პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე
პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე

პორ­ნოგ­რა­ფია - (ბერძ. Pornos - პროს­ტი­ტუ­ტი, გარ­ყვნი­ლე­ბა; graphos - წერა, გა­მო­სახ­ვა) - porne აღ­ნიშ­ნავ­და ყვე­ლა­ზე უღა­რი­ბე­სი ფე­ნის მე­ძა­ვებს. ისი­ნი "ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ" ყვე­ლას და წარ­მო­ად­გენ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ მო­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, პორ­ნოგ­რა­ფი­ის ჩა­სახ­ვა უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა პროს­ტი­ტუ­ცი­ას.

ით­ვლე­ბა, რომ პორ­ნოგ­რა­ფია, რო­გორც სპე­ცი­ფი­კუ­რი ჟან­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იქ­მნე­ბა მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის მა­მა­კა­ცე­ბის მიერ. სექ­სო­ლო­გი­ის ცნო­ბარ­ში პორ­ნოგ­რა­ფია გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რო­გორც "სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ვულ­გა­რულ-ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი, უხამ­სი ასახ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, თე­ატ­რში, კი­ნო­ში და ა.შ."

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი და სექ­სო­ლო­გი დონ ბირ­ნი წერს, რომ "პორ­ნოგ­რა­ფი­ის სა­გა­ნია არა პი­როვ­ნე­ბა და არა მისი სხე­უ­ლი, არა­მედ მხო­ლოდ მისი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი". სექ­სო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კი გან­მრა­ტავს, რომ "ერო­ტი­კა - ეს არის მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი მა­სა­ლა, ხოლო პორ­ნოგ­რა­ფია - მი­უ­ღე­ბე­ლი" [nplg].

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | პორ­ნოგ­რა­ფი­ის პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი

რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია პორ­ნოგ­რა­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ, თუ ეწ­ვე­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტერ­ნეტ-რე­ი­ტინ­გე­ბის სა­იტს Alexa.com-ს, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-აუ­დი­ტო­რია პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ი­ტე­ბით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პორ­ნო-სა­ი­ტებს, ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­დან ათა­სო­ბით ვი­ზი­ტო­რი ჰყავს. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ცნო­ბილ პორ­ნო-სა­იტს, Xvideos.com-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს; ის სა­ერ­თო რე­ი­ტინ­გში 23-ე ად­გილს იკა­ვებს და მას მხო­ლოდ ისე­თი სა­ი­ტე­ბი უს­წრე­ბენ, რო­გო­რი­ცაა Facebook.com, Google.com, Youtube.com, Yahoo.com, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ი­ტე­ბი Ambebi.ge, Interpressnews.ge, ვი­დე­ო­პორ­ტა­ლი Myvideo.ge და ა.შ. [სტა­ტის­ტი­კა]

აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ პორ­ნო-სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ასა­კი, სქე­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი წრე სრუ­ლი­ად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია. ალ­ბათ მკი­თხველს ახ­სოვს Ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფოტო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტე­ბი ტე­ლე­ფონ­ში სა­იტს, "просто порно"-ს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ [იხი­ლეთ ფოტო].

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი. ცნო­ბი­ლია, რომ პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის სა­ი­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე

პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე

პორნოგრაფია - (ბერძ. Pornos - პროსტიტუტი, გარყვნილება; graphos - წერა, გამოსახვა) - porne აღნიშნავდა ყველაზე უღარიბესი ფენის მეძავებს. ისინი "ემსახურებოდნენ" ყველას და წარმოადგენდნენ სექსუალურ მონებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის ჩასახვა უშუალოდ უკავშირდება პროსტიტუციას.

ითვლება, რომ პორნოგრაფია, როგორც სპეციფიკური ჟანრი, უპირველეს ყოვლისა, იქმნება მამაკაცებისათვის მამაკაცების მიერ. სექსოლოგიის ცნობარში პორნოგრაფია განმარტებულია, როგორც "სქესობრივი ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტური, უხამსი ასახვა ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში, კინოში და ა.შ."

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და სექსოლოგი დონ ბირნი წერს, რომ "პორნოგრაფიის საგანია არა პიროვნება და არა მისი სხეული, არამედ მხოლოდ მისი სასქესო ორგანოები". სექსოლოგიის სახელმძღვანელო კი განმრატავს, რომ "ეროტიკა - ეს არის მაყურებლისათვის სექსუალურად მისაღები მასალა, ხოლო პორნოგრაფია - მიუღებელი" [nplg].

ასევე დაგაინტერესებთ | პორნოგრაფიის პლუსები და მინუსები

რამდენად პოპულარულია პორნოგრაფია საქართველოში, - ამ კითხვაზე პასუხს მარტივად მიიღებთ, თუ ეწვევით საერთაშორისო ინტერნეტ-რეიტინგების საიტს Alexa.com-ს, რომლის მონაცემები სრულყოფილად იძლევა ინფორმაციას, თუ რამდენად დაინტერესებულია ქართული ინტერნეტ-აუდიტორია პორნოგრაფიული საიტებით. როგორც აღმოჩნდა, პორნო-საიტებს, ყოველდღიურად, საქართველოდან ათასობით ვიზიტორი ჰყავს. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ პორნო-საიტს, Xvideos.com-ს საქართველოში პოპულარობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს; ის საერთო რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ისეთი საიტები უსწრებენ, როგორიცაა Facebook.com, Google.com, Youtube.com, Yahoo.com, ახალი ამბების საიტები Ambebi.ge, Interpressnews.ge, ვიდეოპორტალი Myvideo.ge და ა.შ. [სტატისტიკა]

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პორნო-საიტების მომხმარებელთა ასაკი, სქესი და სოციალური წრე სრულიად დაბალანსებულია. ალბათ მკითხველს ახსოვს Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ფოტო საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან, რომელშიც დეპუტატები ტელეფონში საიტს, "просто порно"-ს ათვალიერებენ [იხილეთ ფოტო].

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი. ცნობილია, რომ პორნოგრაფიული შინაარსის საიტები მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოწინავე პოზიციაზე არიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია