პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" აგ­ვის­ტოს ნო­მე­რი N9 (45), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

რა­ტომ გა­რი­ცხეს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი სა­ხალ­ხო გვარ­დი­ი­დან

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ და­წე­რილ ის­ტო­რი­ულ ნაშ­რო­მებ­სა თუ თა­ნა­მებ­რძოლ­თა მო­გო­ნე­ბებ­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მას­ზე, რო­გორც "შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის" მე­თა­ურ­სა და ან­ტი­საბ­ჭო­თა აჯან­ყე­ბე­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სამ­ხედ­რო ლი­დერ­ზე. ასე­ვე, მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლის - "არ­წი­ვის ბუ­დის" გმი­რუ­ლი დაც­ვა კავ­კა­სი­ის ფრონტზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თველ ცხე­ნო­სან­თა ათასე­უ­ლის მა­ნევრში სპარ­სე­თის ფრონტზე. მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა იწე­რე­ბა მისი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ამ­ჯე­რად სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ვეც­დე­ბით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ქა­ქუ­ცას სამ­სა­ხურს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯარ­ში და ვი­სა­უბ­როთ 1920 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ.

ანექ­სი­ის "ტექ­ნო­ლო­გია" - ლიტ­ვის ექ­სპრე­მი­ე­რის სა­ხი­ფა­თო "თა­მა­ში" ბე­რი­ა­სა და სტა­ლინ­თან

1939 წელი. I მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა. იდე­ბა მო­ლო­ტოვ-რი­ბენ­ტრო­პის პაქ­ტი. ლიტ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი გრდემლსა და უროს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ. ამ დროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ლიტ­ვის პირ­ვე­ლი მთავ­რო­ბის (1918 წ.) ხელ­მძღვა­ნელ­თან, ყო­ფილ ექ­სპრე­მი­ერ აუ­გუს­ტი­ნას ვოლ­დე­მა­რას­თან იო­სებ სტა­ლინ­მა და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ ჩახ­ლარ­თუ­ლი თა­მა­ში წა­მო­ი­წყეს. ბე­რი­ამ მზვე­რა­ვე­ბის­გან იცის, რომ "ვოლ­დე­მა­რა­სი ავა­დაა, მას აეკ­ვი­ა­ტა იდე­ფიქ­სი, რომ ლიტ­ვის დიქ­ტა­ტო­რი უნდა გახ­დეს". ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ბედი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა მათი სსრკ-სთან შე­ერ­თე­ბა, იძუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სა­ზღვრუ­ლი "პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კის" დაც­ვით უნდა მოხ­დეს. დიდი თა­მა­შიც იწყე­ბა...

ხალ­ხთა ომი კა­ტა­ლა­უ­ნის ველ­ზე - "უკა­ნას­კნე­ლი რო­მა­ე­ლი" ჰუნ­თა მეფე ატი­ლას წი­ნა­აღ­მდეგ

რო­მის იმ­პე­რი­ის აღ­სას­რუ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და, თუმ­ცა სარ­დალ­მა ფლა­ვი­უს აე­ცი­უს­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლით მო­ა­ხერ­ხა მისი გა­და­ვა­დე­ბა. მომ­დევ­ნო თა­ო­ბებ­მა აე­ცი­უსს უკა­ნას­კნე­ლი რო­მა­ე­ლი უწო­დეს - ეპი­გო­ნი სცი­პი­ო­ნის, მა­რი­უ­სის, სუ­ლას, პომ­პე­უ­სი­სა და კე­ის­რი­სა.

ხალ­ხთა ომში მა­შინ­დე­ლი ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ხალ­ხი და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს. კა­ტა­ლა­უ­ნის ველ­ზე ბრძო­ლა რო­მის იმ­პე­რი­ის ბოლო დიდი გაბ­რძო­ლე­ბა და "უკა­ნას­კნე­ლი რო­მა­ე­ლის" გაბრ­წყი­ნე­ბა იყო. იმ დრო­ის­თვის უკვე გა­მოვ­ლინ­და იმ­პე­რი­ის სი­სუს­ტე­ე­ბი - მო­კავ­ში­რე­თა გა­რე­შე ომის წარ­მო­ე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, უმ­წეო პო­ლი­ტი­კა, უნი­ჭო იმ­პე­რა­ტორ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამას და­ერ­თო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი უდი­დე­სი დამ­პყრობ­ლის, ატი­ლა მუნ­ძუ­კის ძის შე­მო­სე­ვე­ბი. ჰუნ­თა ურ­დო­ე­ბი მისი მე­თა­უ­რო­ბით მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პას, ბალ­კა­ნეთს და შემ­დეგ და­სავ­ლეთ რო­მის იმ­პე­რი­ას და­ესხნენ თავს. ატი­ლამ დიდი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და აე­ცი­უ­სის არ­მი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა­საც გეგ­მავ­და...

კრონ­ბორ­გი - ჰამ­ლე­ტის ციხე-დარ­ბა­ზი

კრონ­ბორ­გი და­ნი­ის ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ციხე-დარ­ბა­ზია ქა­ლაქ ელ­სი­ნო­რის (იგი­ვე ჰელ­სინ­გე­რის) მახ­ლობ­ლად, კუნ­ძულ ზე­ლან­დი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ამ ად­გილ­ზე და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის გამ­ყო­ფი ერე­სუ­ნის სრუ­ტის სი­გა­ნე სულ რა­ღაც 4 კი­ლო­მეტ­რია, რაც დიდ­ხანს ანი­ჭებ­და ციხე-დარ­ბაზს დიდ სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას. იგი იუ­ნეს­კოს მიერ შე­ტა­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­ში, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციხე-დარ­ბა­ზი.

იესო ქრის­ტე კი­ნო­ეკ­რან­ზე

იესო ქრის­ტე­სა და ბიბ­ლი­ურ თე­მა­ზე მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში უამ­რა­ვი ფილ­მია შექ­მნი­ლი. ჟურ­ნალ­ში გა­ეც­ნო­ბით ამ ფილ­მე­ბის ამომ­წუ­რავ ნუს­ხას და სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც რე­ჟი­სო­რებ­მა და მსა­ხი­ო­ბებ­მა შემ­ქნეს.

ჟაკ ლე გოფი - ფრან­გი "ის­ტო­რი­ის მამა"

ამ გა­ზა­ფხულ­ზე საფ­რან­გე­თი­სა და მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ე­თხო­ვა მსოფ­ლიო მე­დი­ე­ვის­ტი­კის (შუა სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ის) უდი­დეს წარ­მო­მად­გე­ნელს, ჟაკ ლე გოფს, რო­გორც ფრანგ ის­ტო­რი­კო­სებს უყ­ვართ თქმა, "მხეც ის­ტო­რი­კოსს". უხუ­ცე­სი მეც­ნი­ე­რის (იგი 90 წლის იყო) გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა არა მარ­ტო ფრან­გუ­ლი, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ყუ­რა­დღე­ბო წე­რი­ლი - რო­გორ უწყობ­და ხელს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გე­ნე­რა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბის დამ­კვიდ­რე­ბას

გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის "ფე­რა­დი სა­გან­ძუ­რი" - რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ტაო-კლარ­ჯე­თის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის ოქ­როს მო­ნე­ტა - ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა მცხე­თა­ში

დიდი მწერ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ალექ­სან­დრე დი­უ­მა - "კავ­კა­სია"

ირაკ­ლი ოჩი­ა­უ­რის ცხოვ­რე­ბის გზა - "მე ვარ ხევ­სუ­რი, რო­მელ­საც შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბა არ აქვს..."

ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი N9 (45), რომელშიც წაიკითხავთ:

რატომ გარიცხეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიიდან

საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომებსა თუ თანამებრძოლთა მოგონებებში ძირითადი აქცენტი კეთდება მასზე, როგორც "შეფიცულთა რაზმის" მეთაურსა და ანტისაბჭოთა აჯანყებების ერთ-ერთ გამორჩეულ სამხედრო ლიდერზე. ასევე, მკითხველისთვის ცნობილია მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, სტრატეგიული სიმაღლის - "არწივის ბუდის" გმირული დაცვა კავკასიის ფრონტზე და მონაწილეობა ქართველ ცხენოსანთა ათასეულის მანევრში სპარსეთის ფრონტზე. მაგრამ ძალიან ცოტა იწერება მისი სამსახურის შესახებ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. ამჯერად საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შევეცდებით, თვალი გადავავლოთ ქაქუცას სამსახურს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში და ვისაუბროთ 1920 წლის გაზაფხულზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ანექსიის "ტექნოლოგია" - ლიტვის ექსპრემიერის სახიფათო "თამაში" ბერიასა და სტალინთან

1939 წელი. I მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვე რჩება. იდება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გრდემლსა და უროს შორის აღმოჩნდნენ. ამ დროს დამოუკიდებელი ლიტვის პირველი მთავრობის (1918 წ.) ხელმძღვანელთან, ყოფილ ექსპრემიერ აუგუსტინას ვოლდემარასთან იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ ჩახლართული თამაში წამოიწყეს. ბერიამ მზვერავებისგან იცის, რომ "ვოლდემარასი ავადაა, მას აეკვიატა იდეფიქსი, რომ ლიტვის დიქტატორი უნდა გახდეს". ბალტიისპირეთის ბედი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა მათი სსრკ-სთან შეერთება, იძულების მიუხედავად, განსაზღვრული "პოლიტიკური ტექნიკის" დაცვით უნდა მოხდეს. დიდი თამაშიც იწყება...

ხალხთა ომი კატალაუნის ველზე - "უკანასკნელი რომაელი" ჰუნთა მეფე ატილას წინააღმდეგ

რომის იმპერიის აღსასრული ახლოვდებოდა, თუმცა სარდალმა ფლავიუს აეციუსმა კიდევ რამდენიმე ათწლეულით მოახერხა მისი გადავადება. მომდევნო თაობებმა აეციუსს უკანასკნელი რომაელი უწოდეს - ეპიგონი სციპიონის, მარიუსის, სულას, პომპეუსისა და კეისრისა.

ხალხთა ომში მაშინდელი ევროპის თითქმის ყველა ხალხი დაუპირისპირდა ერთმანეთს. კატალაუნის ველზე ბრძოლა რომის იმპერიის ბოლო დიდი გაბრძოლება და "უკანასკნელი რომაელის" გაბრწყინება იყო. იმ დროისთვის უკვე გამოვლინდა იმპერიის სისუსტეები - მოკავშირეთა გარეშე ომის წარმოების შეუძლებლობა, ეკონომიკური კრიზისი, უმწეო პოლიტიკა, უნიჭო იმპერატორთა მოქმედებები. ამას დაერთო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის, ატილა მუნძუკის ძის შემოსევები. ჰუნთა ურდოები მისი მეთაურობით მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ბალკანეთს და შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიას დაესხნენ თავს. ატილამ დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა და აეციუსის არმიის განადგურებასაც გეგმავდა...

კრონბორგი - ჰამლეტის ციხე-დარბაზი

კრონბორგი დანიის ყველაზე სახელგანთქმული ციხე-დარბაზია ქალაქ ელსინორის (იგივე ჰელსინგერის) მახლობლად, კუნძულ ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ადგილზე დანიისა და შვედეთის გამყოფი ერესუნის სრუტის სიგანე სულ რაღაც 4 კილომეტრია, რაც დიდხანს ანიჭებდა ციხე-დარბაზს დიდ სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი იუნესკოს მიერ შეტანილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ჩრდილოეთ ევროპაში აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე-დარბაზი.

იესო ქრისტე კინოეკრანზე

იესო ქრისტესა და ბიბლიურ თემაზე მსოფლიო კინემატოგრაფში უამრავი ფილმია შექმნილი. ჟურნალში გაეცნობით ამ ფილმების ამომწურავ ნუსხას და სახეებს, რომლებიც რეჟისორებმა და მსახიობებმა შემქნეს.

ჟაკ ლე გოფი - ფრანგი "ისტორიის მამა"

ამ გაზაფხულზე საფრანგეთისა და მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება გამოეთხოვა მსოფლიო მედიევისტიკის (შუა საუკუნის ისტორიის) უდიდეს წარმომადგენელს, ჟაკ ლე გოფს, როგორც ფრანგ ისტორიკოსებს უყვართ თქმა, "მხეც ისტორიკოსს". უხუცესი მეცნიერის (იგი 90 წლის იყო) გარდაცვალებას გამოეხმაურა არა მარტო ფრანგული, არამედ საერთაშორისო საზოგადოება...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

გრიგოლ ორბელიანის საყურადღებო წერილი - როგორ უწყობდა ხელს სახელგანთქმული გენერალი ქართული საეკლესიო გალობის დამკვიდრებას

გერმანელი მხატვრის "ფერადი საგანძური" - როგორ გამოიყურებოდა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში

ბიზანტიის იმპერატორის ოქროს მონეტა - ახალი აღმოჩენა მცხეთაში

დიდი მწერლის თვალით დანახული საქართველო. ალექსანდრე დიუმა - "კავკასია"

ირაკლი ოჩიაურის ცხოვრების გზა - "მე ვარ ხევსური, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ აქვს..."

ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები