საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ
ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს. სე­ნა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის რო­ბერტ მენ­დე­სის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთს ძვი­რად უნდა და­უჯ­დეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სია.

"ჩვენ უნდა მი­ვა­წო­დოთ უკ­რა­ი­ნას თავ­დაც­ვი­თი ია­რა­ღის ისე­თი ტიპი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პუ­ტი­ნი მო­მა­ვა­ლი აგ­რე­სი­ის­თვის სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის", - გა­ნა­ცხა­და რო­ბერტ მენ­დეს­მა.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი აღარ არის მხო­ლოდ სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ცალ­კე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

"ეს არის რუ­სე­თის პირ­და­პი­რი შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში და ჩვენ უნდა ვა­ღი­ა­როთ ეს", - გა­ნა­ცხა­და რო­ბერტ მენ­დეს­მა და დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხი შე­საძ­ლოა დღეს­ვე და­ი­დოს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მა­გი­და­ზე.

თა­ვის მხრივ, რო­გორც ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა CBS-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კგბ-ს ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კია, რო­მელ­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა უნდა. მა­კ­კე­ინ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­ვე მო­უ­წო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის­კენ და უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის­კენ.

"მი­ე­ცით მათ ია­რა­ღი, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბათ. მი­ე­ცით მათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბი. მი­ე­ცით მათ ბრძო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა.

უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მაიკ რო­ჯერ­სიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის რობერტ მენდესის განცხადებით, რუსეთს ძვირად უნდა დაუჯდეს განხორციელებული აგრესია.

"ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას თავდაცვითი იარაღის ისეთი ტიპი, რომლის საშუალებითაც პუტინი მომავალი აგრესიისთვის საფასურს გადაიხდის", - განაცხადა რობერტ მენდესმა.

მისივე თქმით, უკრაინაში განხორციელებული ქმედებები აღარ არის მხოლოდ სეპარატისტების ცალკეული ქმედებები.

"ეს არის რუსეთის პირდაპირი შეჭრა უკრაინაში და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს", - განაცხადა რობერტ მენდესმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი შესაძლოა დღესვე დაიდოს აშშ-ის პრეზიდენტის მაგიდაზე.

თავის მხრივ, როგორც ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა CBS-თან საუბრისას განაცხადა, ვლადიმერ პუტინი კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა. მაკკეინმა ხელისუფლებას ასევე მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ.

"მიეცით მათ იარაღი, რომელიც სჭირდებათ. მიეცით მათ აუცილებელი რესურსები. მიეცით მათ ბრძოლის შესაძლებლობა", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა