სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები
რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები

დე­დო­ბის­თვის ყვე­ლა ქალი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მო­მა­ვალ დე­დას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის გარ­და, ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მუდ­მი­ვი ყოფ­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ბევ­რი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ბავ­შვის გა­ჩე­ნის­გან თავს იმის გამო იკა­ვებს, რომ ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის და ბავ­შვის აღ­ზრდის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა თან­ხით აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო ორ­სუ­ლო­ბას და მშო­ბი­ა­რო­ბას, არის თუ არა შე­ღა­ვა­თი ეს მო­მა­ვა­ლი დე­დე­ბის­თვის. ასე­ვე, რა ღირს ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია და ორ­სუ­ლო­ბის დროს სა­ჭი­რო აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი? ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი 25 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი გვან­ცა ფი­ფია სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვით არ სარ­გებ­ლობს. ის პა­ტა­რა ბიჭს ორ თვე­ში ელო­დე­ბა.

- 7 თვის და 2 კვი­რის ორ­სუ­ლი ვარ. არ ვსარ­გებ­ლობ სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვით, აღი­ცხვა­ზეც კი არ ვარ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში ვარ და­ზღვე­უ­ლი და თა­ვი­დან­ვე კერ­ძო და­ზღვე­ვას მივ­ყე­ვი. სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტი, რომ­ლი­თაც მე ვსარ­გებ­ლობ, ორ­სუ­ლო­ბის და მშო­ბი­ა­რო­ბის ხარ­ჯებს 1000 ლა­რის ფარ­გლებ­ში მი­ნა­ზღა­უ­რებს. ორ­სუ­ლო­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში და­ბა­ლი გე­მოგ­ლო­ბი­ნი მქონ­და, რაც თან ახ­ლავს ორ­სუ­ლო­ბას, ხში­რად მი­წევ­და ექიმ­თან ვი­ზი­ტი, თითო გა­მოკ­ვლე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 40 ლარი ჯდე­ბო­და, უკვე გა­ხარ­ჯუ­ლი მაქვს 400 ლარი. თუ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად გა­ვა­ჩენ ბავ­შვს, მა­შინ დარ­ჩე­ნი­ლი 600 ლარი მყოფ­ნის მშო­ბა­რო­ბის­თვის, თუ სა­კე­ის­რო­თი გა­ვა­ჩენ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის და­მა­ტე­ბა მო­მი­წევვს.

- სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი რა თან­ხა გიჯ­დე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მჭირ­დე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ძვი­რი არ ღირ­და, თუმ­ცა ზუს­ტად რა თან­ხა დაჯ­და, აღარ მახ­სოვს.

თუმ­ცა, არც ისე ცო­ტაა ისე­თი ორ­სუ­ლი, რო­მელ­საც სა­და­ზღვე­ვო ლი­მი­ტი ორ­სუ­ლო­ბის მეშ­ვი­დე ან მე­ექ­ვსე თვე­ში გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე უკვე გა­ხარ­ჯუ­ლი აქვს და და­ნარ­ჩე­ნი სა­ჭი­რო თან­ხის და­მა­ტე­ბა ორ­სულს სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან უწევს.

ზუ­რაბ და­რახვე­ლი­ძე (გი­ნე­კო­ლო­გი):

- რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ორ­სუ­ლო­ბის­თვის?

- როცა ქალ­ბა­ტო­ნი ორ­სუ­ლად არის, პირ­ველ რიგ­ში, ის უნდა დად­გეს აღ­რი­ცხვა­ზე, ეს და­ახ­ლო­ე­ბით, 12-13 კვი­რის ვა­და­ში უნდა მო­ას­წროს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი ორ­სუ­ლო­ბის და მშო­ბი­ა­რო­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო ანა­ზღა­უ­რებს. ამა­ში შე­დის 4 ვი­ზი­ტი ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, გარ­კვე­უ­ლი ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მშო­ბი­ა­რო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ვერ მო­ას­წრებს ქალ­ბა­ტო­ნი აღ­რი­ცხვა­ზე მოხ­ვედ­რას, მისი მშო­ბი­ა­რო­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო აა­ნა­ზღა­უ­რებს. თუ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბი­ა­რო­ბას 500, სა­კეს­რო კვე­თას კი 800 ლა­რით უფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო, ეს თან­ხა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. თუ კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მის შერ­ჩე­ვა და და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტი უნდა პა­ცი­ენტს, ამას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა უნდა და­ა­მა­ტოს.

- რა ღირს ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია და ორ­სუ­ლო­ბის დროს სა­ჭი­რო აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი?

- თუ პა­ცი­ენ­ტი 12 კვი­რის ვა­და­ში არ დად­გე­ბა აღ­რი­ცხვა­ზე, ექიმ­თან თითო კონ­სულ­ტა­ცია ღირს 35 ლარი, სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის სა­ფა­სუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 14-16 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ეს არის სტან­დარტზე­და გა­მოკ­ვლე­ვა, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო არ ანა­ზღა­უ­რებს. თან­ხა იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რა პა­თო­ლო­გია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან და ა.შ.

- ბევ­რი ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის­გან მსმე­ნია, რომ მათ არ აქვთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ლი­მი­ტი მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე ამო­ე­წუ­რათ...

- თუ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ზე­პი­რად თქმა, რა­ტომ მოხ­და ეს. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი დო­ნის კლი­ნი­კე­ბი, ყვე­ლა ვერ უმკლავ­დე­ბა ამა თუ იმ პა­თო­ლო­გი­ას და პა­ცი­ენტს უწევს სა­თა­ნა­დო ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვილ კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

- რა ღირს ანა­ლი­ზე­ბი?

- მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბია სა­ჭი­როა, ორ­სუ­ლო­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანა­ლი­ზე­ბის დიდი სია არის. თითო ანა­ლი­ზი სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი 14-16 ლარი. შე­იძ­ლე­ბა მცი­რე სხვა­ო­ბა იყოს, ეს კლი­ნი­კის და ექი­მის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. თუმ­ცა, ის თან­ხა, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს ორ­სულს და მშო­ბი­ა­რეს, სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები

რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები

დედობისთვის ყველა ქალი განსაკუთრებულად ემზადება. ორსულობის პერიოდში მომავალ დედას განსაკუთრებული მზრუნველობის გარდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მუდმივი ყოფნა ესაჭიროება. ბევრი ახალგაზრდა წყვილი ბავშვის გაჩენისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის აღზრდის ხარჯები საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო ორსულობას და მშობიარობას, არის თუ არა შეღავათი ეს მომავალი დედებისთვის. ასევე, რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და ორსულობის დროს საჭირო აუცილებელი გამოკვლევები? ჩვენი რესპოდენტი 25 წლის ჟურნალისტი გვანცა ფიფია სახელმწიფო დაზღვევით არ სარგებლობს. ის პატარა ბიჭს ორ თვეში ელოდება.

- 7 თვის და 2 კვირის ორსული ვარ. არ ვსარგებლობ სახელმწიფო დაზღვევით, აღიცხვაზეც კი არ ვარ, კერძო კომპანიაში ვარ დაზღვეული და თავიდანვე კერძო დაზღვევას მივყევი. სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც მე ვსარგებლობ, ორსულობის და მშობიარობის ხარჯებს 1000 ლარის ფარგლებში მინაზღაურებს. ორსულობის პირველ თვეებში დაბალი გემოგლობინი მქონდა, რაც თან ახლავს ორსულობას, ხშირად მიწევდა ექიმთან ვიზიტი, თითო გამოკვლევა დაახლოებით 40 ლარი ჯდებოდა, უკვე გახარჯული მაქვს 400 ლარი. თუ ფიზიოლოგიურად გავაჩენ ბავშვს, მაშინ დარჩენილი 600 ლარი მყოფნის მშობარობისთვის, თუ საკეისროთი გავაჩენ, გარკვეული თანხის დამატება მომიწევვს.

- საჭირო მედიკამენტები რა თანხა გიჯდება?

- თავდაპირველად მჭირდებოდა მედიკამენტების მიღება, რომელიც ძვირი არ ღირდა, თუმცა ზუსტად რა თანხა დაჯდა, აღარ მახსოვს.

თუმცა, არც ისე ცოტაა ისეთი ორსული, რომელსაც სადაზღვევო ლიმიტი ორსულობის მეშვიდე ან მეექვსე თვეში გამოკვლევებზე უკვე გახარჯული აქვს და დანარჩენი საჭირო თანხის დამატება ორსულს საკუთარი ჯიბიდან უწევს.

ზურაბ დარახველიძე (გინეკოლოგი):

- რა არის აუცილებელი პროცედურები ორსულობისთვის?

- როცა ქალბატონი ორსულად არის, პირველ რიგში, ის უნდა დადგეს აღრიცხვაზე, ეს დაახლოებით, 12-13 კვირის ვადაში უნდა მოასწროს. ამ შემთხვევაში, მისი ორსულობის და მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამაში შედის 4 ვიზიტი ექიმთან კონსულტაციაზე, გარკვეული ტიპის გამოკვლევები და მშობიარობა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოასწრებს ქალბატონი აღრიცხვაზე მოხვედრას, მისი მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს. თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, საკესრო კვეთას კი 800 ლარით უფინანსებს სახელმწიფო, ეს თანხა სავსებით საკმარისია. თუ კონკრეტული ექიმის შერჩევა და დამატებითი კომფორტი უნდა პაციენტს, ამას გარკვეული თანხა უნდა დაამატოს.

- რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და ორსულობის დროს საჭირო აუცილებელი გამოკვლევები?

- თუ პაციენტი 12 კვირის ვადაში არ დადგება აღრიცხვაზე, ექიმთან თითო კონსულტაცია ღირს 35 ლარი, სისხლის საერთო ანალიზის საფასური დაახლოებით 14-16 ლარით განისაზღვრება. გარკვეული პათოლოგიების შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, ეს არის სტანდარტზედა გამოკვლევა, რასაც სახელმწიფო არ ანაზღაურებს. თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, რა პათოლოგია იქნება, რომელი სპეციალისტები ჩაერევიან და ა.შ.

- ბევრი ორსული ქალბატონისგან მსმენია, რომ მათ არ აქვთ გართულებული ორსულობა, მაგრამ სახელმწიფო ლიმიტი მშობიარობამდე გაცილებით ადრე ამოეწურათ...

- თუ კონკრეტული შემთხვევა არ არის, რთული იქნება ზეპირად თქმა, რატომ მოხდა ეს. არსებობს გარკვეული დონის კლინიკები, ყველა ვერ უმკლავდება ამა თუ იმ პათოლოგიას და პაციენტს უწევს სათანადო ტექნოლოგიით აღჭურვილ კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება.

- რა ღირს ანალიზები?

- მთელი რიგი პროცედურებია საჭიროა, ორსულობის დროს აუცილებელი ანალიზების დიდი სია არის. თითო ანალიზი სირთულის მიხედვით განისაზღვრება, სისხლის საერთო ანალიზი 14-16 ლარი. შეიძლება მცირე სხვაობა იყოს, ეს კლინიკის და ექიმის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ის თანხა, რითაც სახელმწიფო აფინანსებს ორსულს და მშობიარეს, სავსებით საკმარისია.

თამარ ბოჭორიშვილი

"სხვები ჩემზე გაცილებით დიდები არიან, მაგრამ აქამდე სულ პატარები იმარჯვებდნენ" - რა გეგმები აქვს 18 წლის ლიკა ესაიაშვილს "მასტერშეფში"

"სამარშრუტო ტაქსებში არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები, ეს დანაშაულია" - მევლუდ მელაძე ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე

"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე