პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე
 "დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე

ბიზ­ნეს­მე­ნი და ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რი, კახა ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. ბენ­დუ­ქი­ძე მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს ამ ცვლი­ლე­ბას და მას მავ­ნებ­ლურს უწო­დებს.

მან რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ახა­ლი კა­ნო­ნის ხარ­ვე­ზე­ბი.

• ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც სი­ი­დან ამო­ი­ღეს, არის სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რად მდი­და­რი და იქი­დან არა­ლე­გა­ლუ­რი მუ­შა­ხე­ლის შე­მოს­ვლის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ჩი­ლეს მო­ქა­ლა­ქეს სამ­ჯერ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს.

• სი­ა­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა (და ამი­ტომ ვერ ამო­ი­ღებ­დნენ) ინ­დო­ე­თი და ჩი­ნე­თი

• უფრო დიდი მავ­ნებ­ლო­ბაა სა­ზღვარ­ზე ვი­ზის გა­ცე­მის გა­უქ­მე­ბა

• კი­დევ უფრო დიდი მავ­ნებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის ვა­დის შე­ზღუდ­ვა - ეს ეხე­ბა ყვე­ლას - ევ­რო­პე­ლებს, ამე­რი­კე­ლებს, იქა­უ­რი პას­პორ­ტის მქო­ნე ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს

• და კი­დევ ერთი ტყუ­ი­ლი - ამ "რე­ფორ­მას" არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს ევ­რო­პულ მო­თხოვ­ნებ­თან" - წერს ბენ­დუ­ქი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო ხვა­ლი­დან სა­ვი­ზო რე­ჟიმს ამ­კაც­რებს. 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ახა­ლი კა­ნო­ნი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზად­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე

 "დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე

ბიზნესმენი და ყოფილი მთავრობის წევრი, კახა ბენდუქიძე საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბენდუქიძე  მკაცრად აკრიტიკებს ამ ცვლილებას და მას მავნებლურს უწოდებს.

მან რამდენიმე პუნქტით ჩამოაყალიბა ახალი კანონის ხარვეზები.

• ყველა ქვეყანა, რომელიც სიიდან ამოიღეს, არის საქართველოზე ბევრად მდიდარი და იქიდან არალეგალური მუშახელის შემოსვლის საფრთხე არ არსებობს. მაგალითად, ჩილეს მოქალაქეს სამჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს.

• სიაში არასოდეს არ ყოფილა (და ამიტომ ვერ ამოიღებდნენ) ინდოეთი და ჩინეთი

• უფრო დიდი მავნებლობაა საზღვარზე ვიზის გაცემის გაუქმება

• კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა საქართველოში ყოფნის ვადის შეზღუდვა - ეს ეხება ყველას - ევროპელებს, ამერიკელებს, იქაური პასპორტის მქონე ჩვენს თანამემამულეებს

• და კიდევ ერთი ტყუილი - ამ "რეფორმას" არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ მოთხოვნებთან" - წერს ბენდუქიძე.

შეგახსენებთ, საქართველო ხვალიდან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს