პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში
1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში

დღე­ი­დან, 2014 წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან 5 ახა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­და.

დღე­ი­დან, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აღარ გა­ი­ყი­დე­ბა.

"წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში სწო­რედ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვი­და, ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის აკ­რძალ­ვას ე.წ. მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის სა­ძი­ლე და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (გარ­და მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა), ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, მიკ­რო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი და იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რე­ბი, სა­გუ­ლე გლი­კო­ზი­დე­ბი, ან­ტი­ა­რით­მუ­ლი და ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­ი­ნექ­ციო წამ­ლის ფორ­მე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბის ნა­წი­ლი და სხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, 0-დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო პროგ­რა­მი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძე აცხა­დებს, ახა­ლი სა­და­ზღვე­ვო პი­რო­ბე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ისარ­გებ­ლებს.

დღე­ი­დან, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან აგ­რო­და­ზღვე­ვის პრო­ექ­ტი ამოქ­მედ­და.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრ ოთარ და­ნე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეს არის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს მთავ­რო­ბის მიერ სუბ­სი­დი­რე­ბას აგ­რა­რუ­ლი და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

"გრძელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შე­წყო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს გახ­ლავთ იმ პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია აგ­რო­და­ზღვე­ვის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, ეს არის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას აგ­რა­რუ­ლი და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა იმ პრო­დუქტზე, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად იქნა ინ­ფორ­მა­ცია მო­ძი­ე­ბუ­ლი. სუბ­სი­დი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა 70%-დან 90%-მდე, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი 95%-მდე. ამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას, პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო გლეხს ან მომ­ხმა­რე­ბელს, დამ­ზღვევს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბო­ბა 0,5%-დან გარ­კვე­უ­ლი შკა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ხა­დოს და­ზღვე­ვის პრო­ცენ­ტი", - აღ­ნიშ­ნა ოთარ და­ნე­ლი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლომ დღე­ი­დან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ამ­კაც­რა.

1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი კა­ნო­ნი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ," რო­მე­ლიც მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზად­და.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვადა შემ­ცირ­და და 360 დღის ნაც­ვლად, 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში 90 დღით გა­ნი­სა­ზღვრა. ასე­ვე 24 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის, ერაყს, სენტ-კიტ­სის და ნე­ვი­სის ფე­დე­რა­ცი­ას, ჩი­ლეს, ტრი­ნი­და­დის და ტო­ბა­გოს რეს­პუბ­ლი­კას და სხვა, გა­უ­უქ­მდა უვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს, შენ­გე­ნის, დსთ-ს წევრ და სხვა ძი­რი­თად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა შე­ნარ­ჩუნ­და. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სურ­ვი­ლი აქვს შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დარ­ჩეს 90-დღე­ზე მეტი ხნით, სა­ე­მიგ­რა­ციო ვიზა უნდა აი­ღოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა მათ შო­რის იმ ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი დღე­ი­დან დრო­ე­ბით ამოქ­მედ­და. კერ­ძოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრულ იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ­დე, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და დო­კუ­მენ­ტის 80%, მათ შო­რის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის (DCFTA) კომ­პო­ნენ­ტი. DCFTA ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალ გან­თავ­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე და ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­სას სა­ბა­ჟო ტა­რი­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუმ­ცა გარ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც იარ­სე­ბებს. კერ­ძოდ, 28 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში იმ­პორ­ტი­სას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას, ამ გა­და­სა­ხა­დის ად­ვა­ლო­რუ­ლი (ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის გა­დახ­და­ზე, სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დებ­ზე და სხვა გა­და­სა­ხა­დებ­ზე, რო­მე­ლიც ირი­ცხე­ბა არა ტვირ­თის ერ­თე­უ­ლის­თვის, არა­მედ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტებ­ში) კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე. ამას­თან, ცალ­კე ჩა­მოთ­ვლი­ლია გა­ყალ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც იმ­პორ­ტის ზღვრუ­ლი დო­ნეა და­წე­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, წლი­ურ უბა­ჟო სა­ტა­რი­ფო კვო­ტას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია ნი­ო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვო­ტა 220 ტო­ნას შე­ად­გენს, რო­მელ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და მო­უ­წევს.

1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში

1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში

დღეიდან, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან 5 ახალი, მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა.

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება.

"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ 1-ელი სექტემბრიდან შევიდა, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.

პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, ახალი სადაზღვევო პირობებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში.

"გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით. ეს გახლავთ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროცენტის სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქართველომ დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ," რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"