოდ მათ აძ­ლევ­დნენ, ვინც 6 წლის ან უფრო პა­ტა­რა იყო. მე მო­ვა­ტყუე ექ­ვსის ვარ მეთ­ქი და მომ­ცეს წყა­ლი. ჭამა სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და. მხო­ლოდ მწყუ­რო­და. მე­სა­მე დღეს ტუ­ა­ლეტ­შიც აღარ გვიშ­ვებ­დნენ, არც წყალს გვას­მევ­დნენ. უკვე გა­სა­გე­ბი იყო, რომ რა­ღაც მოხ­და. როცა აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო, არა­ვინ არ გარ­ბო­და, ხალ­ხი მკვდა­რი იწვა. მე დავ­რბო­დი წინ და უკან, მერე ქალ­მა და­მი­ძა­ხა, მოდი აქო. რომ მი­ვე­დი, ხელი ჩამ­კი­და და გა­ვი­ქე­ცით. მე­ო­რე მხა­რეს კი­დევ ერთი გო­გო­ნა მოს­დევ­და. მერე რო­გორც გა­ირ­კვა, ქალს, რო­მელ­მაც გა­და­მარ­ჩი­ნა, ეგო­ნა, რომ მისი შვი­ლი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც იქ და­ი­ღუ­პა. შემ­დეგ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მოვ­ჩნდით, წყლით სავ­სე ვედ­რო და­ვი­ნა­ხე და და­ვე­წა­ფე. ჭურ­ვი შე­მო­აგ­დეს, რუსი სპეც­ნა­ზე­ლი და­აწ­ვა ჭურვს, რომ არ დავ­შა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვით. რა თქმა უნდა, და­ი­ღუ­პა რუ­სე­თის გმი­რი.

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­და­ვი­ტა­ნე. ემო­ცი­უ­რი ვარ, სა­კუ­თარ თავ­ში არ ვი­კე­ტე­ბი. რო­დე­საც ყვე­ბი, უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა პრობ­ლე­მა. არ მიყ­ვარს ახალ წელს პე­ტარ­დებს რომ აფეთ­ქე­ბენ, მე­ზი­ზღე­ბა. არ არის სა­სა­ცი­ლო, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ფე­ხებ­ში ასა­ფეთ­ქებ­ლებს უგ­დე­ბენ. არც ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი მიყ­ვარს.

ძა­ლი­ან დიდი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს. რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ისე არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. დღემ­დე ვი­ნა­ხავ ნა­ხა­ტებს და წე­რი­ლებს, რო­მელ­საც მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. ყველ­გან გვპა­ტი­ჟებ­დნენ და კარ­გად გვხვდე­ბოდ­ნენ. ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ, რომ სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებ­დით თვა­ლებ­ში. როცა ეს ხდე­ბა, ხვდე­ბი, რომ მთა­ვა­რი სი­ცო­ცხლეა და ის ჭკუ­ით უნდა და­ხარ­ჯო.

ლენა გა­ი­ტო­ვა, 22 წლის:

31 აგ­ვის­ტოს და­მე­სიზ­მრა, რომ სა­წო­ლის წინ დიდი კა­რა­და იდგა, რო­მელ­საც სარ­კე ჰქონ­და. მე ვწე­ვარ, სა­წო­ლის უკან ვი­მა­ლე­ბი, ყვე­ლა კუ­თხე­ში კი ბავ­შვე­ბი ზიან. ჩემ­თან წვე­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ია­რა­ღით ხელ­ში. ვცდი­ლობ ვერ შე­მამ­ჩნი­ონ, მაგ­რამ მა­ინც და­მი­ნა­ხა­ვენ, წინ სარ­კეა. რო­დე­საც მო­მი­ახ­ლოვ­დნენ, მა­შინ გა­მაღ­ვი­ძეს სკო­ლა­ში წა­დიო. სკო­ლის­გან ცოტა მო­შო­რე­ბით მა­ღა­ზია იყო, წყლის სა­ყიდ­ლად ვა­პი­რებ­დით გას­ვლას, მაგ­რამ მე და­ვი­ჟი­ნე, დაგ­ვაგ­ვი­ან­დე­ბა მეთ­ქი და მოვ­ხვდით სკო­ლა­ში.

რო­დე­საც აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ რო­გორ­ღაც სკო­ლი­დან გა­მო­ვე­დი, მხო­ლოდ მცი­რე­დი დამ­წვრო­ბე­ბი მქონ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოთხი დღე ვი­წე­ქი. სახ­ლში რომ მო­ვე­დი, მა­მა­ჩე­მი გა­უ­პარ­სა­ვი და შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი დამ­ხვდა. დე­და­საც შა­ვე­ბი ეცვა. სკო­ლა­ში ძმას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ვკი­თხე რა მოხ­და თქო. ახლა ისე­თი დროა, ასეა სა­ჭი­როო. ალა­ნი სა­დაა მეთ­ქი და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, ხვალ მო­ვი­ნა­ხუ­ლებ­თო და აბა­ზა­ნა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გა­მო­ვე­დი, დე­დას ალა­ნის დიდი ფოტო ეჭი­რა და მი­თხრა, ესაა რაც მის­გან დაგ­ვრჩაო. სკო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ჩემ­ზე ოთხი წლით დიდი იყო.

კრის­ტი­ნა ძგო­ე­ვა, 21 წლის:

სკო­ლას­თან ვი­დე­ქი, უცებ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი კა­ცე­ბი მო­ვიდ­ნენ და ყვი­რი­ლი და­ი­წყეს, სკო­ლა და­პყრო­ბი­ლია, ვე­რა­ვინ გა­იქ­ცე­ვაო. ფი­ზკულ­ტუ­რის დარ­ბაზ­ში გა­ვი­ქე­ცით. დე­და­ჩე­მი, მა­მა­ჩე­მი და ჩემი და ცალ­კე იდ­გნენ. შემ­დეგ ვი­პოვ­ნე ფი­ზკულ­ტუ­რის დარ­ბაზ­ში. რო­დე­საც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ერ­თმა­ნე­თი დავ­კარ­გეთ. დე­და­ჩე­მი და­ვი­ნა­ხე და ფან­ჯრი­დან გა­დავ­ხტი. ჩემ დას ვერ ვპო­უ­ლობ­დით, მერე გა­ვი­გეთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ათი წლის იყო.

რო­ზი­ტა ცი­რი­ხო­ვა, 20 წლის:

სკო­ლა­ში მე, ლენა და ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი წა­ვე­დით. ზა­რი­ნა ჩემ­ზე ცო­ტა­თი დიდი იყო. დი­დად არ უნ­დო­და პირ­ველ სექ­ტემ­ბერს სკო­ლა­ში წას­ვლა. დაგ­ვი­ა­ნე­ბა უნ­დო­და. მე მე­ხუ­თე კლას­ში გა­დავ­დი­ო­დი და ძა­ლი­ან მინ­დო­და დრო­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. სრო­ლა რომ და­ი­წყო, ვი­ფიქ­რე ბუშ­ტე­ბი სკდე­ბა მეთ­ქი. რო­დე­საც მოვ­ბრუნ­დი, და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა გარ­ბო­და. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და და რა უნდა მექ­ნა. ვი­ღაც ქალ­მა ხელი მომ­კი­და და ფი­ზკულ­ტუ­რის დარ­ბაზ­ში წა­მიყ­ვა­ნა.

მე­ო­რე დღეს და­ვი­ნა­ხე ჩემი და რო­გორ გა­ყავ­დათ. გას­ვლი­სას კოც­ნა გა­მო­მიგ­ზავ­ნა, თით­ქოს და­მემ­შვი­დო­ბა. მე­სა­მე დღეს ლე­ნას­თან ერ­თად ვი­ჯე­ქი, ძა­ლი­ან მწყუ­რო­და. ქალი მო­ვი­და შვილ­თან ერ­თად და მთხო­ვა, გავ­ყო­ლო­დი წყლის და­სა­ლე­ვად. როცა ავ­დე­ქი, დამ და­მი­ძა­ხა, რო­ზი­ტა სად მი­დი­ხარ, მოგ­კლა­ვე­ნო. თა­ვის­კენ მე­ქა­ჩე­ბო­და. დავ­ჯე­ქი, გვერ­დით ბიჭი იწვა და მას­ზე და­მაწ­ვი­ნეს. ძა­ლი­ან მე­ძი­ნე­ბო­და.

ფან­ჯა­რა­ზე ავე­დი და გა­დავ­ხტი. არც მახ­სოვს სად გა­დავ­ხტი. საით გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი ვერ ვხვდე­ბო­დი. ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან ჩა­მოვ­ჯე­ქი. ბევ­რი ბავ­შვი იყო ირ­გვლივ. ზოგს თვა­ლი არ ჰქონ­და, ზოგი მთლი­ა­ნად სის­ხლში იყო ამოს­ვრი­ლი, ვი­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი: ღმერ­თო ჩემო, რა კარ­გია რომ მე ნორ­მა­ლუ­რად ვარ. შემ­დეგ ფეხ­ზე და­ვი­ხე­დე და ვხე­დავ, რომ ფეხ­ში ხვრე­ლი მაქვს. მაგ­რამ არ მტკი­ო­და. ფეხი მეწ­ვო­და, მაგ­რამ დი­დად ვერ ვგრძნობ­დი, ყური გა­ცი­ლე­ბით უფრო მეწ­ვო­და. იქი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს.

შეგ­ვიძ­ლია ხოლ­მე შე­ვიკ­რი­ბოთ და ამის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ. ტკი­ვი­ლი რჩე­ბა. ტკი­ვი­ლი მუ­დამ თან გვახ­ლავს. ჩემი კლა­სი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ეს არ იშ­ლე­ბა, ამი­ტომ ტკი­ვი­ლიც არ ქრე­ბა. ტრავ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მი­ვი­ღე, ყო­ველ წელს მახ­სე­ნე­ბენ თავს. 10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც იქ მოვ­ხვდი. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ ბავ­შვად აღარ ვგრძნობ­დი თავს. რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­მოვ­დი­ო­დით, არა­სა­ბავ­შვო თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. მალე გა­ვი­ზარ­დეთ. ახლა მოს­კოვ­ში მე­ხუ­თე კურ­სზე ვსწავ­ლობ. თუმ­ცა ეს იმას სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა, რომ ბეს­ლა­ნი­დან გაქ­ცე­ვა მინ­დო­და. ძა­ლი­ან მინ­და ბეს­ლან­ში ჩას­ვლა, მაგ­რამ მო­მა­ვალს რომ შევ­ხე­დოთ, იქ ისეთ სა­მუ­შა­ოს ვერ ვი­შო­ვი, რომ­ლის ხელ­ფა­სიც მე­ყო­ფა. ამი­ტომ მოს­კოვ­ში ვრჩე­ბი. მაგ­რამ მგო­ნია, რომ იქ დავ­ბრუნ­დე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია svoboda.mobi-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები

ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები

ბესლანის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

 

ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი, არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, წყლის დალევაც კი.

რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

...სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ტერაქტი გადაიტანეს, ახლა უკვე ზრდასრულები არიან. მათი მოგონებები, შიშები, ფიქრები მომავალზე... - ეს ინტერვიუები, რომელშიც ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები უმძიმეს დღეებს იხსენებენ, 2014 წელსაა ჩაწერილი.

ზარინა ცირიხოვა, 24 წლის:

მე და ჩემი და, როგორც ყველა მოსწავლე, პირველ სექტემბერს სკოლაში წავედით. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ჰაერშიც კი უბედურების სუნი ტრიალებდა. დედა აფორიაქებული იყო, ინტუიცია კარნახობდა ცუდს. სკოლაში რომ მივედით, ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ჭუჭყიანი გარემო დაგვხვდა, არადა, სხვა დროს სულ სისუფთავე გვხვდებოდა. მალევე გავიგონეთ სროლის ხმა. კაი ხანი მეგონა, რომ ფილმს იღებდნენ. შემდეგ ვიფიქრე ფოიერვერკებს ისვრიან მეთქი. როდესაც ტერორისტები გამოჩნდნენ, ვერც მივხვდი რა ხდებოდა. ვხედავდი ამ ხალხს და ვერ ვიჯერებდი.

თავიდან ათამდე კაცი იყო, მაგრამ სულ უფრო მატულობდა მათი რიცხვი. ყველას წვერი ჰქონდა, სათვალეები ეკეთა და ავტომატები ეჭირათ. თავიდან სკოლიდან გამოქცევა მოვახერხე, მაგრამ გამახსენდა, რომ ჩემი და სკოლაში იყო და მივბრუნდი. ფიზკულტურის კაბინეტში წაგვიყვანეს. ბომბები სადღესასწაულო მოსართავებივით ჩამოკიდეს. ჩვენთან ერთად თანაკლასელის მშობელიც მოხვდა, რომელიც ყველას გვაწყნარებდა. მასთან ტერორისტი მივიდა, მუხლებზე დააყენა და თუ არ დაწყნარდებით ვესვრიო, გამოგვიცხადა. ერთმანეთის დამშვიდება დავიწყეთ. მაგრამ ტერორისტმა მაინც გაისროლა. ცხედარი კაბინეტის შუაგულში დააწვინეს, რომ კარგად დაგვენახა, როგორ სდიოდა სისხლი. შემდეგ მისსავე შვილებს მოაწმენდინეს სისხლიანი იატაკი. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ გადარჩენილა. ორი ძმა და მამა დაიღუპნენ.

პირველივე დღეს კაცები დახვრიტეს. ააყენეს და გაიყვანეს და ყველანი მივხვდით, რომ ბოლოჯერ ვხედავდით მათ. ჩემი კლასელის და მეორე დღეს გარდაიცვალა, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. სულ დაძაბულები ვიყავით, ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ავფეთქებულიყავით. როდესაც შტურმი დაიწყო, ტერორისტები მზად არ იყვნენ ამისთვის. ეგონათ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს შეასრულებდა და კორიდორს გაუხსნიდა. როდესაც აფეთქება მოხდა, არ მახსოვს, იქიდან როგორ გამოვედი. ჩემ წინ დედა-შვილი იწვა, შვილი მკვდარი იყო. ბავშვის დედა ჩემსკენ გამოხოხდა და წავედითო, მითხრა. ძალიან მძიმე სურათი იყო. ვუყურებდი, დედამ შვილი როგორ დატოვა. მეც დავტოვე ჩემი და. როცა გავრბოდი, მომაძახა, არ მიმატოვოო. როცა გამოვძვერი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა მითხრა და უკან შევბრუნდი. რაღაცას დავარტყი თავი და გონება დავკარგე. სასწაულია, რომ მე და ჩემი და გადავრჩით. მართალია, ტრავმები გამოგვყვა, ჩემი და ტყვიით დაიჭრა, მე თავში ჭურვის ნამსხვრევები ჩამრჩა, სმენა თითქმის ორივემ დავკარგეთ.

ტერაქტმა თავისი კვალი დატოვა. თითქოს ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მაინც ტერაქტამდე და ტერაქტის მერე კატეგორიად არის დაყოფილი. ყველაზე საწყენი ისაა, რომ კიდევ არ ვიცით სიმართლე. საშინელებაა, რომ პოლიტიკოსების შეცდომების გამო ბავშვებს მოგვიხდა პასუხისგება. არც მახსოვს, რა მოთხოვნები ჰქონდათ ტერორისტებს, მგონი ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველამ გვიღალატა. რატომ მაინცდამაინც ბავშვები? ჩვენ ხომ ჯერ ყველაფერი წინ გვქონდა.

ამინა კაჩმაზოვა, 17 წლის:

სკოლაში ორ მეგობართან, ალინასთან და ლალასთან ერთად წავედი. ორივენი დაიღუპნენ. ჩემზე შვიდი წლით დიდები იყვნენ. ისინი თავიანთ კლასში წავიდნენ, მე ჩემსაში. შემდეგ კი იცით, აფეთქებები. დაბალი სიმაღლის ვიყავი, სკოლის გასასვლელთან ძალიან ახლოს ვიდექი. შემეძლო დასაწყისში გავქცეულიყავი, მაგრამ პატარა ვიყავი და არ მესმოდა.

მეორე დღეს წყალს არიგებდნენ, ოღონდ მხოლოდ მათ აძლევდნენ, ვინც 6 წლის ან უფრო პატარა იყო. მე მოვატყუე ექვსის ვარ მეთქი და მომცეს წყალი. ჭამა საერთოდ არ მინდოდა. მხოლოდ მწყუროდა. მესამე დღეს ტუალეტშიც აღარ გვიშვებდნენ, არც წყალს გვასმევდნენ. უკვე გასაგები იყო, რომ რაღაც მოხდა. როცა აფეთქებები დაიწყო, არავინ არ გარბოდა, ხალხი მკვდარი იწვა. მე დავრბოდი წინ და უკან, მერე ქალმა დამიძახა, მოდი აქო. რომ მივედი, ხელი ჩამკიდა და გავიქეცით. მეორე მხარეს კიდევ ერთი გოგონა მოსდევდა. მერე როგორც გაირკვა, ქალს, რომელმაც გადამარჩინა, ეგონა, რომ მისი შვილი ვიყავი, რომელიც იქ დაიღუპა. შემდეგ სამზარეულოში აღმოვჩნდით, წყლით სავსე ვედრო დავინახე და დავეწაფე. ჭურვი შემოაგდეს, რუსი სპეცნაზელი დააწვა ჭურვს, რომ არ დავშავებულიყავით. რა თქმა უნდა, დაიღუპა რუსეთის გმირი.

ყველაფერი კარგად გადავიტანე. ემოციური ვარ, საკუთარ თავში არ ვიკეტები. როდესაც ყვები, უფრო მარტივი ხდება პრობლემა. არ მიყვარს ახალ წელს პეტარდებს რომ აფეთქებენ, მეზიზღება. არ არის სასაცილო, როდესაც ბავშვები ერთმანეთს ფეხებში ასაფეთქებლებს უგდებენ. არც ფოიერვერკები მიყვარს.

ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური. დღემდე ვინახავ ნახატებს და წერილებს, რომელსაც მიგზავნიდნენ. ყველგან გვპატიჟებდნენ და კარგად გვხვდებოდნენ. ჩვენ გამორჩეულები ვართ, იმიტომ, რომ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. როცა ეს ხდება, ხვდები, რომ მთავარი სიცოცხლეა და ის ჭკუით უნდა დახარჯო.

ლენა გაიტოვა, 22 წლის:

31 აგვისტოს დამესიზმრა, რომ საწოლის წინ დიდი კარადა იდგა, რომელსაც სარკე ჰქონდა. მე ვწევარ, საწოლის უკან ვიმალები, ყველა კუთხეში კი ბავშვები ზიან. ჩემთან წვერიანი ადამიანები მოდიან იარაღით ხელში. ვცდილობ ვერ შემამჩნიონ, მაგრამ მაინც დამინახავენ, წინ სარკეა. როდესაც მომიახლოვდნენ, მაშინ გამაღვიძეს სკოლაში წადიო. სკოლისგან ცოტა მოშორებით მაღაზია იყო, წყლის საყიდლად ვაპირებდით გასვლას, მაგრამ მე დავიჟინე, დაგვაგვიანდება მეთქი და მოვხვდით სკოლაში.

როდესაც აფეთქების შემდეგ როგორღაც სკოლიდან გამოვედი, მხოლოდ მცირედი დამწვრობები მქონდა. საავადმყოფოში ოთხი დღე ვიწექი. სახლში რომ მოვედი, მამაჩემი გაუპარსავი და შავებში ჩაცმული დამხვდა. დედასაც შავები ეცვა. სკოლაში ძმასთან ერთად ვიყავი. ვკითხე რა მოხდა თქო. ახლა ისეთი დროა, ასეა საჭიროო. ალანი სადაა მეთქი და საავადმყოფოშია, ხვალ მოვინახულებთო და აბაზანაში შემიყვანეს. როდესაც გამოვედი, დედას ალანის დიდი ფოტო ეჭირა და მითხრა, ესაა რაც მისგან დაგვრჩაო. სკოლაში დაიღუპა. ჩემზე ოთხი წლით დიდი იყო.

კრისტინა ძგოევა, 21 წლის:

სკოლასთან ვიდექი, უცებ შავებში ჩაცმული კაცები მოვიდნენ და ყვირილი დაიწყეს, სკოლა დაპყრობილია, ვერავინ გაიქცევაო. ფიზკულტურის დარბაზში გავიქეცით. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და ცალკე იდგნენ. შემდეგ ვიპოვნე ფიზკულტურის დარბაზში. როდესაც აფეთქება მოხდა, ერთმანეთი დავკარგეთ. დედაჩემი დავინახე და ფანჯრიდან გადავხტი. ჩემ დას ვერ ვპოულობდით, მერე გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ათი წლის იყო.

როზიტა ცირიხოვა, 20 წლის:

სკოლაში მე, ლენა და ერთი ჩვენი მეგობარი წავედით. ზარინა ჩემზე ცოტათი დიდი იყო. დიდად არ უნდოდა პირველ სექტემბერს სკოლაში წასვლა. დაგვიანება უნდოდა. მე მეხუთე კლასში გადავდიოდი და ძალიან მინდოდა დროზე მივსულიყავი. სროლა რომ დაიწყო, ვიფიქრე ბუშტები სკდება მეთქი. როდესაც მოვბრუნდი, დავინახე, ყველა გარბოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და რა უნდა მექნა. ვიღაც ქალმა ხელი მომკიდა და ფიზკულტურის დარბაზში წამიყვანა.

მეორე დღეს დავინახე ჩემი და როგორ გაყავდათ. გასვლისას კოცნა გამომიგზავნა, თითქოს დამემშვიდობა. მესამე დღეს ლენასთან ერთად ვიჯექი, ძალიან მწყუროდა. ქალი მოვიდა შვილთან ერთად და მთხოვა, გავყოლოდი წყლის დასალევად. როცა ავდექი, დამ დამიძახა, როზიტა სად მიდიხარ, მოგკლავენო. თავისკენ მექაჩებოდა. დავჯექი, გვერდით ბიჭი იწვა და მასზე დამაწვინეს. ძალიან მეძინებოდა.

ფანჯარაზე ავედი და გადავხტი. არც მახსოვს სად გადავხტი. საით გავქცეულიყავი ვერ ვხვდებოდი. ავტოფარეხებთან ჩამოვჯექი. ბევრი ბავშვი იყო ირგვლივ. ზოგს თვალი არ ჰქონდა, ზოგი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, ვიჯექი და ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რა კარგია რომ მე ნორმალურად ვარ. შემდეგ ფეხზე დავიხედე და ვხედავ, რომ ფეხში ხვრელი მაქვს. მაგრამ არ მტკიოდა. ფეხი მეწვოდა, მაგრამ დიდად ვერ ვგრძნობდი, ყური გაცილებით უფრო მეწვოდა. იქიდან საავადმყოფოში წამიყვანეს.

შეგვიძლია ხოლმე შევიკრიბოთ და ამის შესახებ ვისაუბროთ. ტკივილი რჩება. ტკივილი მუდამ თან გვახლავს. ჩემი კლასიდან ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა. მეხსიერებიდან ეს არ იშლება, ამიტომ ტკივილიც არ ქრება. ტრავმები, რომლებიც სკოლაში მივიღე, ყოველ წელს მახსენებენ თავს. 10 წლის ვიყავი, როდესაც იქ მოვხვდი. ბავშვი ვიყავი, მაგრამ იქ ბავშვად აღარ ვგრძნობდი თავს. როდესაც ქუჩაში გამოვდიოდით, არასაბავშვო თემებზე ვსაუბრობდით. მალე გავიზარდეთ. ახლა მოსკოვში მეხუთე კურსზე ვსწავლობ. თუმცა ეს იმას საერთოდ არ ეხება, რომ ბესლანიდან გაქცევა მინდოდა. ძალიან მინდა ბესლანში ჩასვლა, მაგრამ მომავალს რომ შევხედოთ, იქ ისეთ სამუშაოს ვერ ვიშოვი, რომლის ხელფასიც მეყოფა. ამიტომ მოსკოვში ვრჩები. მაგრამ მგონია, რომ იქ დავბრუნდები.

მომზადებულია svoboda.mobi-ს მიხედვით

კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება