სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ
"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ

მას მერე, რაც დაჩი დარ­ჩი­ას შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე, ამ ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტით მთლი­ა­ნად შეძ­რუ­ლი ვარ. ჩემ გარ­შე­მო მხო­ლოდ ეს ფრა­ზა მეს­მის: "ასეთ კე­თილ, თბილ და წე­სი­ერ ადა­მი­ანს რომ მოკ­ლავ, არა­კა­ცი ხარ!" დიახ, ის სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს...

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, დაჩი ბარ­ში დი­ჯე­იდ მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კო­ბენ მის სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შევ­რებ­ზე -არა­და, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კლი­პი­სა თუ ვი­დე­ორ­გო­ლის ავ­ტო­რია, ვი­ნა­ი­დან პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რი იყო...

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ კლიპ­ზე ყო­ველ­თვის პარტნი­ორ, თა­ნა­რე­ჟი­სორ ბასა სამ­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მათ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს, ესე­ნია - ქეთა თო­ფუ­რი­ას "შა­ი­რი" (რიმ­ტი­რი, რიმ­ტი­რი...), ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის "შე­ნამ­დე", მზია არა­ბუ­ლის "იას ვუ­თხა­რი ტურ­ფა­სა", ლიკა შუ­ბი­თი­ძის ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რა, ძმე­ბი გუ­ლაშ­ვი­ლე­ბის ჯა­ზუ­რი კომ­პო­ზი­ცია... ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ალ­ბათ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქეთა თო­ფუ­რი­ას კლი­პი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლიც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბი­დან არ ჩა­მო­დი­ო­და. ის ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის -"შეხ­ვედ­რდრა მთა­ში" მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს. მას­ში ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დე­ბი ლე­ი­ლა აბა­ში­ძე და თენ­გიზ არ­ჩავ­ძეც თა­მა­შობ­დნენ (ქეთა კი კლიპ­ში ახალ­გაზ­რდა ლე­ი­ლა აბა­ში­ძის პერ­სო­ნაჟს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და).

რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი და­ჩიმ ლიკა შუ­ბი­თი­ძის კლი­პი -"თუ ასე ტურ­ფა იყა­ვი" მარ­ტომ გა­და­ი­ღო და ამ სა­კი­თხზე ტრა­დი­ცი­უ­ლად საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უც მომ­ცა.

იმის გამო, რომ თემა რე­ჟი­სო­რის­თვის არც ისე მარ­ტი­ვი იყო, გა­სა­აზ­რებ­ლად დრო სჭირ­დე­ბო­და, მას­ზე 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა. თა­ნაც, მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც არ­თუ­ლებ­და, რომ თა­ვად მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ამე­რი­კა­ში გახ­ლდათ (ემიგ­რან­ტი); ამი­ტომ დაჩი ლი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ინ­ტერ­ნე­ტის, კონ­კრე­ტუ­ლად კი -სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებ­და. ნა­მუ­შე­ვა­რი მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და...

ახლა კი იმ ჩვე­ნი დი­ა­ლო­გის გახ­სე­ნე­ბა მინ­და, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "გზა­ში" იმ პე­როდ­ში და­ი­ბეჭ­და.

-დაჩი, ყო­ველ­თვის პარტნი­ორ­თან -ბასა სამ­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ. ამ­ჯე­რად მარ­ტომ რა­ტომ გა­და­ი­ღე? თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტან­დე­მი ხომ არ და­ი­შა­ლა?

- რო­დე­საც ჩვე­ნი აზ­რე­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იყო­ფა, ვამ­ჯო­ბი­ნებთ, რომ ცალ-ცალ­კე ვი­მუ­შა­ოთ. ასე იყო ახ­ლაც, ლი­კას კლიპ­ზე. თუმ­ცა ორი­ვე ერ­თად, ამა­ჟა­მად, ერთ ვი­დე­ორ­გოლ­ზე ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გვაქვს ერ­თად წა­მო­წყე­ბუ­ლი. ასე რომ, არ დავ­შლილ­ვართ, ისევ ერ­თად ვართ (იღი­მე­ბა).

-რაც შე­ე­ხე­ბა შენს ახალ კლიპს, მას­ზე რას გვე­ტყვი?

- ყვე­ლა­ფე­რი ჩემი და ლი­კას მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. რო­დე­საც რა­ი­მე ახალ კომ­პო­ზი­ცი­ას ჩა­წერს ხოლ­მე, ერთ-ერთ პირ­ველს, მისი მე­გობ­რე­ბი­დან, უცხო­ე­თი­დან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, მე მიგ­ზავ­ნის და მა­ს­მე­ნი­ნებს, რად­გა­ნაც ჩემი აზრი აინ­ტე­რე­სებს. რო­დე­საც მისი ახა­ლი სიმ­ღე­რა -"თუ ასე ტურ­ფა იყა­ვი", მო­ვის­მი­ნე, სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლიც კი იყო თუ ამ ცნო­ბი­ლი თე­მის ასე­თი ინ­ტერ­პე­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბო­და.

- ლიკა ამ სიმ­ღე­რა­ში ფოლკ­ლო­რულ ხაზს მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა თემა თა­ნა­მედ­რო­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­ვულ მუ­სი­კის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა...

-დიახ, ასეა. აქვს თავ­სი კულ­მი­ნა­ცია, სა­ო­ცა­რი დრა­მა­ტიზ­მი... ეს კი ნე­ბის­მი­ე­რი რე­ჟი­სო­რის­თვის ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­სა­ღე­ბად სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლაა ანუ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ზი­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას იძლვა, რომ ბევ­რი იფიქ­რო და არა მარ­ტი­ვად.

- კომ­პო­ზი­ცია რომ მო­ის­მი­ნე, მას­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი მა­შინ­ვე გა­გიჩ­ნდა?

- მა­შინ­ვე, ოღონდ, ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა არა­ვის­თვის მით­ქვამს, თე­მას ჩემ­თვის ჩა­ვუღ­რმავ­დი... მერე ამ სიმ­ღე­რის ძვე­ლი ვერ­სი­ე­ბი -ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით მო­ვის­მი­ნე.Aამ კომ­პო­ზი­ცი­ას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებ­და აგ­რეთ­ვე ფლე­ი­ტის­ტი, აწ­გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით ოძე­ლაშ­ვი­ლი; მას კომ­პო­ზი­ცი­ის­თვის რა­ტომ­ღაც "ალ­თა­ნია" და­ურ­ქმე­ვია... ამ სა­ხელ­წო­დე­ბა­მაც და­მა­ფიქ­რა... ამას­თან, და­ვი­წყე სი­ტყვის "ტურ­ფას" სიღ­რმე­ებ­ში წვდო­მა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ვა­წყდი. დღე­ვან­დელ ქარ­თულ სლენ­გში "ტურ­ფა" მი­ღე­ბუ­ლია, "კე­კელ­კა" ქალ­ბა­ტო­ნის სი­ნო­ნი­მად -ქალ­ბა­ტო­ნი­სა, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად გა­დაპ­რან­ჭუ­ლია და ცოტა უგე­მოვ­ნო­დაც. თა­ვის­თა­ვად კი ის არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვაა და ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვარს, ძვირ­ფასს და რე­ლიკ­ვი­ად­ქ­ცე­ულს ნიშ­ნავს. რო­დე­საც ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი ტურ­ფას მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს, იგი შე­იძ­ლე­ბა, ისე და­ი­სა­კუთ­რონ, რომ თი­ლის­მა­დაც იქ­ცეს...…

-ბევ­რი გი­ფიქ­რია...

-კი, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც ვი­ყა­ვი, უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ვი­კი­თხე. ერთ ძველ, სა­ინ­ტე­რე­სო წე­რილ­საც გა­ვე­ცა­ნი, რომ თურ­მე სი­ტყვა -"ტურ­ფა" წვი­მის ქალღმერთ მა­ი­ას არ­სე­ბო­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც შიკ­რი­კად ჭი­ა­მა­ია ჰყავ­და.

ჭი­ა­მა­ი­ას კი, ამ სა­ო­ცარ არ­სე­ბას, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლე­ბი "მე­რის ხო­ჭოს" ეძა­ხი­ან ანუ წმინ­და მა­რი­ა­მის ხო­ჭოს, მუს­ლი­მა­ნებს თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მის მი­მართ. ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ის აუ­ცი­ლებ­ლად ღვთის სხელს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მას ოდით­გან­ვე ჭი­ა­მა­ია ერ­ქვა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მას ჰქონ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ეთ­ნო­სი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა ელე­მენ­ტე­ბი აღე­ბუ­ლი. თუნ­დაც ის, რომ წვი­მის ქალღმერთ მა­ი­ას ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი არ აქვს; წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდ­ში ასე­თი რი­ტუ­ა­ლიც არ­სე­ბობ­და -გა­სა­თხო­ვარ ან გა­უ­თხო­ვარ ქა­ლებს უფ­რო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჭი­ა­მა­ი­ებს ხელ­ზე ას­მევ­დნენ და ამ­ბობ­დნენ ასეთ ფრა­ზას: -"ჭიავ, ჭიავ, მა­პოვ­ნი­ნე, მე შენ დე­დას გა­პოვ­ნი­ნებ". "მა­პოვ­ნი­ნე­ში" კი იმ "ტურ­ფას" პოვ­ნა იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი, ძვირ­ფა­სი და მისი ცხოვ­რე­ბის თან­მაგ­ზავ­რი იქ­ნე­ბო­და.

-შენი თე­მა­ში ასე­თი ღრმა წვდო­მა, ვფიქ­რობ, გა­მოჩ­ნდა კი­დე­ვაც ნა­მუ­შე­ვარ­ში, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ... მაგ­რამ რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი გაზ­რე­ბა ერ­თია, ყვე­ლაფ­რის თავ­მოყ­რა-რე­ა­ლი­ზე­ბა კი -მე­ო­რე. რო­გორ მო­ა­ხერ­ხე ეს?

-კლი­პის­თვის გარ­კვე­ულ მა­სა­ლას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვი­ღებ­დი, რა­ღაც კად­რებს კი ლიკა, ჩემი თხოვ­ნით, ხან და­მო­უ­კი­დებ­ლად და ხან მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ამე­რი­კა­ში იღებ­და. მას

სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი -ვე­უბ­ნებ­დი, სად უნდა და­ედ­გა კა­მე­რა, რომ შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბი გა­და­ე­ღო, რა დის­ტან­ცი­ით უნდა ყო­ფი­ლი­ყო კა­მე­რას­თან. ერთხელ სახ­ლში, იქ სა­დაც ცხოვ­რობს, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნიც კი მო­ა­წყო... მოკ­ლედ, კადრში, სა­დაც ლიკა ჩანს, ის მა­სა­ლა ამე­რი­კა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი -სა­ქარ­თვე­ლო­ში.

-ვი­დე­ორ­გოლ­ში სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს სი­ტყვას -"მიყ­ვარ­ხარ!" ასე რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

-რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჭი­ა­მა­ი­ას არა­ერ­თი ერის ფოლკ­ლორ­სა თუ მი­თოს­ში თა­ვი­სე­ბუ­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სამ­წუ­თი­ან კლიპ­ში თავ­მოყ­რას ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი და თან, გა­მარ­თლე­ბუ­ლიც არ იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ზო­გა­დად, სიყ­ვა­რულს, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი თა­ნამ­გზავ­რის აღ­მო­ჩე­ნა­სა და პოვ­ნას და­ვუ­კავ­ში­რე. კლი­პის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ამ­ბობს სი­ტყვას -მიყ­ვარ­ხარ! და არა ფრა­ზას -"ჭიავ, ჭიავ, მა­პოვ­ნი­ნე, მე შენ დედა გა­პოვ­ნი­ნებ!" თუმ­ცა კლი­პი სრულ­დე­ბა ამ სი­ტყვე­ბი­თა და იმ "რი­ტუ­ა­ლით", რო­მელ­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე და შო­რი­დან ის­მის ხან ბავ­შვის, ხა­ნაც ლი­კას ხმა: -"ჭიავ, ჭავ, მა­პოვ­ნი­ნე, მე შენ დე­დას გა­პოვ­ნი­ნებ"...

-პი­რა­დად შენ­თვის რას ნიშ­ნავს სიყ­ვა­რუ­ლი?

-ცხოვ­რე­ბა­ში თუკი რამე კარ­გი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სი­ყავ­რულს უკავ­შირ­დე­ბა. რომ არა ეს გრძნო­ბა, ვერ ვიქ­ნე­ბო­დი რე­ჟი­სო­რი და ვერ გა­და­ვი­ღებ­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის გა­რე­შე ვი­დე­ორ­გოლს. რომ არ მიყ­ვარ­დეს, ამ ყვე­ლაფ­რის ასე გა­კე­თე­ბის იდე­აც არ მო­ვი­დო­და. სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ კა­ცობ­რი­ო­ბის ღერ­ძია, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი. არ შე­იძ­ლე­ბა, სიყ­ვა­რულ­მა ცუდი რამ შექ­მნას. მე ასე მეს­მის და მჯე­რა!.. თან, ლი­კას ნა­მუ­შე­ვა­რი რომ მო­ვის­მი­ნე, მა­შინ­ვე გა­მიჩ­ნდა ამის ასე გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი. არა­და, იგი­ვე თემა სხვა მომ­ღერ­ლის შეს­რუ­ლე­ბით რომ მო­მეს­მი­ნა, ალ­ბათ სრუ­ლი­ად სხვა კლიპს შევ­ქმნი­დი. მე ამ ნა­მუ­შევ­რით ლი­კას ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი პი­რა­დი ტრა­გე­დის გად­მო­ცე­მაც მინ­დო­და, რად­გა­ნაც ვიცი, მან ეს თემა რა­ტო­მაც აიღო. კარ­გად ვიც­ნობ მას და ვიცი, რომ მის­თვის კლი­პის ასე გა­და­წყვე­ტა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ამას­თან, ის იმ რან­გის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, რომ მის ვი­დე­ორ­გოლ­ზე ვინც არ უნდა იმუ­შა­ოს, ვერ შექ­მნის კლიპს მხო­ლოდ ეფექ­ტე­ბით, ლა­მა­ზი კოს­ტი­უ­მე­ბი­თა და კარ­გი გრი­მით... მის­გან ისე­თი მუხ­ტი მო­დის, რომ ყვე­ლა­ფე­რი რღმად უნდა გა­ი­აზ­რო.

-ეს ახალ ნა­მუ­შე­ვა­რი შავ-თეთ­რია. აქა-იქ თუ გა­მოჩ­ნდე­ბა წი­თე­ლი და მწვა­ნე ფერი. რა­ტომ?

-ბევ­რი ფერი ჩემ­ში დიდ ქა­ოს­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ამის გამო ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­საც ვე­რი­დე­ბი, თუნ­დაც იმის გამო, რომ თვა­ლე­ბი მეღ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მას­კა­რად­ზე ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ყვე­ლა­ფე­რი, ბრჭყვი­ა­ლებს, მა­გარმ იქ მე 15 წუთ­ში სა­ო­ცარ დაღ­ლი­ლო­ბას ვგრძნობ. ამი­ტომ კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დამ­ჯდა­რი ფე­რე­ბი მირ­ჩევ­ნია.

-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბაც ახ­სე­ნე და სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გქონ­და თუ არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტერ­სე­ბა?

-არა, აქ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბამ გა­ა­კე­თა. რო­დე­საც ვმუ­შა­ობ, მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ, რომ სათ­ქმე­ლი ვთქვა ისე, რო­გორც ვხე­დავ, გან­ვიც­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არ ვფიქ­რობ იმა­ზე, ნა­მუ­შე­ვა­რი ვის რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბა და მი­ი­ღებს. მე ვქმნი, შე­ფა­სე­ბა სხვი­სი საქ­მეა.

ჩემ­თვის მთავ­რი ის არის, რომ ვი­დეო მგო­ნი, ლი­კას­თვის მი­სა­ღე­ბი და ძვირ­ფა­სი გავ­ხა­დე, რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, ვიცი, ის კომ­პო­ზი­ცია რა­ტომ შექ­მნა. "თუ ასე ტურ­ფა იყა­ვი", -ეს მისი ტკი­ვი­ლი იყო. მან ამით ყო­ფილ სიყ­ვა­რულს მი­მარ­თა და იქვე და­ემ­შვი­დო­ბა კი­დეც! ამ ყვე­ლა­ფერს სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა ახ­ლავს. კლიპ­ში იმ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით, რომ­ლე­ბიც გა­და­ვი­ღე და თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვით -"მიყ­ვარ­ხარ!" და­ფიქ­სირ­და, ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ე­ბიც -დე­და­ჩე­მი და ჩემი დაც გა­და­ვი­ღე. ეკ­რა­ნი­დან ასე­ვე სიყ­ვა­რულს გვიხ­სნის ლი­კას დედა -ქალ­ბა­ტო­ნი ნანა შუ­ბი­თი­ძე, ლი­კას ძმა და მო­ხუ­ცი ბე­ბია-ბა­ბუა...

პ.ს. აი, ასე­თი ღრმა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი, მე­გობ­რებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, კე­თი­ლი, მო­აზ­როვ­ნე, ყუ­რა­ღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო დაჩი... მას ბევ­რი გეგ­მა და ოც­ნე­ბა ჰქონ­და. დი­ჯე­იდ კი მუ­შა­ობ­და, მგრამ მისი სწრაფ­ვა და სურ­ვი­ლი რე­ჟი­სო­რო­ბა იყო და ამ საქ­მის­თვის მზად იყო თუნ­დაც უან­გა­როდ ეშ­რო­მა... სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბით ამ ქვეყ­ნად, ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ

"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ

მას მერე, რაც დაჩი დარჩიას შემზარავი მკვლელობის ამბავი შევიტყვე, ამ ტრაგიკული ფაქტით მთლიანად შეძრული ვარ. ჩემ გარშემო მხოლოდ ეს ფრაზა მესმის: "ასეთ კეთილ, თბილ და წესიერ ადამიანს რომ მოკლავ, არაკაცი ხარ!" დიახ, ის სიცოცხლეს გამოასალმეს...

როგორც აღინიშნა, დაჩი ბარში დიჯეიდ მუშაობდა, მაგრამ ნაკლებად ლაპარაკობენ მის სარეჟისორო ნამუშევრებზე -არადა, არაერთი საინტერესო კლიპისა თუ ვიდეორგოლის ავტორია, ვინაიდან პროფესიით რეჟისორი იყო...

ისიც ცნობილია, რომ კლიპზე ყოველთვის პარტნიორ, თანარეჟისორ ბასა სამხარაძესთან ერთად მუშაობდა. რაც შეეხება მათ ერთობლივ პროექტებს, ესენია - ქეთა თოფურიას "შაირი" (რიმტირი, რიმტირი...), ვერიკო ტურაშვილის "შენამდე", მზია არაბულის "იას ვუთხარი ტურფასა", ლიკა შუბითიძის ცნობილი იტალიური სიმღერა, ძმები გულაშვილების ჯაზური კომპოზიცია... ამ ჩამონათვალიდან ალბათ ყველაზე წარმატებული ქეთა თოფურიას კლიპი აღმოჩნდა, რომლიც ქართული მუსიკალური არხებიდან არ ჩამოდიოდა. ის ქართული მხატვრული ფილმის -"შეხვედრდრა მთაში" მიხედვით გადაიღეს. მასში ქართული კინოს ლეგენდები ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩავძეც თამაშობდნენ (ქეთა კი კლიპში ახალგაზრდა ლეილა აბაშიძის პერსონაჟს განასახიერებდა).

რამდენიმე წლის წინ კი დაჩიმ ლიკა შუბითიძის კლიპი -"თუ ასე ტურფა იყავი" მარტომ გადაიღო და ამ საკითხზე ტრადიციულად საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც მომცა.

იმის გამო, რომ თემა რეჟისორისთვის არც ისე მარტივი იყო, გასააზრებლად დრო სჭირდებოდა, მასზე 8 თვის განმავლობაში იმუშავა. თანაც, მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავად მომღერალი საქართველოში არ იმყოფებოდა, ამერიკაში გახლდათ (ემიგრანტი); ამიტომ დაჩი ლიკასთან ურთიერთობას ინტერნეტის, კონკრეტულად კი -სკაიპის საშუალებით ახერხებდა. ნამუშევარი მართლაც საინტერესო გამოვიდა...

ახლა კი იმ ჩვენი დიალოგის გახსენება მინდა, რომელიც ჟურნალ "გზაში" იმ პეროდში დაიბეჭდა.

-დაჩი, ყოველთვის პარტნიორთან -ბასა სამხარაძესთან ერთად მუშაობ. ამჯერად მარტომ რატომ გადაიღე? თქვენი შემოქმედებითი ტანდემი ხომ არ დაიშალა?

- როდესაც ჩვენი აზრები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით იყოფა, ვამჯობინებთ, რომ ცალ-ცალკე ვიმუშაოთ. ასე იყო ახლაც, ლიკას კლიპზე. თუმცა ორივე ერთად, ამაჟამად, ერთ ვიდეორგოლზე ვართ დაკავებულები და კიდევ რამდენიმე პროექტი გვაქვს ერთად წამოწყებული. ასე რომ, არ დავშლილვართ, ისევ ერთად ვართ (იღიმება).

-რაც შეეხება შენს ახალ კლიპს, მასზე რას გვეტყვი?

- ყველაფერი ჩემი და ლიკას მეგობრობით დაიწყო. როდესაც რაიმე ახალ კომპოზიციას ჩაწერს ხოლმე, ერთ-ერთ პირველს, მისი მეგობრებიდან, უცხოეთიდან ინტერნეტის საშუალებით, მე მიგზავნის და მასმენინებს, რადგანაც ჩემი აზრი აინტერესებს. როდესაც მისი ახალი სიმღერა -"თუ ასე ტურფა იყავი", მოვისმინე, საოცრად მომეწონა. ჩემთვის წარმოუდგენლიც კი იყო თუ ამ ცნობილი თემის ასეთი ინტერპეტაცია შეიძლებოდა.

- ლიკა ამ სიმღერაში ფოლკლორულ ხაზს მიჰყვება, თუმცა თემა თანამედროვე ალტერნატივულ მუსიკის ფონზე ვითარდება...

-დიახ, ასეა. აქვს თავსი კულმინაცია, საოცარი დრამატიზმი... ეს კი ნებისმიერი რეჟისორისთვის ვიდეორგოლის გადასაღებად საუკეთესო მასალაა ანუ აღნიშნული კომპოზიცია საშუალებას იძლვა, რომ ბევრი იფიქრო და არა მარტივად.

- კომპოზიცია რომ მოისმინე, მასზე კლიპის გადაღების სურვილი მაშინვე გაგიჩნდა?

- მაშინვე, ოღონდ, ამის შესახებ ხმამაღლა არავისთვის მითქვამს, თემას ჩემთვის ჩავუღრმავდი... მერე ამ სიმღერის ძველი ვერსიები -ჰამლეტ გონაშვილის, ვერიკო ტურაშვილის შესრულებით მოვისმინე.Aამ კომპოზიციას შესანიშნავად ასრულებდა აგრეთვე ფლეიტისტი, აწგარდაცვლილი დავით ოძელაშვილი; მას კომპოზიციისთვის რატომღაც "ალთანია" დაურქმევია... ამ სახელწოდებამაც დამაფიქრა... ამასთან, დავიწყე სიტყვის "ტურფას" სიღრმეებში წვდომა და ბევრ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. დღევანდელ ქართულ სლენგში "ტურფა" მიღებულია, "კეკელკა" ქალბატონის სინონიმად -ქალბატონისა, რომელიც ზედმეტად გადაპრანჭულია და ცოტა უგემოვნოდაც. თავისთავად კი ის არაბული წარმოშობის სიტყვაა და ყველაზე სანუკვარს, ძვირფასს და რელიკვიადქცეულს ნიშნავს. როდესაც ესა თუ ის ადამიანი ტურფას მნიშვნელობას იძენს, იგი შეიძლება, ისე დაისაკუთრონ, რომ თილისმადაც იქცეს...…

-ბევრი გიფიქრია...

-კი, საჯარო ბიბლიოთეკაშიც ვიყავი, უამრავი ლიტერატურა წავიკითხე. ერთ ძველ, საინტერესო წერილსაც გავეცანი, რომ თურმე სიტყვა -"ტურფა" წვიმის ქალღმერთ მაიას არსებობასაც უკავშირდება, რომელსაც შიკრიკად ჭიამაია ჰყავდა.

ჭიამაიას კი, ამ საოცარ არსებას, მაგალითად, გერმანელები "მერის ხოჭოს" ეძახიან ანუ წმინდა მარიამის ხოჭოს, მუსლიმანებს თავიანთი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ქრისტიანულ სამყაროში ის აუცილებლად ღვთის სხელს უკავშირდება. საქართველოში კი მას ოდითგანვე ჭიამაია ერქვა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების ეთნოსიდან პატარ-პატარა ელემენტები აღებული. თუნდაც ის, რომ წვიმის ქალღმერთ მაიას ქართული ფესვები არ აქვს; წინაქრისტიანულ პერიოდში ასეთი რიტუალიც არსებობდა -გასათხოვარ ან გაუთხოვარ ქალებს უფროსი ქალბატონები ჭიამაიებს ხელზე ასმევდნენ და ამბობდნენ ასეთ ფრაზას: -"ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ". "მაპოვნინეში" კი იმ "ტურფას" პოვნა იგულისხმებოდა, რომელიც მისთვის ყველაზე სანუკვარი, ძვირფასი და მისი ცხოვრების თანმაგზავრი იქნებოდა.

-შენი თემაში ასეთი ღრმა წვდომა, ვფიქრობ, გამოჩნდა კიდევაც ნამუშევარში, რომელიც გასულ კვირას ტელეეკრანზე ვიხილეთ... მაგრამ რეჟისორის ჩანაფიქრი გაზრება ერთია, ყველაფრის თავმოყრა-რეალიზება კი -მეორე. როგორ მოახერხე ეს?

-კლიპისთვის გარკვეულ მასალას საქართველოს მასშტაბით ვიღებდი, რაღაც კადრებს კი ლიკა, ჩემი თხოვნით, ხან დამოუკიდებლად და ხან მეგობრების დახმარებით, ამერიკაში იღებდა. მას

სკაიპის საშუალებით ვეკონტაქტებოდი -ვეუბნებდი, სად უნდა დაედგა კამერა, რომ შესაბამისი კადრები გადაეღო, რა დისტანციით უნდა ყოფილიყო კამერასთან. ერთხელ სახლში, იქ სადაც ცხოვრობს, გადასაღები მოედანიც კი მოაწყო... მოკლედ, კადრში, სადაც ლიკა ჩანს, ის მასალა ამერიკაშია გადაღებული, დანარჩენი -საქართველოში.

-ვიდეორგოლში სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანი ამბობს სიტყვას -"მიყვარხარ!" ასე რატომ გადაწყვიტე?

-როგორც აღვნიშნე, ჭიამაიას არაერთი ერის ფოლკლორსა თუ მითოსში თავისებური სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს სამწუთიან კლიპში თავმოყრას ფაქტობრივად, ვერ მოვახერხებდი და თან, გამართლებულიც არ იქნებოდა. ამიტომ ყველაფერი მაინც ზოგადად, სიყვარულს, ცხოვრებისეული თანამგზავრის აღმოჩენასა და პოვნას დავუკავშირე. კლიპის ყველა მონაწილე ამბობს სიტყვას -მიყვარხარ! და არა ფრაზას -"ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედა გაპოვნინებ!" თუმცა კლიპი სრულდება ამ სიტყვებითა და იმ "რიტუალით", რომელზეც უკვე ვისაუბრე და შორიდან ისმის ხან ბავშვის, ხანაც ლიკას ხმა: -"ჭიავ, ჭავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ"...

-პირადად შენთვის რას ნიშნავს სიყვარული?

-ცხოვრებაში თუკი რამე კარგი ხდება, ყველაფერი სიყავრულს უკავშირდება. რომ არა ეს გრძნობა, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი და ვერ გადავიღებდი მატერიალური ინტერესის გარეშე ვიდეორგოლს. რომ არ მიყვარდეს, ამ ყველაფრის ასე გაკეთების იდეაც არ მოვიდოდა. სიყვარული საერთოდ კაცობრიობის ღერძია, რომლის ირგვლივაც ხდება ყველაფერი კარგი. არ შეიძლება, სიყვარულმა ცუდი რამ შექმნას. მე ასე მესმის და მჯერა!.. თან, ლიკას ნამუშევარი რომ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა ამის ასე გადაღების სურვილი. არადა, იგივე თემა სხვა მომღერლის შესრულებით რომ მომესმინა, ალბათ სრულიად სხვა კლიპს შევქმნიდი. მე ამ ნამუშევრით ლიკას ცხოვრებაში მომხდარი პირადი ტრაგედის გადმოცემაც მინდოდა, რადგანაც ვიცი, მან ეს თემა რატომაც აიღო. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რომ მისთვის კლიპის ასე გადაწყვეტა საინტერესო იქნებოდა. ამასთან, ის იმ რანგის შემსრულებელია, რომ მის ვიდეორგოლზე ვინც არ უნდა იმუშაოს, ვერ შექმნის კლიპს მხოლოდ ეფექტებით, ლამაზი კოსტიუმებითა და კარგი გრიმით... მისგან ისეთი მუხტი მოდის, რომ ყველაფერი რღმად უნდა გაიაზრო.

-ეს ახალ ნამუშევარი შავ-თეთრია. აქა-იქ თუ გამოჩნდება წითელი და მწვანე ფერი. რატომ?

-ბევრი ფერი ჩემში დიდ ქაოსსა და გაღიზიანებას იწვევს. ამის გამო ხალხმრავალ ადგილებსაც ვერიდები, თუნდაც იმის გამო, რომ თვალები მეღლება. შეიძლება, მასკარადზე ძალიან ლამაზია ყველაფერი, ბრჭყვიალებს, მაგარმ იქ მე 15 წუთში საოცარ დაღლილობას ვგრძნობ. ამიტომ კლიპზე მუშაობისას დამჯდარი ფერები მირჩევნია.

-მატერიალური დაინტერესებაც ახსენე და საინტერესოა, ამ კლიპზე მუშაობისას გქონდა თუ არა მატერიალური დაინტერსება?

-არა, აქ ყველაფერი მხოლოდ მეგობრობამ გააკეთა. როდესაც ვმუშაობ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სათქმელი ვთქვა ისე, როგორც ვხედავ, განვიცდი. იმ პერიოდში არ ვფიქრობ იმაზე, ნამუშევარი ვის როგორ მოეწონება და მიიღებს. მე ვქმნი, შეფასება სხვისი საქმეა.

ჩემთვის მთავრი ის არის, რომ ვიდეო მგონი, ლიკასთვის მისაღები და ძვირფასი გავხადე, რადგანაც ვიმეორებ, ვიცი, ის კომპოზიცია რატომ შექმნა. "თუ ასე ტურფა იყავი", -ეს მისი ტკივილი იყო. მან ამით ყოფილ სიყვარულს მიმართა და იქვე დაემშვიდობა კიდეც! ამ ყველაფერს სინანულის გრძნობა ახლავს. კლიპში იმ აბსოლუტურად უცხო ადამიანების გვერდით, რომლებიც გადავიღე და თითოეული სიტყვით -"მიყვარხარ!" დაფიქსირდა, ჩემთვის ძვირფასი ადამიაებიც -დედაჩემი და ჩემი დაც გადავიღე. ეკრანიდან ასევე სიყვარულს გვიხსნის ლიკას დედა -ქალბატონი ნანა შუბითიძე, ლიკას ძმა და მოხუცი ბებია-ბაბუა...

პ.ს. აი, ასეთი ღრმა, განათლებული, საქმიანი, მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული, კეთილი, მოაზროვნე, ყურაღებიანი და თბილი ადამიანი იყო დაჩი... მას ბევრი გეგმა და ოცნება ჰქონდა. დიჯეიდ კი მუშაობდა, მგრამ მისი სწრაფვა და სურვილი რეჟისორობა იყო და ამ საქმისთვის მზად იყო თუნდაც უანგაროდ ეშრომა... საკუთარი არსებობით ამ ქვეყნად, ადამიანების გულებში მხოლოდ სიყვარული დატოვა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია