საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში
"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში

25 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე ტყვი­ა­ვის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ჯიპ­ში მსხდო­მი პი­რე­ბი სრო­ლით მის­დევ­დნენ. გას­რო­ლის ხმა თით­ქმის 10-ჯერ და­ფიქ­სირ­და. "მერ­სე­დესს" 3 ტყვია მოხ­ვდა. ჯიპ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც. "მერ­სე­დეს­ში" კი სო­ფელ ტყვი­ავ­ში მცხოვ­რე­ბი 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვა­სილ და 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პავ­ლე ქა­რე­ლე­ბი ის­ხდნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით, 2,5 კმ მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ, ქა­რე­ლებ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს. ჯი­პი­დან ჯერ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რე­ბი გად­მოხ­ტნენ და ია­რა­ღის ტა­რით ბი­ძაშ­ვი­ლებს თავ­ში ურტყეს. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძირს დაგ­დე­ბუ­ლებს ბე­ჭის არე­შიც მი­ა­ყე­ნეს.

"ეს დე­ტა­ლე­ბი მე უშუ­ა­ლოდ, პი­რა­დად ვა­სი­კოს­გან და პავ­ლეს­გან ვიცი. შევ­ხვდი მათ. მან­ქა­ნის დევ­ნის ფაქ­ტი ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ვინც იყო იმ დროს, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა. ბი­ჭე­ბი ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინ. აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და აშ­კა­რად ეს არ აპა­ტია მათ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა", - ამ­ბობს ტყვი­ა­ვის თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გო­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში, ამ­ჟა­მად, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ თე­მურ გი­გუ­აშ­ვი­ლი.

საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი (2004-2005 წწ) ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სახ­ლში მი­დი­ო­და. უბან­ში, სა­დაც ასე­ვე ვა­სილ და პავ­ლე ქა­რე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მან­ქა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. ქა­რე­ლებ­მა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჯიპს გზა არ და­უთ­მეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ჩათ­ვა­ლეს ჯიპ­ში მსხდო­მებ­მა. ამის შემ­დეგ კი "და­წი­ნა­უ­რე­ბულ" მერ­სე­დესს გა­მო­ე­დევ­ნენ.

"რო­დე­საც ბი­ჭებს სცემ­დნენ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და და­ი­ძა­ხა: "ეყო­ფათ!". რა თქმა უნდა, იც­ნეს, ვინც იყო. მისი ხმაც გა­ი­გეს, "ფუ, თქვენ ტყვი­ა­ვე­ლო­ბა­საო" - ესეც მი­უ­ძა­ხე­ბია. მერ­სე­დე­სის მან­ქა­ნი­დან გა­სა­ღე­ბი ამო­ი­ღეს და გა­ის­რო­ლეს", - ამ­ბობს თე­მურ გი­გუ­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში

"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში

25 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ. გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. "მერსედესს" 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ირაკლი ოქრუაშვილიც. "მერსედესში" კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.

დაახლოებით, 2,5 კმ მანძილის გავლის შემდეგ, ქარელებმა მანქანა გააჩერეს. ჯიპიდან ჯერ ოქრუაშვილის დაცვის წევრები გადმოხტნენ და იარაღის ტარით ბიძაშვილებს თავში ურტყეს. დაზიანებები ძირს დაგდებულებს ბეჭის არეშიც მიაყენეს.

"ეს დეტალები მე უშუალოდ, პირადად ვასიკოსგან და პავლესგან ვიცი. შევხვდი მათ. მანქანის დევნის ფაქტი ცენტრალურ ქუჩაზე ვინც იყო იმ დროს, ყველამ დაინახა. ბიჭები ჩემი თანამებრძოლები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. აქტიურად მეხმარებოდნენ და აშკარად ეს არ აპატია მათ ოქრუაშვილმა", - ამბობს ტყვიავის თემის წარმომადგენელი გორის საკრებულოში, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ გიგუაშვილი.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (2004-2005 წწ) ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის წევრებთან ერთად საკუთარ სახლში მიდიოდა. უბანში, სადაც ასევე ვასილ და პავლე ქარელები ცხოვრობენ, მანქანები ერთმანეთს შეხვდნენ. ქარელებმა ოქრუაშვილის ჯიპს გზა არ დაუთმეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩათვალეს ჯიპში მსხდომებმა. ამის შემდეგ კი "დაწინაურებულ" მერსედესს გამოედევნენ.

"როდესაც ბიჭებს სცემდნენ, ოქრუაშვილი გადმოვიდა მანქანიდან და დაიძახა: "ეყოფათ!". რა თქმა უნდა, იცნეს, ვინც იყო. მისი ხმაც გაიგეს, "ფუ, თქვენ ტყვიაველობასაო" - ესეც მიუძახებია. მერსედესის მანქანიდან გასაღები ამოიღეს და გაისროლეს", - ამბობს თემურ გიგუაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ