პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს
რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს

ბოლო დღე­ებ­ში, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. 28 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას, რუ­სუ­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს და ქვეყ­ნის სიღ­რმე­ში და­ი­წყეს შეს­ვლა. ფაქ­ტობ­რი­ვად ამ ფაქ­ტმა, რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. ახლა იქ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე არც კი­ე­ვი და არც მოს­კო­ვი არ სა­უბ­რო­ბენ.

უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი ჯა­რი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბას მოს­კო­ვი არ აღი­ა­რებს. ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა 1-ელ სექ­ტემ­ბერს, რუ­სე­თის პირ­ველ­მა დიპ­ლო­მატ­მა - სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ა­კე­თა. ის უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს. ლავ­რო­ვის გან­მარ­ტე­ბით, მოს­კო­ვი მხო­ლოდ მოვ­ლე­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბას უჭერს მხარს.

ოფი­ცი­ა­ლურ მოს­კოვს უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი ტან­კე­ბის და მე­დე­სან­ტე­ე­ბის ყოფ­ნის აღი­ა­რე­ბა არ აწყობს. კრემ­ლი ბოლო მო­მენ­ტამ­დე სა­კუ­თა­რი ჩა­რე­ვის ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვას შე­ეც­დე­ბა. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა.

ინ­ტერ­ნეტ­ში, მათ შო­რის უცხო­ურ სამ­ხედ­რო ფო­რუ­მებ­ზე სულ უფრო ხში­რად იდე­ბა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი­სა და სამ­ხედ­რო კო­ლო­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი. ტან­კე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ზე მათი იერი მი­უ­თი­თებს. მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ანექ­სი­ის­თვის, მოს­კოვ­მა სა­კუ­თა­რი T-72-ების ბოლო მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი - Т-72Б3-ები გაგ­ზავ­ნა. ასე­თი მო­დი­ფი­კა­ცი­ის ტან­კე­ბი მხო­ლოდ რუ­სე­თის არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია. სა­ბა­ზო მო­დე­ლის­გან ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ახა­ლი მრა­ვალ­რე­ჟი­მუ­ლი სა­მიზ­ნით Сосна-У, მუხ­ლუ­ხო­ე­ბით, ქა­რის დე­ტექ­ტო­რით და დი­ნა­მი­უ­რი დაც­ვის ელე­მენ­ტე­ბით Контакт-5 გა­მო­ირ­ჩე­ვა. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი ასე­თი ტან­კი, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უკ­რი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 30 აგ­ვის­ტოს ჩა­იგ­დეს ხელ­ში.

მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში შეჭ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­კო­ვი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მო­მა­რა­გე­ბას გა­ნაგ­რძობს. ტე­რო­რის­ტე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 152 მმ-იანი მი­საბ­მე­ლი ჰა­უ­ბი­ცე­ბიც გა­მოჩ­ნდა.

ფრონ­ტებ­ზე ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის­თვის უა­რე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე საურ-მო­გი­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ, მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან გან­დევ­ნეს. ბევრ ად­გი­ლას არ­მია თავ­დაც­ვით ბრძო­ლებ­ზე გა­და­ვი­და და პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს.

ცო­ცხალ ძა­ლას­თან ერ­თად, გა­ი­ზარ­და ტექ­ნი­კის და­ნა­კარ­გე­ბიც. უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­მი­ამ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ტან­კი, ჯავ­შან-ტრასნ­პორ­ტი­ო­რი, სა­არ­ტი­ლე­რიო სა­შუ­ა­ლე­ბა და­კარ­გა.

26 აგ­ვის­ტოს პრე­ზი­დენ­ტმა პო­რო­შენ­კომ, ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე და­ნა­ყო­ფე­ბის ია­რა­ღი­თა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბით მო­მა­რა­გე­ბის­თვის, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სა­წყო­ბე­ბის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი სა­არ­მიო და მო­ხა­ლი­სე­თა და­ნა­ყო­ფე­ბის­თვის, სა­ჭი­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა რე­გი­ონ­ში არა­უგ­ვი­ა­ნეს 48 სა­ათ­ში უნდა გა­იგ­ზავ­ნოს.

პა­რა­ლე­ლუ­რად მზარ­დი და­ნა­კარ­გე­ბის შევ­სე­ბას კი­ე­ვი და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის ხარ­ჯზე ცდი­ლობს. ორ ცვლა­ში მო­მუ­შა­ვე უკ­რა­ი­ნულ სა­რე­მონ­ტო ქარ­ხნებ­ში, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბის, ტან­კე­ბის, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის, ქვე­მე­ხე­ბის აღ­დგე­ნა. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 6,500 ტან­კი, 7,000 ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 7,200 ქვე­მე­ხი და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ტექ­ნი­კის ნა­წილს ყიდ­ნენ. ნა­წილს კი აკონ­სერ­ვებ­დნენ. დღეს ია­რა­ღი­სა და ტექ­ნი­კის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, არ­მია იძუ­ლე­ბუ­ლია 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უქ­მად მდგა­რი ტექ­ნი­კა აღად­გი­ნოს და ფრონტზე გაგ­ზავ­ნოს.

26 აგ­ვის­ტოს, მინ­სკში გა­მარ­თულ პო­რო­შენ­კო-პუ­ტი­ნის 2 სა­ა­თი­ან­მა შეხ­ვედ­რამ, რო­გორც ჩანს, შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნა. შეხ­ვედ­რი­დან 2 დღე­ში მოს­კო­ვი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტან­კე­ბით შე­ვი­და. მას შემ­დეგ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბიც შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. 1 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა არ­მი­ამ ლუ­განსკის აე­რო­პორ­ტი­დან უკან და­ი­ხია.

დიდი და­ნა­კარ­გე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია კონ­ფლიქ­ტში ეპი­ზო­დუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, 31 აგ­ვის­ტოს ორმა Су-25-მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­სულ რუ­სულ სამ­ხედ­რო კო­ლო­ნებ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში.

31 აგ­ვის­ტოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­მა ზღვა­ზეც გა­და­ი­ნაც­ვლეს. მა­რი­უ­პოლ­თან, ნა­პი­რი­დან 3 მილ­ში მყოფ სა­ნა­პი­რო დაც­ვის კა­ტარ­ღებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ერთ-ერთ კა­ტარ­ღას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და მა­ლე­ვე ჩა­ი­ძი­რა. 8 მე­ზღვა­უ­რი მე­ო­რე მცუ­რავ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა. ორი კი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ კა­ტარ­ღებ­ზე იე­რი­ში უც­ნობ­მა შვე­ულმფრე­ნებ­მა მი­ი­ტა­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს

რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს

ბოლო დღეებში, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 28 აგვისტოს გამთენიისას, რუსული არმიის სამხედრო შენაერთებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის სიღრმეში დაიწყეს შესვლა. ფაქტობრივად ამ ფაქტმა, რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას წერტილი დაუსვა. ახლა იქ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. თუმცა ოფიციალურად საომარი მოქმედებების დაწყებაზე არც კიევი და არც მოსკოვი არ საუბრობენ.

უკრაინაში საკუთარი ჯარისა და სამხედრო ტექნიკის არსებობას მოსკოვი არ აღიარებს. ასეთი შინაარსის განცხადება 1-ელ სექტემბერს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა - სერგეი ლავროვმა გააკეთა. ის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს. ლავროვის განმარტებით, მოსკოვი მხოლოდ მოვლენების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში საკუთარი ტანკების და მედესანტეების ყოფნის აღიარება არ აწყობს. კრემლი ბოლო მომენტამდე საკუთარი ჩარევის ფაქტების დამალვას შეეცდება. თუმცა რეალური ვითარება სრულიად საპირისპიროა.

ინტერნეტში, მათ შორის უცხოურ სამხედრო ფორუმებზე სულ უფრო ხშირად იდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გადაადგილებული რუსული ტანკებისა და სამხედრო კოლონების ფოტოები. ტანკების კუთვნილებაზე მათი იერი მიუთითებს. მეზობელი სახელმწიფოს ანექსიისთვის, მოსკოვმა საკუთარი T-72-ების ბოლო მოდიფიკაციები - Т-72Б3-ები გაგზავნა. ასეთი მოდიფიკაციის ტანკები მხოლოდ რუსეთის არმიის შეიარაღებაშია. საბაზო მოდელისგან ის ვიზუალურად ახალი მრავალრეჟიმული სამიზნით Сосна-У, მუხლუხოებით, ქარის დეტექტორით და დინამიური დაცვის ელემენტებით Контакт-5 გამოირჩევა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი ტანკი, პრაქტიკულად გამართულ მდგომარეობაში უკრინელმა სამხედროებმა 30 აგვისტოს ჩაიგდეს ხელში.

მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის პარალელურად, მოსკოვი მეამბოხეების მომარაგებას განაგრძობს. ტერორისტების განკარგულებაში 152 მმ-იანი მისაბმელი ჰაუბიცებიც გამოჩნდა.

ფრონტებზე ვითარება უკრაინული მხარისთვის უარესობისკენ შეიცვალა. სტრატეგიული სიმაღლე საურ-მოგილის დაკარგვის შემდეგ, მეამბოხეებმა უკრაინელი სამხედროები რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს. ბევრ ადგილას არმია თავდაცვით ბრძოლებზე გადავიდა და პოზიციების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს.

ცოცხალ ძალასთან ერთად, გაიზარდა ტექნიკის დანაკარგებიც. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში არმიამ რამდენიმე ათეული ტანკი, ჯავშან-ტრასნპორტიორი, საარტილერიო საშუალება დაკარგა.

26 აგვისტოს პრეზიდენტმა პოროშენკომ, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე დანაყოფების იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებისთვის, დაკონსერვებული სამხედრო საწყობების გახსნის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რეგიონში მოქმედი საარმიო და მოხალისეთა დანაყოფებისთვის, საჭირო შეიარაღება რეგიონში არაუგვიანეს 48 საათში უნდა გაიგზავნოს.

პარალელურად მზარდი დანაკარგების შევსებას კიევი დაკონსერვებული ტექნიკის ხარჯზე ცდილობს. ორ ცვლაში მომუშავე უკრაინულ სარემონტო ქარხნებში, აქტიურად მიმდინარეობს დაკონსერვებული საარტილერიო სისტემების, ტანკების, ჯავშანტექნიკის, ქვემეხების აღდგენა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი უკრაინის განკარგულებაში 6,500 ტანკი, 7,000 ჯავშანტექნიკა, 7,200 ქვემეხი და საარტილერიო სისტემა აღმოჩნდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში, უფულობის პირობებში ტექნიკის ნაწილს ყიდნენ. ნაწილს კი აკონსერვებდნენ. დღეს იარაღისა და ტექნიკის დეფიციტის პირობებში, არმია იძულებულია 10-15 წლის განმავლობაში უქმად მდგარი ტექნიკა აღადგინოს და ფრონტზე გაგზავნოს.

26 აგვისტოს, მინსკში გამართულ პოროშენკო-პუტინის 2 საათიანმა შეხვედრამ, როგორც ჩანს, შედეგი არ მოიტანა. შეხვედრიდან 2 დღეში მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტანკებით შევიდა. მას შემდეგ მეამბოხეებიც შეტევაზე გადავიდნენ. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა არმიამ ლუგანსკის აეროპორტიდან უკან დაიხია.

დიდი დანაკარგების გამო, უკრაინული სამხედრო ავიაცია კონფლიქტში ეპიზოდურად მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, არსებული ცნობით, 31 აგვისტოს ორმა Су-25-მა უკრაინის ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ სამხედრო კოლონებზე მიიტანეს იერიში.

31 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებმა ზღვაზეც გადაინაცვლეს. მარიუპოლთან, ნაპირიდან 3 მილში მყოფ სანაპირო დაცვის კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთ კატარღას ცეცხლი გაუჩნდა და მალევე ჩაიძირა. 8 მეზღვაური მეორე მცურავმა საშუალებამ გადაარჩინა. ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არსებობს ვერსია, რომ კატარღებზე იერიში უცნობმა შვეულმფრენებმა მიიტანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა