30 აგვისტოს, ღამით, ცივი იარაღით მოკლეს ახალგაზრდა დიჯეი, დაჩი დარჩია. შსს-მ დამნაშავე დააკავა, 20 წლის მკვლელი წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. "სქაი ბარის" დირექტორის დავით კვირტიას განცხადებით, დაჭრილი დაჩი დარჩია დახმარებას ითხოვდა, ის ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, რეჟისორს მრავლობითი ჭრილობები არტერიაში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა.
დარჩიას მკვლელობაში ეჭვიმატანილის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. სასამართლო დარბაზიდან გასვლის დროს დარბაზში მყოფებს კმაყოფილების ჟესტით დაემშვიდობა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.